კულტურა

რას ვნახავთ თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალზე?

1-8 დეკემბერს, თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება

ნოემბერი 20, 2019


ფესტივალი 1-ლ დეკემბერს ალფერდ ჰიჩკოკის ფილმით “შანტაჟით” (1929) გაიხსნება, რომელსაც მუსიკალურ აკომპანირებას თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი მირიან ხუხუნაიშვილის ხელმძღვანელობით გაუწევს. ჩვენებას თავად მუსიკის ავტორი, ბრიტანელი კომპოზიტორი ნილ ბრენდიც დაესწრება, რომელიც 2 დეკემბერს თბილისის კინოფესტივალისა და ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში ვორქშოფს გამართავს, სადაც კინომუსიკის ისტორიასა და მასზე ტექნოლოგიური ცვლილებების გავლენაზე ისაუბრებს. “შანტაჟი” “ბრიტანული სეზონის” პროგრამის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა პერიოდის ბრიტანულ ფილმებს იხილავთ. 


ალფერდ ჰიჩკოკის ფილმით “შანტაჟით” (1929)


კინოფესტივალზე არგენტინელი რეჟისორის, კარლოს რეიგადასის შემოქმედების ნახვის შესაძლებლობაც გექნებათ, რომელსაც ქართველ სცენარისტთან და რეჟისორთან, ირაკლი კვირიკაძეთან ერთად, კინოხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატიო “პრომეთეს” ჯილდო გადაეცემა.




ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ასევე ლანა ღოღობერიძის ახალი ფილმი “ოქროს ძაფი”, რომელშიც გია ყანჩელის კომპოზიციებს მოისმენთ. გარდა ამისა, პროგრამის ნაწილია ერთ-ერთი ახალგაზრდა ნიჭიერი კანადელი რეჟისორის, ქსავიერ დოლანის ფილმი “მათიასი და მაქსიმი”, რომლის შემოქმედებაზეც უფრო ვრცლად სხვა სტატიაში მოგითხრობთ, აქ კი თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის სრულ სიას გთავაზობთ:


„ჩაისუნთქე, ამოისუნთქე“ , დიმიტრი ცინცაძე, 2019


სრულმეტრაჟიანი ფილმები



  1. „უარყოფითი რიცხვები“ – უტა ბერია
  2. „ჩაისუნთქე, ამოისუნთქე“ – დიმიტრი ცინცაძე
  3. „ღორი“ – გიგა ლიკლიკაძე
  4. „კომეტები“ – თამარ შავგულიძე
  5. „ბოროტმოქმედი“ – დიმა მამულია
  6. „ოქროს ძაფი“ – ლანა ღოღობერიძე


მოსავალი, მიშო ანთაძე, 2018


მოკლემეტრაჟიანი ფილმები


  1. „მამული“ – გიორგი სიხარულიძე
  2. „ცხოველი“ – ამირან დოლიძე
  3. „ტრადიცია“ – იოსებ ბლიაძე
  4. „თემო“ – ლაშა ცქვიტინიძე
  5. „დასასრულის დასაწყისი“ – გიორგი ქასრაშვილი
  6. „აცახცახებული გული“ – ვაჟიკო ჩაჩხიანი
  7. „სელფი გაზქურასთან“ – ირინა ჯავახაძე
  8. „ხმის კონტროლი“ – გიორგი სულაძე
  9. „ვიდრე წავიდოდე“ – ელენა ცაგარეიშვილი
  10. „მესამე ზედმეტი“ – ოთარ ბერძენიშვილი
  11. „კახეთის მატარებელი“ – ლალი კიკნაველიძე
  12. „When Money Had Its Body” – თამარ მაღრაძე
  13. „სამაია“ – ლევან შუბაშვილი
  14. „უბიუჯეტო ფილმი“ – ნინა ხატიაშვილი
  15. „არჩევანი“ – გიორგი ვარსიმაშვილი
  16. „მარქსის ქუჩა 12“ – ირინა ჟორდანია
  17. „ხედავ იმას, რასაც მე?“ – ანანო ბაკურაძე


დოკუმენტური ფილმები



„12 გაკვეთილი“ – გიორგი მრევლიშვილი

„მოსავალი“ – მიშო ანთაძე

„სანამ მამა დაბრუნდება“ – მარი გულბიანი

„სხვა მეზობლები“ – ნიკა წიკლაური

„პური და მარილი“ – სალომე რაზიკაშვილი

„ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ – ნანა ჯორჯაძე


„გეპატიჟებით ჩემს ეგზეკუციაზე“, ნინო კირთძე, 2019


სპეციალური ჩვენებები


  1. „უჟმური“ – ნუცა ღოღობერიძე 1934
  2. „ქორწილი“ – მიხეილ კობახიძე 1964
  3. „პასტერნაკი“ – ნინო კირთაძე 2019


უკაცრავად, სახლში არ დაგვხვდით, კენ ლოუჩი, 2019


ქვეყანა ფოკუსში: დიდი ბრიტანეთი


  1. „სატყუარა" – Mark Jenkin, UK, 2019
  2. „იმედის ნაპრალი" – William Nicholson, UK, 2019
  3. „უკაცრავად, სახლში არ დაგვხვდით" – Ken Loach, UK/France/Belgium, 2019
  4. „სუვენირი" – Joanna Hogg, UK, 2019

