კულტურა

5 ფილმი, რომელიც თბილისის კინოფესტივალზე არ უნდა გამოტოვოთ

Tbc Concept

დეკემბერი 11, 2020

ფეისბუქის მეხსიერებამ გამახსენა რატომ მიყვარდა დეკემბრის დასაწყისის თბილისი. ვირტუალურ სივრცეში შემონახული მოგონებები დროის ამ მონაკვეთზე თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს უკავშირდება, როდესაც ცდილობ ყველა საქმე გადადო და რამდენიმე დღე ფილმების ყურებას, რეჟისორების მოსმენას, მეგობრების ნახვას და ახალი ადამიანების გაცნობას დაუთმო. 

გაზაფხულზე სადღაც მაინც გვეგონა, რომ დეკემბერში ამ ერთკვირიან კინო ამოვარდნას დავუბრუნდებოდით, მაგრამ ამასობაში ყველაფერი გაიხსნა და ისევ დაიხურა, ისე რომ კინოთეატრების დაბრუნებაზე არც არავის უფიქრია და უზრუნია; მეტიც, როდესაც ყველაფერი საბოლოოდ გაიხსნება, ქალაქს ერთი ძველი კინოთეატრით ნაკლები ექნება. ბევრისგან გამიგია “დრომოჭმული” ოცნება - რამდენ რამეს დათმობდნენ თუნდაც ერთი პატარა კინოსეანსის გამო.

ყველაფრის მიუხედავად, 2020-ის დეკემბერი მაინც დადგა და თბილისის საეთაშორისო კინოფესტივალი, მსოფლიოს სხვა კინოფესტივალების მსგავსად ვირტუალურად იმართება.

შეზღუდული ფორმატის მიუხედავად, ის რამდენიმე სექციად არის დაყოფილი და ახალი ფილმების ჩვენების გარდა ინდუსტრიულ და საგანმანათლებლო - მასტერკლასების პროგრამასაც მოიცავს.


ფესტივალის ინდუსტრიული ნაწილი, რომელიც პროექტების პრეზენტაციას - ფიჩინგსაც მოიცავდა 30 ნოემბერს დაიწყო და უკვე გამარჯვებულებიც გამოავლინა, რომლებსაც პრიზებიც გადაეცათ. ეს სექცია, წლევანდელი ფორმატის გამო ერთადერთია სადაც ჯილდოები გაიცა. 


მონაწილე პროექტების განვითარების და ტრენინგების გარდა, ინდუსტრიული სექცია სხვადასხვა პანელურ დისკუსიებს და შეხვერებსაც მოიცავდა, რომელიც ღია იყო ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის და რომლის ჩანაწერის მოსმენა ეხლაც შესაძლებელია თბილისის კინოფესტივალის გვერდზე. 


თუ ამ გვერდს მიადევნებთ თვალს, ფესტივალის პროგრამის სხვა გამორჩეულ ღონისძიებებსაც ნახავთ, მაგალითად მასტერკლასების სექციაში შეგიძლიათ დაესწროთ აბელ ფერარას, აგნიეშკა ჰოლანდის, ნინო კირთაძის, რატი ონელის და ა.შ. მასტერკლასებს. რეჟისორები თავიანთ ნამუშევრებზე ილაპარაკებენ და მონაწილეებს კითხვების დასმის საშუალებაც ექნებათ. 

ფესტივალის კინოპროგრამა წელს ახალ ფილმებს სთავაზობს მაყურებელს, მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი პროგრამა გაცილებით პატარაა, დაინტერესებული ადამიანები იმ ფილმებს ნახავენ, რომელიც ჩვენს კინოთეატრების აფიშებში ისედაც არ ჩნდება ხოლმე. წელს მათი ნახვის საშუალება მხოლოდ ვირტუალურად იქნება შესაძლებელი პრემიერიდან მხოლოდ სამი დღის განმავლობაში, სპეციალური ონლაინ პლატფორმის საშუალებით.


“20 სრულმეტრაჟიანი ფილმი 2 სექციაში იქნება წარმოდგენილი: „მსოფლიო კინო“ და „დამზადებულია გერმანიაში“. პირველ სექციაში 16 ფილმია გაერთიანებული, მეორეში , კი-4. ყოველწლიური სექცია „დამზადებულია გერმანიაში“, წელსაც გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობით შედგა.”


ამ ფილმებს შორის იქნება მასტერკლასის მონაწილე ავტორების აგნიეშკა ჰოლანდის და აბელ ფერარას ფილმებიც, რომლებიც შეხვედრებზე სწორედ თავის ახალ ნამუშევრებზე გააკეთებენ აქცენტს. ფესტივალის გვერდზე ნახავთ ინსტრუქციას პლატფორმის გამოყენების შესახებ, ასევე პროგრამას და მოკლე ვიდეოებსაც სადაც მონაწილე ფილმების შესახებ იქნება ინფორმაცია. 


