განათლება სიახლეები

Technovation Girls - საზაფხულო ბანაკი

9-13 სექტემბერს Technovation Girls-ის საზაფხულო ბანაკი ჩატარდა

სექტემბერი 24, 2024

Technovation Girls საერთაშორისო პროექტია, რომელშიც უკვე 13 წელია, მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის, ათიათასობით გოგო იღებს მონაწილეობას.

Technovation Girls საშუალებას აძლევს გოგონებს მათ გარშემო არსებული პრობლემები ტექნოლოგიების დახმარებით გადაჭრან. პროექტში მონაწილეობა ორი ასაკობრივი ჯგუფისთვის არის შესაძლებელი - 13-15 წლის და 16-18 წლის ახალგაზრდებისთვის.

წლევანდელ კონკურსში 700-ზე მეტმა გოგონამ და 250-მა მენტორმა მიიღო მონაწილეობა. პროექტის ფარგლებში, 22 გამარჯვებული გუნდისთვის და მათი მენტორებისთის, ცემში, ხუთ დღიანი შემეცნებითი ბანაკი მოეწყო.

 

ბანაკში გოგონები სხვადასხვა სახის ვორქშოფებში მონაწილეობდნენ:

 

·      ელექტრონიკის საფუძვლები

·      მეწარმოების ვორქშოფი

·      Low Code ვებ-დეველოპმენტი

·      თამაშების შექმნის საწყისები

·      რჩევები STEM კარიერაზე

Პროექტი Technovation Girls გაძლევს შესაძლებლობას, გახდე გლობალური პროექტის მონაწილე.

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, Technovation Girls SAKARTVELO-ს მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, ამ სფეროში გოგონების გაძლიერებასა და, ზოგადად, ახალგაზრდა თაობაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას.

პროექტი ალტე უნივერსიტეტისა და „ტექდროს” მხარდაჭერით საქართველოში უკვე მეორედ ხორციელდება.

Technovation Girls - სწავლობ და ქმნი მარტივად