ნოემბერი 08, 2024
თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, ეჯაილ პროცესების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ამის დასტურია ეჯაილ გილდიის შეხვედრებია, რომლებიც ორგანიზაციაში ეჯაილ კულტურის განვითარებას, გავრცელებასა და პროცესების გამჭირვალობის ხელშეწყობას ემსახურება.
თიბისი, როგორც საუკეთესო ტექ დამსაქმებელი, ზრუნავს თანამშრომლების პროფესიული ცოდნის ამაღლებაზე და დიდ ყურადღებას უთმობს მსგავსი შეხვედრების ორგანიზებასა და მათ კონსისტენტურობას, ამიტომაც ყველა თიბისელმა იცის, რომ შეხვედრები თვეში ერთხელ, ჰიბრიდულ ფორმატში ეწყობა და თემატიკა იმ დროისთვის არსებული გამოწვევებისა და აქტუალური თემების გამოძახილია.
“თვალსაჩინოებისთვის, ეჯაილ გილდიის შეხვედრებზე წარმატებულ ან წარუმატებელ რეალურ მაგალითებზე ვსაუბრობთ, ასევე, ეჯაილ სტრუქტურაში მიმდინარე საინტერესო სიახლეები და ცვლილებები ზიარდება.
პროცესების გაუმჯობესებაში უშუალოდ ჩართული პირები მათ წინაშე არსებულ იმ ბენეფიტებსა თუ გამოწვევებზე საუბრობენ, რომლებიც ტრანსფორმაციის პროცესს თან ახლავს.”
ქეთა ცომაია
თიბისის ეჯაილ მწვრთნელი
რაც ყველაზე ღირებულია, დამსწრეებს შესაძლებლობა აქვთ მათი ინტერესების შესაბამისი დისკუსია გამართონ - ასეთ ფორმატში ხალხის ჩართულობა საკმაოდ მაღალია და შეხვედრიდან შეხვედრამდე მატულობს. შეხვედრის ბოლოს, აუცილებლად ხდება აუდოტორიის გამოკითხვა სესიასთან დაკავშირებით და უკუკავშირის გაზიარება, რათა მათი სურვილები და ინტერესები მომავალი შეხვედრის თემატიკის დაგეგმვისას იქნებს გათვალისწინებული.
თიბისიში, ეჯაილ გილდიის ბოლო შეხვედრაზე, ყველასთვის საინტერესო თემა განიხილეს და დამსწრე საზოგადოებას ლეგიონის განახლებული მუშაობის მეთოდოლოგია - Chapter Framework - გაუზიარეს, რაც პროცესის გამჭირვალობის ხელშეწყობასა და პროცესში არსებულ შესაძლო კითხვებზე პასუხის გაცემას ისახავდა მიზნად.
“ეს განახლება უფრო ყოვლისმომცველია და უკეთ ესადაგება ჩვენს მიმდინარე გამოწვევებს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება არის ინტეგრირებული ბექლოგი, რომელმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა გუნდებსა და ჩაპტრებს შორის კომუნიკაცია და თანამშრომლობა, რის შედეგადაც ტექნიკური ამოცანები უფრო ეფექტურად იმართება და უკეთესად არის დაკავშირებული პროდუქტის მიზნებთან”, - აღნიშნა ლადომ.
თიბისიში შემდეგი ეჯაილ შეხვედრა წინა გილდიაზე წამოჭრილ საკითხზე იქნება ორიენტირებული: პროდუქტის მესაკუთრისა და გუნდის კაპიტნის პოზიციონირება ორგანიზაციაში. აღსანიშნავია, რომ ამ თემამ დამსწრეთა შორის დიდი ინტერესი გამოიწვია და მორიგი სესიაზე განხილვის საგნად იქცა.
ავტორი: გივი ცერაძე