სიახლეები ტექნოლოგია

თიბისი კონცეპტის პრემიუმ ნაკრები

Tbc Concept

ოქტომბერი 21, 2020

14 წლის წინ, თიბისი იყო პირველი ფინანსური კომპანია, რომელმაც მომხმარებელს პერსონალური საბანკო მომსახურება შესთავაზა. თუკი ათწლეულის წინ ადამიანების მთავარი საფიქრალი იყო სად დაებანდებინათ ფული, დღეს თანამედროვე მომხმარებლის მთავარი პრიორიტეტი გამარტივებული, სწრაფი და მასზე მორგებული მომსახურება გახდა. 


პერსონალური საბანკო მომსახურების ფუნდამენტი ადამიანური ფაქტორია - ურთიერთობა პირად ბანკირსა და მომხმარებელს შორის, რომლის ხარისხიც ბანკის მიმართ მომხმარებლის ნდობასა და კმაყოფილებას განსაზღვრავს.

© ლუიზა ჩალათაშვილი

პერსონალური საბანკო მომსახურება სხვადასხვა სარგებელს გვთავაზობს. თუმცა, მთავარია მომხმარებელმა ზუსტად იცოდეს რა სჭირდება და სწორედ ამის მიხედვით შეარჩიოს სასურველი პროდუქტებისა და მომსახურებების ნაკრები. 


თუ თქვენ გჭირდებათ სანდო პარტნიორი, რომელიც თქვენს შემოსავლებსა და დანაზოგებს სწორ მიმართულებას მისცემს, მომგებიანი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ და დამატებით, თქვენი ინტერესებისა და სურვილების დაკმაყოფილებაზეც იზრუნებს - მაშინ, თიბისი კონცეპტის პრემიუმ ნაკრები თქვენთვისაა. 

„თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურების ტრანსფორმაციის მთავარი ორიენტირი ადამიანია. პრემიუმ ნაკრების ფარგლებში, მომხმარებელს, პირადი ბანკირების დახმარებით, მაღალი ხარისხის მომსახურებას ვთავაზობთ“


- ნატა ხურციძე, თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურების ხელმძღვანელი.


„მოდის ინდუსტრიაში ტენდენციები ძალიან სწრაფად იცვლება, ამიტომ ეს არის სფერო, სადაც დრო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩემი, როგორც ბრენდის დირექტორის სამუშაო დღე, ძალიან დატვირთულია - იქნება ეს მარკეტინგული და ფინანსური გეგმების დასახვა, თუ დიზაინერებთან ერთად კოლექციისთვის ფერებისა და ქსოვილების შერჩევა. ასეთი რეჟიმიდან გამომდინარე, ნაკლები დრო მრჩება საკუთარი ფინანსური საკითხების მართვისთვის. სწორედ ამაში მეხმარება პირადი ბანკირი - მან ზუსტად იცის რა მჭირდება და ნებისმიერ დროს ხაზზეა. თიბისი კონცეპტის პრემიუმ ნაკრები ჩემი ცხოვრების სტილზე მორგებულ მომსახურებას მთავაზობს, რაც მიმარტივებს ყოველდღიურობას და უფრო მეტი დრო მრჩება საკუთარი თავისთვის და ახალი აღმოჩენებისთვის“



- რუსა ჯანაშია, „Matériel Tbilisi“ / ბრენდის დირექტორი

ოგორი უნდა იყოს კარგი პირადი ბანკირი?

პირადი ბანკირი ადამიანსა და ბანკს შორის მთავარი გამტარი რგოლია - სანდო პარტნიორი და მრჩეველი, რომელიც გრძელვადიან ურთიერთობას აშენებს მომხმარებელთან და მისი მთავარი ფუნქციაა მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებს სწორი პროდუქტი და მომსახურება მიუსადაგოს.