„ვიტალინა ვარელა", პედრუ კოშტა, 2019


რეჟისორი ფოკუსში: კარლოს რეიგადასი


  1. ჩვენი დრო (Our Time), 2018
  2. წყვდიადის შემდეგ ნათელი (Post Tenebras Lux), 2012
  3. ჩუმი სინათლე (Silent Light), 2007
  4. ზეციური ბრძოლა (Battle in Heaven), 2005
  5. იაპონია (Japan), 2002


„ახალგაზრდა აჰმედი", ლუკ დარდენი, ჟან-პიერ დარდენი, 2019


ევროპული ფორუმი


  1. ერთი წელი მოხალისედ (A Voluntary Year) – Ulrich Köhler, Henner Winckler, Germany, 2019
  2. უსასრულობის შესახებ (About Endlessness) – Roy Andersson, Sweden, 2019
  3. ოფიცერი და ჯაშუში (An Officer and a Spy) – Roman Polanski, France/Italy, 2019
  4. ატლანტიდა (Atlantis) – Valentyn Vasyanovych, Ukraine, 2019
  5. ვალდებულება (Commitment) – Semih Kaplanoğlu, Turkey, 2019
  6. ექო (Echo) – Rúnar Rúnarsson, Iceland, 2019
  7. თავისუფლება (Freedom) – Albert Serra, Spain, 2019
  8. ღმერთი არსებობს, მისი სახელია პეტრუნია (God Exists, Her Name is Petrunya) – Teona Strugar Mitevska, Macedonia, 2019
  9. გუნდერმანი (Gundermann) – Andreas Dresen, Germany, 2018
  10. სახლში ვიყავი, მაგრამ… (I Was at Home, But) – Angela Schanelec, Germany, 2019
  11. პატარა ჯო (Little Joe) – Jessica Hausner, Austria/Germany/UK 2019
  12. მარტინ იდენი (Martin Eden) – Pietro Marcello, Italy/France, 2019
  13. ბატონი ჩენგი (Master Cheng) – Mika Kaurismäki, Finland/China, 2019
  14. მისტერ ჯონსი (Mr Jones) – Agnieszka Holland, Poland/UK/Ukraine, 2019
  15. ალმოდებული ქალის პორტრეტი (Portrait of a Lady on Fire) – Céline Sciamma, France 2019
  16. სინონიმები (Synonyms ) – Nadav Lapid, France/Israel/Germany 2019
  17. პორტუგალიელი ქალი (The Portuguese Woman) – Rita Azevedo Gomes, Portugal/Germany 2019
  18. მოღალატე (The Traitor ) – Marco Bellocchio, Italy/France/Brazil/Germany, 2019
  19. სიმართლე (The Truth ) – Hirokazu Koreeda, France/Japan, 2019
  20. მსტვენელები (The Whistlers) – Corneliu Porumboiu, Romania/France/Germany, 2019
  21. ვიტალინა ვარელა (Vitalina Varela) – Pedro Costa, Portugal/Cayman Islands, 2019
  22. ახალგაზრდა აჰმედი (Young Ahmed) – Jean-Pierre and Luc Dardenne, Belgium/France 2019

„მათიასი და მაქსიმი", ხავიერ დოლანი, 2019


ჰორიზონტები


  1. „ძაღლი უყეფს მთვარეს" – Xiang Zi, China/Spain, 2019
  2. „აბუ ლეილა" – Amin Sidi-Boumédiène, Algeria/France, 2019
  3. „ოცნების კოშკი" – Reza Mirkarimi, Iran, 2019
  4. „მიჯაჭვული" – Yaron Shani, Israel, 2019
  5. „მშვიდობით, ჩემო ბიჭო!" – Wang Xiaoshuai, China, 2019
  6. „გარეული იხვის ტბა" – Yinan Diao, China/France, 2019

„უარყოფითი რიცხვები“, უტა ბერია, 2019


ამერიკები/ AMERICAS


  1. დამალული სიცოცხლე (A Hidden Life) – Terrence Malick, USA/Germany 2019
  2. ბაკურაუ (Bacurau) – Kleber Mendonça Filho, Juliano Dornelles, Brazil/France, 2019
  3. ოჯახის წევრები (Family Members )– Mateo Bendesky, Argentina, 2019
  4. დაბადება (Genesis) – Philippe Lesage, Canada, 2019
  5. გამქრალი ქალაქის ანთოლოგია (Ghost Town Anthology) – Denis Côté, Canada, 2019
  6. მომეცი თავისუფლება! (Give Me Liberty ) – Kirill Mikhanovsky, USA, 2019
  7. მათიასი და მაქსიმი (Matthias & Maxime) – Xavier Dolan, Canada, 2019
  8. მონოები (Monos ) – Alejandro Landes, Colombia/USA, 2019
  9. გამომშვიდობება (The Farewell) – Lulu Wang, China/USA, 2019

„იმედის ნაპრალი", იულიამ ნიკოლსონი, 2019


აპოლო: კინოს მეხსიერება – ბრიტანული რეტროსპექტივა


  1. არ გამოიხედო! (Don’t Look Now ) – Nicolas Roeg, 1973
  2. კვირა, წყეული კვირა (Sunday, Bloody Sunday – John Schlesinger, 1971
  3. ბრაუნინგის ვერსია (The Browning Version) – Anthony Asquith, 1951
  4. გრძელ დისტანციაზე მორბენალის მარტოობა (The Loneliness of the Long Distance Runner) – Tony Richardson, 1962
  5. მსახური (The Servant ) – Joseph Losey, 1963
  6. ასეთია სპორტული ცხოვრება (This Sporting Life) – Lyndsay Anderson, 1963
  7. შეყვარებული ქალები (Women in Love ) – Ken Russell, 1969


ავტორი: Hammock.at.ge