სიახლეები ტექნოლოგია

6 რამ, რაც არ იცოდი რომ თიბისის მობაილბანკს შეეძლო

მაისი 20, 2024

თიბისის მობაილბანკი მუდმივად ვითარდება და მომხმარებლის ახალ საჭიროებებსა თუ სურვილებს ერგება.


ამ ბლოგში აპლიკაციის იმ 6 ფუნქციონალის შესახებ გაიგებ, რომელსაც შენი ყოველდღიურობის გამარტივება შეუძლია, თუმცა შეიძლება მათ შესახებ ჯერ არ იცოდი. 

ნებისმიერ ბანკიდან გადმორიცხვისთვის ლოდინი ან კონკრეტული დრო აღარ გჭირდება. თიბისის მობაილბანკის დახმარებით ნებისმიერ დროს შეგიძლია გადმოირიცხო ან გადაირიცხო სასურველი თანხა, როგორც შენი სხვა ბანკის ანგარიშებს შორის, ასევე სხვა ბანკის ბარათიდან თიბისის ბარათზე. რაც მთავარია, შეგიძლია შენი ელექტრონული საფულე გამოიყენო და თანხა სასურველ თიბისის ბარათზე, Apple Pay-ის დახმარებით ჩაირიცხო.  

ყოველდღიურ აქტივობებთან ერთად აუცილებელი გადარიცხვების მართვა დამატებითი საფიქრალია, რომელსაც თიბისი მობაილბანკის ავტომატური გადარიცხვის ფუნქციონალი თავიდან აგარიდებს. უბრალოდ შედი გადარიცხვებში, აირჩიე “ავტომატური გადარიცხვები” და მიუთითე სასურველი ინფორმაცია. 

თუ პინკოდი დაგავიწყდა ან უბრალოდ მისი შეცვლა გადაწყვიტე, ამისთვის ფილიალში მისვლა აუცილებელი არაა. მობაილბანკიდან რამდენიმე ღილაკზე დაჭერით, სრულიად უსაფრთხოდ შეგიძლია პინკოდის განახლება. ამისთვის, მთავარი გვერდიდან აირჩიე ბარათი, რომელზეც პინკოდის შეცვლა გსურს და დააჭირე ღილაკს “პინ კოდის განახლება”. ახალ კოდს სმს-ით მიიღებ. 

Რამდენჯერ გადაგიდია ბარათის მონაცემების სასურველ ვებგვერდსა ან აპლიკაციაში შეყვანა, რადგან ბარათი ფიზიკურად თან არ გქონია? თიბისის მობაილბანიკის დახმარებით ბარათის მონაცემების ნახვა და ასევე დაკოპირება ნებისმიერ დროს მარტივად შეგიძლია. აირჩიე ბარათი მთავარი გვერდიდან და შემდეგ დააჭირე ღილაკს “ბარათის დეტალები”. ავთენტიფიკაციის გავლის შემდეგ კი შეძლებ დეტალების ნახვას და დაკოპირებას. 

თუ ონლაინ შოპინგი შენი ყოველდღიურობის ნაწილია ამ ფუნქციონალის გამოყენება მთელ პროცესს ბევრად სასიამოვნოსა და მარტივს ხდის. თიბისის მობაილბანკში შეგიძლია ამანათების ჩამოტანის საფასურის გადახდა დააშაბლონო და ერთ ღილაკზე დაჭერით გადაიხადო. გადადი კომუნალურებში, აირჩიე კატეგორია “ამანათები და ფოსტა”, მოძებნე შენთვის სასურველი კომპანია, შეიყვანე შენი ოთახის ან აბონენტის ნომერი, დაიმახსოვრე შაბლონი, და გადასახდელი თანხა ყველა ამანათის ჩამოსვლისას კომუნალურების გვერდზე გამოგიჩნდება. 

მობაილბანკში უკვე არამხოლოდ შენაძენის განაწილება, არამედ გადახდილი თანხის დაბრუნება და განაწილებაც შეგიძლია. ამისთვის საჭიროა შენი ტრანზაქციებიდან აირჩიო 100 ლარიდან 5000 ლარამდე განხორციელებული გადახდა, დააჭირე ღილაკს “ტრანზაქციის განაწილება” და დაეთანხმე პირობებს - თანხა სულ რამდენიმე წუთში დაგიბრუნდება. 

გამოცადე თიბისის მობაილბანკის შენზე მორგებული ფუნქციონალები და გაიმარტივე ყოველდღიურობა.