ბიზნესი სიახლეები

Taste Tbilisi | 30-31 ოქტომბრის პროგრამა

30 და 31 ოქტომბერს მუშთაიდის პარკი სეზონის მესამე ჭამის კვირეულს მასპინძლობს.

ოქტომბერი 28, 2021

30 და 31 ოქტომბერს კვლავ გიმასპინძლებთ მუშთაიდის პარკის გემრიელი შუაგული ე.წ. "სთრით ფუდის" გამორჩეული წარმომადგენლებით. ადგილზე მისულმა კი, დრო რომ არ დაკარგო, სტარტაპერი გახდება შენი გიდი პარკის მადისაღმძვრელ გზაზე. ყოველი ვიქენდის წინ აღმოაჩინე ჩვენთან ის გასტრონომიული ობიექტები, რომლებიც დასვენების დღეებს თავის გემოს შესძენს.

ფესტივალმა თავი მოუყარა როგორც თბილისის სწრაფ და გემრიელ გასტრონომიულ ობიექტებს, ისე მეწარმეებს და რაც მთავარია, ხალხს, რომელსაც ასე მოენატრა ერთმანეთი.

ამიტომ, გელოდებით, რათა გაუსინჯოთ თბილისს გემო.

გაიცანით 30 და 31 ოქტმობრის ფესტივალის მონაწილეები:

გასტრონომია

ვურსტმაისტერი (Wurstmeister)

საჭმლის ბაზარზე ვურსტმაისტერი წარმოდგენილი იქნება საკუთარი რეცეპტით დამზადებული გერმანული ბრათვურსთებით. უკვე მესამე წელია, რაც ვურტსმაისტერი უცვლელი გემოთი ხვდება მომხმარებელს გაუსინჯე თბილისს გემოზე.

,,მსგავსი ბაზრობები ცნობადობის ამაღლების გზით ხელს უწყობს მცირე ბიზნესის გაყიდვების ზრდას. დამატებით, ჩვენმა პროდუქტმა დიდი მოწონება დაიმსახურა ბაზრობებზე, რადგნა მის კონცეფციას იდეალურად მოერგო”.

Pizza By Project 39

პროექტის მთავარი კონცეფცია არის ელეგანტური და ხარისხიანი კერძები ყოველდღიურობაში. Საჭმლის ფესტივალზე project39  სტუმრებს გაანებივრებს ნამდვილი ნეაპოლური პიცით.

,,ჩვენს გუნდს სურს წვლილი შეიტანოს ქართული ქუჩის საკვების კულტურის განვითარებასა და ქალაქის გაფერადებაში. უკვე მეორე წელია რაც მონაწილეობას ვიღებთ ამ ბაზრობაზე და ასეთ წარმატებულ პროექტში მონაწილეობა დადებითად აისახება ჩვენს ბიზნესზე.”

ჯეკუნა

ჯეკუნა პირველი ვეგანი ვამპირია მსოფლიოში, რომელიც გემრიელ, მხიარულ და საინტერესო კერძებს სთავაზობს სტუმრებს. უყვარს გართობა, ექსპერიმენტები და ადამიანებთან ურთიერთობა. თეისთ თბილისი ბაზრობისთვის განსაკუთრებული ვეგანური მენიუ მოამზადა: 


  • სოკოს ნაგეთსის ბურგერი
  • კლასიკური ჯეკ-დოგი, ანუ ჯეკფრუტის სოსისით მომზადებული ჰოთ-დოგი
  • ჰუმუსი ბოსტნეულის ჩხირებით
  • ფრი ყველით და სოიოს ბურთებით

,,ეს ფესტივალი ახლოს არის ჩვენს ღირებულებებთან - აქ უამრავი ადამიანი მოდის, ურთიერთობს, ერთობა და ბევრ გემრიელ საჭმელს მიირთმევს. ჩვენთვის კარგი საშუალებაა, ბევრ ადამიანს გავასინჯოთ ჩვენი კერძები, ვაჩვენოთ, რომ ვეგანური კვება საკმაოდ მრავალფეროვანი და მხიარულია. ძალიან გვეხმარება მონაწილეებს,  ჩვენ წელს ზაფხულში გვქონდა დებიუტი და ბევრმა სწორად აქედან გაგვიცნო.”

ჩვენი მენიუ კარგად ერგება ასეთ ბაზრობებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ერთგვარი სტიმული გვაქვს ყოველთვის, რომ რაიმე სიახლით გამოვიდეთ. ჩვენი ჯეკფრუტის ჰოთ დოგები პირველად სწორედ თეისთ თბილისის ბაზრობაზე გამოჩნდა ზაფხულში, ამჯერად კი ჩვენი სიახლე სოკოს ნაგეთსის ბურგერია, რომელსაც მალე ჩვენს მენიუშიც დავამატებთ. ფაქტია, რომ ეს მიდგომა ყოველთვის ამართლებს.

