ტექნოლოგია სიახლეები

TechXplore 2025

მარტი 05, 2025

თიბისი IT აკადემიამ, ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, ოთხდღიანი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – TechXplore 2025 გამართა. 

ღონისძიების მთავარი მიზანი, პროექტის „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის” მონაწილე სტუდენტებისთვის, მულტიფუნქციურ გუნდებში მუშაობის გამოცდილების გაზიარება, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და ინოვაციური იდეების განვითარება იყო. მონაწილეებმა რეალური გამოწვევების გადასაჭრელად იმუშავეს მომხმარებელზე ორიენტირებული ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნაზე, რაც საბანკო, საფინანსო და FinTech სფეროებში მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას ემსახურებოდა.

TechXplore 2025-ში 150-მდე ახალი თაობის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.

თიბისისთვის, როგორც ლიდერი ტექ კომპანიისთვის და საუკეთესო დამსაქმებლისთვის, მნიშვნელოვანია, ახალგაზრდების ტექნოლოგიური განათლების ხელშეწყობა და ტექ კომუნის განვითარება. ამავე მიზნით, თიბისის ტექ ტალანტები აქტიურად იყვნენ ჩართულები პროექტში, საკუთარ ცოდნასა და რეალურ გამოცდილებას მონაწილე გუნდებს უზიარებდნენ.

პროექტის მნიშვნელოვანი ფოკუსი ESG მიმართულება იყო. გუნდების ნაწილმა საკუთარი იდეები სწორედ გარემოს დაცვასთან, სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების პრინციპებთან შესაბამისობაში განავითარა. 

ოთხ დღიანი ღონისძიების ბოლო დღეს, მონაწილეებმა თავიანთი პროექტები ჟიურისა და აუდიტორიის წინაშე წარადგინეს. გამარჯვებულ გუნდებს საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების (Microsoft,  Nvidia და სხვა) 15,000 ლარის ღირებულების აქციები გადაეცათ.


აქედან, პირველ და მეორე ადგილზე გასულ გუნდებს თიბისი ტექის მიმართულებამ გადასცა პრიზები, ხოლო ESG მიმართულებამ ESG-ს რჩეულის ნომინაციაში გამარჯვებული დააჯილდოვა. 

I ადგილი

KMsure - ჭკვიანი ავტოდაზღვევა, სრულად ციფრული გადაწყვეტა, სადაც მგზავრობის მონაცემები უსაფრთხოებისა და გამჭვირვალობისთვის ბლოკჩეინზე ინახება.

II ადგილი

ScanPay - მომხმარებლებისათვის თანხის გაყოფის და პარალელურ რეჟიმში, სინქრონულად გადახდის შესაძლებლობა. 

ESG მიმართულების რჩეული

Effortless Minds - გუნდმა შექმნა ფინანსური მთვლელი და მწვანე ქულების სისტემა, რომელიც მომხმარებლებს ეხმარება ხარჯების კონტროლსა და მდგრადი არჩევნის გაკეთებაში, ეკომეგობრული შეძენების წახალისებით. 

ტექნიკურად ყველაზე ძლიერი გუნდი

AI IA - გუნდმა შექმნა ინკლუზიური ონლაინ ბანკინგის აპლიკაცია. 

აღსაღნიშნავია, რომ ღონისძიების პარტნიორობის ფარგლებში Design Institute-მა მონაწილეებისთვის დიზაინ აზროვნების (Design Thinking) ვორქშოფი ჩაატარა, რათა მათ უკეთ გაეანალიზებინათ მომხმარებლის საჭიროებები და შეექმნათ ღირებულებაზე ორიენტირებული იდეები.