ნოემბერი 15, 2024
თიბისის ტექ გუნდი AutomationSTAR 2024-ზე
თიბისის გუნდი აგრძელებს გლობალურ ტექკონფერენციებზე დასწრებას და ცოდნის ამაღლებას. ამჯერად, თიბისის ტექ გუნდი ვენაში ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონფერენციას, AutomationSTAR 2024-ს დაესწრო, რომელიც ყოველწლიურად ტარდება და სფეროს წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს.
AutomationSTAR 2024, რომელიც მრავალფეროვანი, საინტერესო თემებითა და სპიკერებით გამოირჩევა, დამსწრეებს უახლესი ტექნოლოგიების შესწავლის, პრაქტიკული ცოდნის მიღებისა და ინდუსტრიის ლიდერებთან დაკავშირების შესაძლებლობას აძლევს.
თიბისიმ, რომელიც თანამშრომელთა განვითარებისადმი თავისი ერთგულებით რეგიონში ერთ-ერთი მოწინავეა, AutomationSTAR 2024-ზე ტესტირების ავტომატიზაციის 10 ინჟინერი გააგზავნა. გამორჩეული ტექ ტალანტებით დაკომპელქტებულმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო მრავალ საინტერესო სემინარში და შეხვდნენ ინდუსტრიის გამოცდილ პროფესიონალებს, რაც მათ ცოდნასა და გამოცდილებას მნიშვნელოვნად გააფართოებს.
კონფერენციის მონაწილე, თინათინ მჟავანაძე გვიყვება, რომ AutomationSTAR 2024-ის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და სასარგებლო ნაწილი იყო დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს ტესტირების პროცესში რევოლუცია მოახდინოს. როგორც თინათინი ამბობს, სფეროში 50 წლიანი გამოცდილების მქონე სპიკერმა უახლესი ტენდენციებისთვის ფეხის აწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა - განსაკუთრებით AI-ის პოტენციალზე, რომელსაც შეუძლია გაზარდოს როგორც ტესტირების პროცესის სიჩქარე, ასევე ეფექტურობა.
“ამასთან, Focus on Accessibility Testing - ერთ-ერთი აუცილებელი საკითხია და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი მის მნიშვნელობას. საყურადღებოა, რომ აპლიკაცია იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის, მათ შორის ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ სპეციალური საჭიროებები (მაგ. სმენის ან მხედველობის პრობლემა). რა თქმა უნდა, ამ მხრივ თიბისი მუდმივად ამახვილებს ყურადღებას, თუმცა კიდევ უფრო კონკრეტულად ჩავუღრმავდებით კონფერენციაზე განხილულ ხელსაწყოებს”, - აღნიშნა თინათინმა.
კონფერენციის კიდევ ერთი მონაწილე, ირაკლი ბულისკერია თვლის, რომ AutomationsSTAR-ის მსგავსი ღონისძიებები მისთვის არა მხოლოდ ცოდნის გაფართოებისთვის, არამედ არსებული კომპეტენციების გაღრმავების უნიკალური შესაძლებლობაა.
“თიბისი ორიენტირებულია თანამშრომლების განვითარებაზე და პროფესიულ ზრდაში ინვესტირებაზე, რათა უზრუნველყოს კომპანიის წარმატება და ინოვაციურობა. ეს აძლიერებს როგორც ჩვენს მოტივაციას, ისე კომპანიის კონკურენტუნარიანობას. - აღნიშნავს თიბისის ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი, გიგა კობახიძე.
თიბისის კიდევ ერთმა ტექტალანტმა, თამარ მუმლაძემ პროფესიული ქსელის გაფართოების კუთხით მსგავსი კონფერენციების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“მსგავსი კონფერენციები არა მარტო ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას, არამედ შანსს გვაძლევს, ფართო პროფესიულ საზოგადოებაში ჩავერთოთ და ახალი კავშირები გავიჩინოთ. დარგის ექსპერტების მოსმენამ შესაძლოა, გააჩინოს ახალი იდეები, მოგვცეს მოტივაცია და გაგვხადოს მეტად ინოვაციურები”
AutomationSTAR 2024 თიბისის მხრიდან ტესტირების მომავალში ჩადებული ინვესტიცია იყო. როგორც კონფერენციამ ტექ პროფესიონალებს აჩვენა, ტესტირების მომავალი ხელოვნური ინტელექტის ათვისებასა და გუნდური მუშაობის დახვეწაშია.
ტექ ტალანტებისთვის ეს იყო შეხსენება, რომ მუდმივად განვითარებად ტექნოლოგიურ ლანდშაფტში წარმატებული გადაადგილება არა მხოლოდ ახალი ინსტრუმენტებისა და ტექნიკის ათვისებას, არამედ ისეთი გარემოს შექმნას გულისხმობს, რომელიც ხელს უწყობს ზრდას, თანამშრომლობასა და ინოვაციას. ცალსახად, AutomationSTAR-ზე მიღებული გამოცდილება თიბისის ტესტირების მომავალზე დადებითად აისახება.
ავტორი: გივი ცერაძე