Fratello

Fratello იტალიური სენდვიჩით წარსგდება ჭამის ბაზრობაზე. ადგილზე ცხვება იტალიური პური „სკიაჩატას“ და ცხელ პურში უხვად იდება იტალიური ძეხვი „მორტადელას“, ასევე გამოიყენება კრემ ყველი, პესტო, მზეზე გამომშრალი ჩერის ჩირი და რუკოლა. ეს ყველაფერი კი ქმნის იმ გემოს და სურნელს, რომელითაც შეგვიძლია რამოდენიმე წამით იტალიაში იმოგზაუროთ.

,,რადგანაც დამწყები ბიზნესია FRATELLO, მას მსგავსი ფესტივალი ჰაერივით სჭირდება. ეს პირველი ნაბიჯებია მომხმარებელთან ურთიერთობის თვალსაზრისით და მათი შეფასება უმნიშვნელოვანესია სტარტაპერისთვის.  ჩვენთვის ეს პირველ ნაბიჯებია, თუმცა მარტივად მოვარგეთ პროდუქტი მსგავსი ტიპის ბაზრობას.”

"Ბარბარესგან"

ბარბარესგან წარმოდგენილი იქნება საჭმლის ბაზრობაზე ქართულ გემოებით, ბოლო წელს შექმნილი უნიკალური მჭადის სენდვიჩების და ღომის ბურგერის სახით, რომელიც სრულიად ადაპტირებულია და სწორედაც შექმნილია მსგავსი ტიპის კონცეფციისთვის.

,,ბაზრობების მოწყობის კულტურა, ძალიან საინტერესო და ბოლო წლებია ტენდენციურია მსოფლიოში ამიტომ ამ ნაწილში საქართველოს ჩართვა და ქართული ქუჩის კვების განვითარება, საინტერესო და ღირებულია ქვეყნის გასტრონომიის განვითარების და მისი პოპულარიზაციისთვის, ამიტომ მსგავსი ტიპის ფესტივალი ძალიან ღირებულია პროდუქტის და ბრენდის პოპულარიზაციისთვის და გვეხმარება დავინახოთ რეალური ემოცია."

მეფე და ჩიტი

მეფე და ჩიტი  მომხმარებელს Გაუსინჯე თიბლისს გემოზე ხინკლის ორნაირ თანამედროვე ვარიაციას შესთავაზებს. შემწვარი ლობიოს ხიკალი ქინძის სოუსით და ნადუღისა და ყველის ხინკალი პესტოს სოუსით.

,,ბაზრობაზე მონაწილეობა უპირველეს ყოვლისა გვეხმარება ჩვენი ცნობადობის გაზრდაში. ბაზრობაზე უამრავი ადამიანია, ვინც სინჯავს ჩვენს პროდუქტს და იცნობს ჩვენს ახლად გახსნილ ბრენდს. მსგავსი ბაზრობების მოწყობა მნიშვნელვანია სხვადასხვა მიმართულებების განვითარებისთვის. ასეთ ბაზრობებზე ბევრი სტარტაპია წარმოდგენილი, რომლებსაც თავიანთი ბიზნებსების განვითარების საშუალება ეძლევათ. ჩვენთვის ეს პირველი მონაწილებაა და იმედი გვაქვს შემდეგ ბაზრობებშიც მივიღებთ მონაწილეობას.

პოპერი - Popper

პოპერი ბაზრობაზე დაგახვედრებთ პოპკორნს, რომელიც მზადდება არაგენმოდიფიცირებული სიმინდისგან, ცხელი ზეთების გამოყენების გარეშე და არ შეიცავს კონსერვანტებს. Მოსულ სტუმრებს დახვდებათ თბილი, კლასიკური პოპკორნი, ასევე გურმე პოპრკონის სახეობები, კერძოდ კი ყველის, კარამელის და ხილის.

,,თეისთ თბილისის ბაზრობა შესანიშნავ შესაძლებლობას გვაძლევს კიდე უფრო მეტ ადამიანს გავასინჯოთ ჩვენი პროდუქცია და ავამაღლოთ „პოპერის“ ცნობადობა. მსგავსი ტიპის ბაზრობები ყველა დიდი ქალაქისთვის იქცა კულტურის ნაწილად და იზიდავს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ტურისტებს. მომხმარებლისთვის ეს არის უნიკალური შანსი გასინჯო ახალი გემოები, აღმოაჩინო ახალი კვების ობიექტები და განიტვირთო ერთ სივრცეში.”

QooQy Bakery - ქუქი ბეიქერი

თეისთ თბილისის ბაზრობაზე წარმოდგენილი იქნება ბრეტცელები, ტკბილეული - მარშმელოუ, კარამელიზირებული თხილი და სხვადასხვა ორცხობილა.

,,ბიზნეს ობიექტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი კულტურის არსებობს, რადგან ის ხელს უწყობს ობიექტების ცნობადობის გაზრდას და აძლევს მათ საშუალებას მათი პროდუქცია უფრო ფართო აუდიტორიას გააცნონ.”

შევხვდებით Taste Tbilisi-ზე!