საბანკო-საფინანსო ცოდნასთან და გამოცდილებასთან ერთად, პირადი ბანკირი მნიშვნელოვან საკომუნიკაციო უნარებსაც ფლობს. ის არის ადამიანი, რომელიც ერთი შეხედვით გამოუვალ სიტუაციაშიც კი ინარჩუნებს სიმშვიდეს და მომხმარებლის პრობლემას აგვარებს, საუკეთესო გამოსავალს სთავაზობს მას. პერსონალური ბანკირი ერთგვარად გამოცდილი ფსიქოლოგისა და სანდო მეგობრის როლსაც ითავსებს.


ოჯახის წევრებისთვის ფინანსების გადანაწილება, ფულის დაბანდებისთვის საუკეთესო შესაძლებლობები, საპენსიო დანაზოგის ოპტიმიზაცია, საკუთარი სურვილებისა და საჭიროებების სწორად დაფინანსება - პირადი ბანკირი ცხოვრების გადამწყვეტ მომენტებში ყოველთვის გვერდითაა - სწორი რჩევებითა და გამოცდილებით.


„პრემიუმ ნაკრების მომხმარებელი თანამედროვე, საქმიანი ადამიანია, რომელსაც ცხოვრების ძალიან სწრაფი ტემპი აქვს. აქ, ახლა თიბისი კონცეპტი ასეთ ადამიანებს ცხოვრებას უმარტივებს იმისთვის, რომ მათ მეტი დრო დარჩეთ ცხოვრების მათთვის საინტერესო მიმართულებებისთვის“


- ნატა ხურციძე

თავიდან მხოლოდ 2 პერსონალური ბანკირით და 27 მომხმარებლით დაწყებული თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურება, დღეს 210 პერსონალურ ბანკირს და 93 420 მომხმარებელს აერთიანებს. 



რას გთავაზობთ პრემიუმ ნაკრები?

  • მაქსიმალური კომფორტისა და კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის მიზნით, პირად ბანკირთან ვიზიტისას მომხმარებელი მომსახურებას იზოლირებულ, სპეციალურ სივრცეში იღებს.


  • პირადი ბანკირის ყოლა არ გამორიცხავს, სურვილის შემთხვევაში, საჭირო მომსახურების თიბისის მოქნილი, დისტანციური არხებით მიღებას.


  • მაღალი კლასის ბარათი; ბანკომატიდან განაღდების მაღალი ლიმიტი; დარიცხული სარგებელი ნებისმიერი მოცულობის დადებით ნაშთზე; ბარათის უსაფრთხოების პრემიუმ მომსახურება; დიჯიპასის აპლიკაცია; დამატებითი სარგებელი ანაბრებზე; დამატებით 2 მაღალი კლასის ბარათი უფასოდ.


  • ახალი და ინოვაციური პროდუქტის - ციფრული ბარათის ავტომატურად, უფასოდ გააქტიურება. 


  • 14 დღიანი სამოგზაურო დაზღვევა საჩუქრად; 10%-იანი ფასდაკლება ავტოდაზღვევაზე. 


  • საერთაშორისო აეროპორტების ლაუნჯებით სარგებლობის შესაძლებლობა. 


  • კონცეპტ ცენტრის მომსახურება 24/7-ზე.


  • მუდმივად განახლებადი შეთავაზებები, რომლებიც თანამედროვე ცხოვრების სტილზეა მორგებული და ყველაზე მოთხოვნად ობიექტებში სხვადასხვა პროდუქტსა და სერვისზე ფასდაკლებებს მოიცავს.


  • თიბისი კონცეპტი მომხმარებლის თვითგანვითარებაზეც ზრუნავს. საგანმანათლებლო პლატფორმის - კონცეპტ შეხვედრების ფარგლებში, სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანები, თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს საკუთარ ცოდნას, გამოცდილებასა და იდეებს უზიარებენ იმ თემებზე, რომლებიც თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც სამუშაო გარემოში, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში. 

 


თიბისი კონცეპტის პრემიუმ ნაკრები შეგიძლიათ გამოიწეროთ აქ, ახლა - https://tbcconcept.ge/, ან დაუკავშირდით კონცეპტ ცენტრს - 032 2 27 27 00 


ავტორი: მარიამ ყანჩაველი