თებერვალი 04, 2020
მომხმარებლებისთვის თიბისის მობაილბანკიც ისეთივე ყოველდღიურად გამოყენებადი რამ არის, როგორიც სპორტული ფეხსაცმელი, ჰუდი, სკეიტბორდი ან კერამიკის ჭიქა.
იმისთვის, რომ სიახლე, მობაილბანკიც ახალი ვიზუალური სტილი, აუდიტორიამდე საინტერესოდ მიეტანათ, თიბისიმ ითანამშრომლა იმ ქართულ კომპანიებთან, რომლებმაც ყველაზე უკეთ იციან, როგორ შექმნან ყოველდღიურობა, მარტივი, კომფორტული და ლამაზი დიზაინის ნივთებით.
ყველა შერჩეული კომპანია ყოველდღიურობის შექმნის ოსტატია და ამასთანავე ექსპერტი დიზაინის საკითხში.
კომპანიებმა მობაილბანკის ახალი ვიზუალური სტილის შთაგონებით, მისი შემადგენელი ნაწილების, სიმბოლოებისა და ფერებისგან შექმნეს სხვადასხვა ყოველდღიურად გამოყენებადი ნივთი.
ერთ-ერთი მათგანია „ქროსთიც“, საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდი.
„ეს არის ის ტალღა, რომელიც ჩვენს მომხმარებელს აძლევს თავისუფლებისკენ სწრაფვის შთაგონებას - ეს არის მუდმივი მოძრაობა.“
გიორგი მიქაია,
„ქროსთის“ დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი.
განახლებული მობაილბანკი და „ქროსთის“ კედები - კომფორტული ყოველდღიურობის ეს ორი წარმომადგენელი რამდენიმე იდეის გარშემო გაერთიანდა: სიმარტივე, კომფორტი და, რაც მთავარია - ყოველდღიურობა, ასე მოხვდა კედების სიმსუბუქე თიბისის ახალ მობაილბანკში, ხოლო მობაილბანკის დიზაინის ზოგიერთი დეტალი - „ქროსთის“ ფეხსაცმელზე.
„გადავწყვიტეთ, შეგვემუშავებინა ჩვენი ერთ-ერთი მოდელის ONDA-ს (იტალიურად - „ტალღა“) კოლაბორაციული ვერსია. ავირჩიეთ ერთ-ერთი სიმბოლო, რომელიც გადავიტანეთ ფეხსაცმელებზე და მივიღეთ ლამაზი დიზაინის მინიმალისტური პროდუქტი“, - ამბობს გიორგი მიქაია. ONDA-ზე თიბისის მობაილბანკის ხარჯების ანალიზის გრაფიკის ფერები გამოჩნდა.
„ქროსთის“ შემქმნელები ამბობენ, რომ ის მათთვისაა, ვინც საკუთარი გზით დადის და ვინც თავისუფალია. თუმცა, თავისუფლება მრავალმხრივია და კომფორტის შექმნის პროცესში, ის თანამედროვე მომხმარებლის კიდევ სხვადასხვა ღირებულების გათვალისწინებას მოითხოვს: „ჩვენი ბრენდის მთავარი ღირებულებაა - თავისუფლება. თავისუფლებას აქვს მეორე მხარე - ეს არის დრო. ვფიქრობ, ყოველდღიურობის გარდა, ამ ასპექტშიც გვაქვს გადაკვეთა თიბისისთან, დრო არის ყველაზე თავისუფალი რამ, რასაც ვერაფერი შეაჩერებს, დრო არის თავისუფლება და პირიქით.
თიბისის მობაილბანკი სწორედ დროის ოპტიმიზაციაზე და ადამიანისთვის ცხოვრების გამარტივებაზეა ორიენტირებული.დღევანდელ ციფრულ სამყაროში დრო არის ყველაზე ღირებული რამ ნებისმიერი ადამიანისთვის“,
- ამბობს „ქროსთის“ კრეატიული დირექტორი.
Crosty-ისთან თანამშრომლობა თიბისის ერთადერთი კოლაბორაცია არ არის. განახლებული მობაილბანკის ვიზუალური ელემენტები ყოველდღიურობის გამარტივებისა და დიზაინის სხვა ოსტატებთანაც გამოჩნდება.
ავტორი: რუსუდან ფანოზიშვილი