ტექნოლოგია კულტურა სიახლეები

ტექ პარტნიორობა - AWS ლაბი თიბისი IT აკადემიაში

თებერვალი 07, 2025

თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა, ჰყავს პროფესიონალი ტექ გუნდი და მათთან ერთად ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძირითადი მიზანია. ზემოხსენებულს კი კომპანია სხვადასხვა საინტერესო ინიციატივით ემსახურება. ამის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი თიბისი IT აკადემიაა, სადაც დიდ წილად თიბისის ტექ პროფესიონალები ასწავლიან. აკადემიაში სხვადასხვა ტექ სპეციალობის შესწავლაა შესაძლებელი, რაც კურსდამთავრებულებისთვის ხშირად დასაქმების წინაპირობაა.

თიბისი IT აკადემიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი DevOps მიმართულების კურსია, რომლის პროგრამაც მაქსიმალურად პრაქტიკულია და სასწავლო პროცესი რეალურ სამუშაო გარემოს ემსგავსება.

სპეციალურად სტუდენტებისთვის შეიქმნა სატესტო ლაბი, რომელიც თიბისის რეალური სამუშაო გარემოს ანალოგია და ისინი პრაქტიკულ დავალებებს ასრულებენ.

6 თვიან პროგრამაში ინტეგრირებულია ისეთი მრავალფეროვანი აქტივობები, როგორებიცაა: კოლაბორაციული პროექტები, რეტროსპექტიული შეხვედრები, პროექტულ გუნდებთან კროს-კოლაბორაცია და სხვა.  

კურსი უფრო მრავალფეროვანი გახდა Amazon Web Services-თან პარტნიორობის დაწყების შემდეგ. 

AWS-სა და თიბისი IT აკადემიის პარტნიორობის ინიციატორები არიან თიბისი ბანკის გუნდის წევრები - გიორგი კაჭარავა - SRE ლიდი, საბა საყვარელიძე - CloudOps ინჟინერი და თიბისი ჯგუფის გუნდის წევრი გიორგი სემენიხინი - Cloud ინჟინერი, რომლებიც ამავდროულად თიბისი IT აკადემიის DevOps კურსის ლექტორები არიან.  

იმისთვის, რომ მეტი გაგვეგო ამაზონისა და თიბისის ერთობლივ, ახალ ინიციატივაზე, გადავწყვიტეთ პროექტის ინიციატორებს თავად გავსაუბრებოდით. 

 

რა გაკეთდა კოლაბორაციის ფარგლებში?

 “ჩვენ გავმართეთ AWS-ის ინფრასტრუქტურა თიბისი აკადემიის სტუდენტებისთვის. შედეგად, ისინი სწავლობენ AWS-ის სერვისებს და საშუალება აქვთ, თეორიული ცოდნა მყისიერად გამოიყენონ პრაქტიკაში და იმუშაონ იმ ტიპის ამოცანებზე, რომლებიც რეალურ სამუშაო გარემოში ხვდებათ" - გიორგი სემენიხინი, ქლაუდ ინჟინერი.

 

ლაბის ტექნიკური მხარე შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

"AWS Cloud Platform თიბისის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია, ჩვენი ქლაუდ პლატფორმის დიდი ნაწილი AWS-ის ინფრასტრუქტურაშია გამართული, იგი ყველაზე პოპულარული ღრუბლოვანი გარემოა. აქედან გამომდინარე, ტექ ტალანტებისთვის კურსში გათვალისწინებული გვაქვს AWS-ის შესწავლა. რადგან სამუშაო პროცესში ხშირად ვთანამშრომლობთ AWS-ის გუნდთან, ერთ-ერთ არასამუშაო შეხვედრაზე გაგვიჩნდა იდეა, რომ ერთობლივად ჩავატაროთ ამ კურსის ფარგლებში რამდენმე ლექცია. ეს ნიშნავს იმას, რომ დამწყებ ტექ ტალანტებს, რომლებიც DevOps შეისწავლიან თიბისი IT აკადემიაში, შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ცოდნა და გაიზიარონ გამოცდილება AWS-ის წამყვანი ტექ ინჟინრებისგან. - გიორგი კაჭარავა SRE ლიდი

პარტნიორობის ფარგლებში, ასევე, საფუძველი ჩაეყარა კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინიციატივას - AWS Gameday-ს, რომელიც პირველ ეტაპზე მხოლოდ IT აკადემიის სტუდენტებისა და კომპანიის თანამშრომლებისთვის განხორციელდება.  

"AWS Gameday-ს ჩატარებასაც ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში ვგეგმავთ AWS-ის წარმომადგენლებთან ერთად.

ამ ღონისძიების მიზანია ქვეყანაში DevOps ეკოსისტემის კიდევ უფრო გაუმჯობესება, ამ მიმართულებით ტექ სფეროში დასაქმებულების ცოდნის ამაღლებას და AWS საზოგადოების გაფართოება. ვფიქრობ, AWS Gameday ხელს შეუწყობს, როგორც თიბისის თანამშრომლების, ისე სტუდენტების მოტივაციის ამაღლებას, ახალი პრაქტიკული გამოცდილების მიღებასა და საერთაშორისო თუ ადგილობრივი კომუნის წევრებთან კავშირების გაღრმავებას.“ - საბა საყვარელიძე, CloudOps ინჟინერი