სიახლეები

თიბისი კონცეპტის საერთო სამუშაო სივრცე - კომფორტული და საქმიანი გარემო ყველა პროფესიის ადამიანისთვის

თიბისი კონცეპტი - მარჯანიშვილის 7

მაისი 25, 2021

უკვე დიდი ხანია, რაც საერთო სამუშაო სივრცის იდეამ ჩვენს რეალობაშიც შემოაღწია და თბილისშიც გაჩნდა რამდენიმე საინტერესო ადგილი, სადაც სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს საშუალება მიეცათ ე.წ. Co-working-ის უპირატესობა საკუთარ თავზე გამოეცადათ.

მას, ვისაც მსგავს სივრცეში უმუშავია, ალბათ დამეთანხმება, რომ ამ ტიპის გარემოს ერთ-ერთი მთავარი პლუსი კომფორტი და საქმიანი ატმოსფეროა, სადაც ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ შესასრულებელ სამუშაოზე კონცენტრირდეს და შესაბამისად, სამსახურისთვის განკუთვნილი საათებიც უფრო ნაყოფიერად გამოიყენოს.

თუმცა, როცა მარჯანიშვილის 7 ნომერში მდებარე თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის მსგავსად, ე.წ. Co-working გარემო ბიბლიოთეკის, კონცეპტუალური მაღაზიის, კაფესა და საგამოფენო დარბაზების გვერდით ფუნქციონირებს, შესაძლოა აქ გატარებული არა მხოლოდ სამუშაო საათები, არამედ შესვენებისთვის განკუთვნილი დროც კი არანაკლებ ნაყოფიერი და საინტერესო გახდეს. 


თიბისი კონცეპტის საერთო სამუშაო სივრცე, სადაც დღეს ერთმანეთისგან განსხვავებული პროფესიის უამრავი ადამიანი მუშაობს, ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ უნიკალური და სხვებისგან გამორჩეულია.

აქ მომუშავე ადამიანს საშუალება ეძლევა შესვენებისთვის განკუთვნილი დრო თიბისი კონცეპტის ბიბლიოთეკაში ახალი წიგნების კითხვაში, კაფეში მეგობართან ერთად ან სულაც მიმდინარე გამოფენაზე საინტერესო ხელოვნების ნიმუშების აღმოჩენაში გაატაროს.

გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი თავისთავადაც საინტერესოა, ამ სივრცეებში დროის გატარება ადამიანებს არა მხოლოდ სიახლეების, არამედ მისი მსგავსი ან სულაც განსხვავებული პროფესიის ახალი, საინტერესო ადამიანების გაცნობასა და დაახლოებაშიც ეხმარება. ახალ-ახალი დიალოგი და მის საფუძველზე სასარგებლო საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება კი საერთო სივრცეში მუშაობის კიდევ ერთი, ალბათ ყველაზე საინტერესო გამოცდილებაა, მით უმეტეს დღევანდელ სტრესულ პირობებში, მაშინ როცა ადამიანური, ცოცხალი ურთიერთობები თითოეული ჩვენგანისთვის ასეთი აუცილებელი და მნიშვნელოვანი გახდა.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კომფორტული გარემო, რომელიც თიბისი კონცეპტის სივრცეში დაგხვდებათ, ნამდვილად ყველა პირობას ქმნის იმისათვის, რომ დრო არათუ სტრესთან გამკლავებაში დახარჯოთ, არამედ პირიქით, ინდივიდუალურად თუ თქვენს თანამშრომლებთან ერთად აქ გატარებული ყოველი წუთი შემეცნებითი, ეფექტიანი და კიდევ უფრო ნაყოფიერი გახადოთ, ამისათვის საჭიროა თიბისი კონცეპტის მიერ შემოთავაზებული სამუშაო სივრცით სარგებლობის პირობები საკუთარ თავზე გამოსცადოთ, მითუმეტეს რომ ამ პირობების მიხედვით, თიბისი კონცეპტის ნაკრების მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ თვის განმავლობაში თვეში ოთხი უფასო ვიზიტით ისარგებლონ. 


ავტორი: გვანცა ჩანადირი / HAMMOCK MAGAZINE

ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი