ტექნოლოგია

TIDA - ბიზნეს მონაცემთა და ანალიტიკის კონფერენცია დაიწყო

თიბისის მხარდაჭერით 15-დან 24 ივნისის ჩათვლით, საქართველოში პირველად ბიზნეს მონაცემთა და ანალიტიკის კონფერენცია ჩატარდება

ივნისი 15, 2020

თიბისის მხარდაჭერით 15-დან 24 ივნისის ჩათვლით, საქართველოში პირველად ბიზნეს მონაცემთა და ანალიტიკის კონფერენცია ჩატარდება. TIDA (Tbilisi International Data Analytics) რვა დღის განმავლობაში, საერთაშორისო მასშტაბით, მონაცემთა ანალიტიკის პროფესიონალებსა და ანალიტიკის გამოყენებით დაინტერესებულ ბიზნესის წარმომადგენლებს გააერთიანებს.

„მონაცემთა ანალიტიკა ეხმარება ბიზნესებს მიიღონ უკეთესი გადაწყვეტილებები”


მიხეილ ნადარეიშვილი, TIDA კონფერენციის ხელმძღვანელი

კონფერენციის მიზანია, შეიქმნას საქართველოში დაფუძნებული საერთაშორისო მონაცემთა ანალიტიკის კომუნა, რომელიც განიხილავს, თუ როგორ და რისთვის შეიძლება ერთი მხრივ ბიზნესმა გამოიყენოს ანალიტიკა სწორად, ხოლო მეორე მხრივ, ბიზნესისთვის რეალურად გამოსადეგი ანალიტიკა გაკეთდეს.


TIDA ონლაინ სივრცეში გაიმართება და არ შეიზღუდება სტანდარტული გრაფიკით. კონფერენცია ყოველდღიურად საღამოს საათებში ჩატარდება და თითოეულ დღეს სამი მომხსენებელი წარადგენს საკუთარ თემას.

"ძალიან მნიშვნელოვანია მონაცემების სწორად მოგროვება, დამუშავება და საინტერესო გადაწყვეტილებებზე მუშაობა. ბიზნესის საწყის ეტაპზე, სტრატეგიის სწორად დასაგეგმად, მონაცემების ანალიზი ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი ფაქტორია" - გიორგი მირზიკაშვილი, Optio AI, დამფუძნებელი

„ის, თუ რამდენად კარგად მართავს და იყენებს კომპანია საკუთარ მონაცემებს, განსაზღვრავს მის წარმატებას ციფრულ ეპოქაში."


ქეთევან რატიანი, Microsoft საქართველოს წარმომადგენელი

კონფერენციის განრიგს გაეცანი აქ:

I დღე -  ბიზნეს სემინარები

II დღე - ანალიტიკური სემინარები

III დღე - როგორ შევქმნათ ღირებულება ანალიტიკით

IV დღე - საცალო სექტორში გამოყენების მაგალითები

V დღე - ანალიტიკური ტექნიკები

VI დღე - ანალიტიკა მენეჯერებისთვის

VII დღე - გადახდების სექტორში გამოყენების მაგალითები

VIII დღე -  ანალიტიკური ტექნიკები


კონფერენციაზე დასასწრებად ბილეთების შეიძინე აქ: tkt.ge.