ვირტუალური დროც დრო არის, ამიტომ ჩემი წლევანდელი სია 5 ფილმისგან შედგება, რომლის ნახვასაც აუცილებლად ვაპირებ:


14 დეკემბერი 15:00

თრობა, თომას ვინტერბერგი

არ­სე­ბობს თე­ო­რია იმის შე­სა­ხებ, რომ ადამი­ა­ნი სის­ხ­ლ­ში ალ­კო­ჰო­ლის არა­საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნობით იბა­დე­ბა და რომ ზო­მი­ე­რი თრო­ბა გო­ნე­ბას გვიხსნის, პრობ­ლე­მებს ამ­ცი­რებს და კრე­ა­ტი­უ­ლო­ბას ამაღ­ლებს. ამ თე­ო­რი­ით ფრთა­შეს­ხ­მუ­ლი მარ­ტი­ნი და მი­სი სა­მი მე­გო­ბა­რი, სა­შუ­ა­ლო სკო­ლის დაღ­ლი­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ექ­ს­პე­რი­მენტს იწყე­ბენ, რომ სა­მუ­შაო დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თრო­ბის დო­ნე მუდ­მივ ნიშ­ნულ­ზე შე­ი­ნარ­ჩუნონ. თუ ჩერ­ჩილ­მა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი მძი­მე ალ­კო­ჰო­ლუ­რი თრო­ბის მდგო­მა­რეო­ბა­ში მო­ი­გო, ვინ იცის, რამ­დე­ნი­მე წვე­თი რას მო­უ­ტანს მათ და მათ მო­წა­ფე­ებს?


16 დეკემბერი, 20:00

ქალი, რომელიც გაიქცა, სან-სუ ჰონი

სანამ მისი ქმარი მივლინებაშია, გამ-ჰი სამ ძველ მეგობარს ხვდება სეულის გარეუბანში. ისინი მეგობრულად საუბრობენ, მაგრამ არსებობს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი განსხვავებული დინებები − როგორც ზედაპირზე, ისე მის ქვემოთ.


16 დეკემბერი, 21:00

მე გრეტა ვარ, ნათან გროსმანი 

2018 წლის აგ­ვის­ტო­ში გრე­ტა თუნ­ბერ­გ­მა, 15 წლის შვედ­მა მოს­წავ­ლემ, სას­კო­ლო გაფიც­ვა წა­მო­იწყო კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ. მი­სი შე­კითხ­ვა უფ­რო­სებს: თუ თქვენ არა­ფერს აკე­თებთ ჩე­მი მო­მა­ვა­ლისთ­ვის დე­და­მი­წა­ზე, მე რა­ტომ გა­ვი­სარ­ჯო ჩე­მი მო­მა­ვა­ლის­თ­ვის სკო­ლა­ში? რამ­დე­ნიმე თვე­ში მი­სი გა­ფიც­ვა გლო­ბა­ლურ მოძ­რაო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. გრე­ტა, მო­რი­დე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე გო­გო­ნა ას­პერ­გე­რის სინ­დ­რომით დღეს სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი აქ­ტივის­ტი­ა. გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი თვალს ადევ­ნებდა ახალ­გაზ­რ­და აქ­ტი­ვისტს მი­სი გა­ფიც­ვის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან.


17 დეკემბერი 18:00

უვალი გზები, სალი პოტერი

ერ­თი მშფოთ­ვა­რე დღე მა­მი­სა და ქა­ლიშ­ვილის − ლე­ო­სა და მო­ლის − ცხოვ­რე­ბი­დან, რო­დე­საც მო­ლის მა­მის არე­ულ ფსი­ქი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა უწევს. სა­ნამ მა­მა-­შ­ვი­ლი ნი­უ­-ი­ორ­კის გარ­შე­მო მოგ­ზა­უ­რობს, მი­სი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, მაგ­რამ დატ­ვირ­თუ­ლი დღე ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ურ და ეპიკურ ხა­სი­ათს იღებს, რად­გან ლე­ოს სა­მი პა­რა­ლე­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა აქვს და გა­მუდ­მებით ერ­თი­დან მე­ო­რე­ში ინაც­ვ­ლებს.


17 დეკემბერი, 20:00

ლაილა ჰაიფაში, ამოს გიტაი 

დრა­მა მწა­რე იუმო­რით, რო­მე­ლიც საპორტო ქა­ლაქ ჰა­ი­ფას ერთ კლუბ­ში თამაშ­დე­ბა. ერ­თი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ ხუ­თი ქა­ლის ერ­თ­მა­ნეთ­ზე გა­და­ჯაჭ­ვუ­ლი ამ­ბე­ბის მოწ­მე­ნი ვხდე­ბით. ეს არის თა­ნამედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბის მარ­თა­ლი სუ­რა­თი ერ­თ­-ერთ უკა­ნას­კ­ნელ შე­მორ­ჩე­ნილ სივ­რცე­ში, სა­დაც ებ­რა­ე­ლე­ბი და პა­ლის­ტი­ნე­ლები პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­თ­ვის ერ­თ­მანეთს ხვდე­ბი­ან.

თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პარტნიორები არიან: საქართველოს კულტურა, სპორტისა და განათლების სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი; გოეთეს ინსტიტუტი; შვედეთი, საფრანგეთი და იტალიის საელჩოები. ასევე ესტონეთის, ლიეტუვის და ლატვიის კინოინსტიტუტები.


ავტორი: ანა ძიაპშიპა /AT.GE