სიახლეები

როგორ მოხვდე Tbilisi Open Air-ზე?

ივნისი 20, 2022

Tbilisi Open Air 2022 - ის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება. მოემზადე 24, 25 და 26 ივნისისთვის და მოდი ადრე ლისის საოცრებათა ქვეყანაში.

ისარგებლე უფასო ტრანსპორტით

24, 25 და 26 ივნისს შუადღის 2 საათიდან მეტრო უნივერსიტეტის მიმდებარედ, City Box-ის ტერიტორიიდან ფესტივალის მიმართულებით იმოძრავებს უფასო ტრანსპორტი.


მიკროავტობუსი გაჩერდება ფესტივალის მთავარ შესასვლელთან, საიდანაც საფეხმავლო ბილიკით მოხვდები გეითებთან. ეს ერთადერთი გზაა ფესტივალის ტერიტორიაზე მოსახვედრად.


  • ბოლო მიკროავტობუსი მეტრო უნივერსიტეტიდან გადის ღამის 01:00 საათზე.
  • უფასო ტრანსპორტის მოძრაობა ფესტივალის ტერიტორიიდან ქალაქის მიმართულებით წყდება ღამის 02:00 საათზე 

დატოვე საკუთარი ტრანსპორტი ფესტივალის პარკინგზე

თუ ფესტივალზე საკუთარი ტრანსპორტით მოდიხარ , მის დატოვებას მხოლოდ ფესტივალის პარკინგზე შეძლებ. პარკინგიდან საფეხმავლო ბილიკით გადახვალ მთავარ შესასვლელ სივრცეში საიდანაც, ასევე, ფეხით, გეითებთან მოხვდები.

იპოვე ფესტივალის განახლებული მთავარი შესასვლელი

გახსოვდეს, წელს ფესტივალის მთავარი შესასვლელის ლოკაცია შეიცვალა. ძველი გეითები აღარ იფუნქციონირებს.


აკრძალულია მანქანის გაჩერება ფესტივალის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტრასის საფეხმავლო ნაწილზე და სხვა. გაითვალისწინე, რომ პარკინგზე ადგილები შეზღუდულია 

გაეცანი განახლებულ მოძრაობის წესებს

მნიშვნელოვანია, რომ 24-იდან 26 ივნისის ჩათვლით ბერიტაშვილის ქუჩა ცალმხრივი იქნება. ფესტივალის ტერიტორიის დატოვების შემდეგ, ნუცუბიძის მე-4 პლატოზე მხოლოდ თხინვალას გავლით მოხვდები.


თუ ტაქსით მოდიხარ, ან მეგობარს , მთავარ შესასვლელ სივრცეში უნდა ჩამოხვიდე. ტაქსის მძღოლებს უფლება ექნებათ შესასვლელ სივრცეში გაჩერდნენ და დაელოდონ ახალ მგზავრებს 

გაითვალისწინე ფესტივალის გუნდის რჩევები

  • მოდი მაქსიმალურად ადრე, რომ არ გამოტოვო შენი საყვარელი შემსრულებლის გამოსვლა
  • მოდი უფასო ტრანსპორტით
  • მოდი ფეხით, ან ველოსიპედით
  • მანქანით მოსვლის შემთხვევაში, ისარგებლე სპეციალური საპარკინგე ზონით

განტვირთე მოძრაობა, იზრუნე სხვებზე, მუსიკა ათავისუფლებს!