სიახლეები

გუნდი, რომელიც საუკეთესო პერსონალურ საბანკო მომსახურებას ქმნის

თებერვალი 22, 2021

საერთაშორისო გამოცემამ, Global Finance თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურება საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა. აღიარება თიბისიმ ზედიზედ უკვე მეორედ მიიღო, პერსონალურ საბანკო მომსახურებაში წამყვანი პოზიციისა და მომხმარებლებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებისთვის.

თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურების მიზანია ინდივიდუალურად, უფრო მეტი ადამიანისთვის შექმნას მაღალი ხარისხის მომსახურება, რომელიც მათ სურვილებთან და ცხოვრების წესთან იქნება თანხვედრაში. პერსონალური საბანკო მომსახურების ახალი მოდელი ზოგავს მომხმარებლის დროს მისთვის უფრო მნიშვნელოვანი თემებისთვის - საქმისთვის, ჰობისთვის, საყვარელი ადამიანებისთვის.

საერთაშორისო აღიარების უკან თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურების ფუნდამენტი - პირადი ბანკირების გუნდი დაგს. ამ მომსახურების მთავარი კომპონენტი სწორედ ადამიანური ფაქტორია - ურთიერთობა პირად ბანკირსა და მომხმარებელს შორის, რომლის ხარისხიც ბანკის მიმართ მომხმარებლის ნდობასა და კმაყოფილებას განსაზღვრავს


პირადი ბანკირი ადამიანსა და ბანკს შორის მთავარი გამტარი რგოლია - სანდო პარტნიორი და მრჩეველი, რომელიც გრძელვადიან ურთიერთობას აშენებს მომხმარებელთან და მისი მთავარი ფუნქციაა მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებს სწორი პროდუქტი და მომსახურება მოარგოს

თავიდან მხოლოდ 2 პერსონალური ბანკირითა და 27 მომხმარებლით დაწყებული თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურება, დღეს 210 პერსონალურ ბანკირსა და 93 420 მომხმარებელს აერთიანებს.

„მომსახურების ნებისმიერ სფეროში დასაქმებული ადამიანისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა, როდესაც მომხმარებელი შენგან კმაყოფილი მიდის და თქვენ შორის ნდობის ფაქტორი ჩნდება. თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურების ძლიერი მხარე სწორედ მომხმარებელსა და მის საჭიროებებზე მუდმივი ზრუნვაა, რაც ბანკირსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობას საქმიანთან ერთად, მეგობრულსაც ხდის“, - ეკა გასვიანი, უფროსი პერსონალური ბანკირი (მარჯანიშვილის სერვის-ცენტრი #2, თბილისი)

„მიღებული ჯილდო კიდევ ერთი გამოწვევაა, რომ არ მოვდუნდეთ. ვიყო პროფესიონალი პერსონალურ ბანკირი, ჩემთვის ნიშნავს ვიყო მომხმარებლის სანდო მეგობარი ფინანსურ საკითხებში და მისი ინტერესების დამცველი ბანკში. ასევე, შევუქმნა კომფორტი სწრაფი, ხარისხიანი და კონკრეტულად მასზე მორგებული მომსახურებით. მთავარია ვიცნობდე ჩემს მომხმარებელსა და მის საჭიროებებს. მიყვარს ჩემი საქმე. მომწონს, რომ ადამიანებისთვის სანდო პარტნიორი ვარ, მსიამოვნებს მათი დახმარება. მოტივაციას მმატებს, როდესაც ვგრძნობ, რომ ჩემი იმედი აქვთ და ჩემი რჩევა მათთვის ღირებულია“, - ლევან მანველიძე, პერსონალური ბანკირი (სერვის-ცენტრი #13, ბათუმი).

„ჩემი ცხოვრების დევიზია შრომა. ყოველ ჯერზე უფრო და უფრო რთულ დავალებას ვაძლევ ხოლმე საკუთარ თავს, შემდეგ კი ბევრს ვშრომობ დასახული მიზნის მისაღწევად. თუმცა, რაც უნდა კარგი და მონდომებული თანამშრომელი იყო, თუ გუნდი და სამუშაო გარემო არ გიწყობს ხელს, შედეგი მინიმალურია. თანამედროვე სამყაროში პერსონალური საბანკო მომსახურება შესაძლებლობებთან, სიმარტივესთან, სისწრაფესთან და განვითარებასთან ასოცირდება. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ბრენდს და კომპანიას მუდმივად აქვს ახალი იდეები, მკაფიო მიზნები და ჰყავს შესაბამისი გუნდი ამ მიზნების მისაღწევად“, - თამარ მეგრელიშვილი, უფროსი პერსონალური ბანკირი, (ცენტრალური ფილიალი, თბილისი).

„ჩვენს საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა - ბალანსის პოვნა მომხმარებელთან საქმიან ურთიერთობასა და უშუალო დამოკიდებულებას შორის. მომხმარებელმა უნდა იგრძნოს, რომ ბანკში ჰყავს ადამიანი, რომელიც საქმის პროფესიონალი და ამავდროულად მისი სანდო მეგობარია. თანამედროვე სამყარო, ბიზნესურთიერთობები და საუკეთესო მომსახურება დღეს დროის ეფექტურ გამოყენებაზე დგას. მომხმარებლისთვის ცხოვრების გამარტივება პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ რამდენ დროს ხარჯავს ის ბანკთან ურთიერთობაში და რამდენად სასიამოვნოდ და ნაყოფიერად წარიმართება ეს დრო. ამიტომ, ჩემი ამოცანაა ამ ადამიანებს რაც შეიძლება ნაკლები დრო დასჭირდეთ სასურველი მომსახურების მისაღებად. ჩემთვის მნიშვნელოვანია ყველა ჩემმა მომხმარებელმა იფიქროს - ჩემს გვერდით ჩემი ბანკია აქ და ახლა“, - თეონა პერტაია, პერსონალური ბანკირი (საოპერაციო განყოფილება, ქუთაისი).

ავტორი: მარიამ ყანჩაველი