ბიზნესი

თბილისში, რეგიონში პირველი „აუთლეტ ვილიჯი“ აშენდება

სექტემბერი 08, 2021

„ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტ გრუპი“ 10 ჰექტარ ტერიტორიაზე რეგიონში პირველი - ქალაქის ტიპის „აუთლეტ ვილიჯის“ მშენებლობის პირველ ფაზას 2022 წელს დაასრულებს. კომპანია „დომუსი“ აღნიშნულ პროექტში, თიბისის მხარდაჭერით, 70 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.


„აუთლეტ ვილიჯის“ პროექტის პრეზენტაციას საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


„აუთლეტ ვილიჯისთვის“ 22 000 კვ.მ ფართობის კომერციული სივრცე აშენდება, სადაც 120 საერთაშორისო ბრენდის მაღაზია განთავსდება. სავაჭრო სივრცის მენეჯმენტს მსოფლიოში მოწინავე ამერიკული აუთლეტ მენეჯმენტ კომპანია „TORG“ განახორციელებს.  

თიბისიში, სხვა სექტორების მსგავსად, დეველოპერულ სექტორსაც პროფესიონალების გამოცდილი გუნდი ემუშავება, რომლის წევრებიც სფეროს ექსპერტები არიან და ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, კვალიფიციური მრჩევლის ფუნქციასაც ითავსებენ. კომპანიაში, დეველოპერული და უძრავი ქონების კომპანიების მხარდასაჭერად ერთიანი ეკოსისტემა მოქმედებს, რომელიც გულისხმობს სრულ ჯაჭვს მშენებლობის დაფინანსებიდან, მონიტორინგისა და კონსულტაციების გავლით - გაყიდვებამდე, რაც დაფინანსების ინსტურმენტებს, საკომუნიკაციო მხარდაჭერასა და სხვადასხვა სახის შეთავაზებებს აერთიანებს.

 

„აუთლეტ ვილიჯის“ მისამართია: თბილისის შემოვლითი გზა M2FC+4F, გამარჯვება; ე.წ. გეზის მიმდებარე ტერიტორია.