თაობა

თიბისი Z - პლატფორმა ახალი თაობისთვის

WWW.TBCZ.GE

ოქტომბერი 06, 2021

ინდივიდუალურები

რეალისტები

თავისუფლების მოყვარულები

ციფრულები

ასე აღწერენ ადამიანებს, რომლებიც 1996-2012 წლებში დაიბადნენ. მათ სხვაგვარად თაობა Z-ს უწოდებენ. ესაა თაობა, რომელიც მომხმარებლის როლშიც განსხვავდება წინა თაობებისგან — ისინი აფასებენ ბრენდებს, რომლებიც გარემოზე ზრუნავენ, ირეკლავენ მრავალფეროვანი საზოგადოების ხასიათს, ესმით ახალგაზრდების ხმა, ერგებიან მათ საჭიროებებს და იზიარებენ საერთო ღირებულებებს.

სწორედ ამიტომ, გამორჩეული თაობისთვის თიბისიმ ახალი ბრენდი შექმნა — თიბისი Z, რომელიც ყოველთვის იქნება იქ, სადაც ახალი თაობაა”.

რას სთავაზობს თიბისი Z ახალ თაობას?

თიბისი Z-ის მისიაა გახდეს ახალი თაობის უპირობო მხარდამჭერი - ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს თავიანთი ინტერესების შესაბამისად განვითარებაში, გაუზიაროს ახალი გამოცდილებები და შესთავაზოს პროდუქტები ცხოვრების კიდევ უფრო გასამარტივებლად.

ჩვენ არ გვსურს ახალ თაობას თავს მოვახვიოთ ძველი წესები, არამედ გვინდა ვუპასუხოთ მათ სურვილებს და იქ გავჩნდეთ, სადაც მათ დავჭირდებით”.

ურბანული კულტურა, გეიმინგი, განათლება, ხელოვნება — ეს მცირედი ნაწილია ახალგაზრდების იმ ინტერესებისა, რომელთაც თიბისი Z დაფარავს. ბრენდის ფარგლებში შეიქმნება მუსიკალური, გეიმინგ თუ არტ-პლატფორმები, რომლებიც ახალგაზრდებს შემოიკრებს. ბრენდი, ასევე, თანატოლებს გააცნობს ახალგაზრდა ხელოვანებს და მათ შემოქმედებას, შეიქმნება ბლოგები თაობა Z-ის ცხოვრების სტილისა თუ მათთვის საინტერესო სხვა საკითხების შესახებ და ა.შ.

რაც მთავარია, ახალგაზრდებს მუდმივად ექნებათ წვდომა უნიკალურ შემოთავაზებებსა და პროდუქტებზე ყველა მიმართულებით.  თიბისი Z-ის პროდუქტულ უპირატესობებზე კი აქ, ახლა მოგიყვებით.

ფერადი ბარათები თაობა Z-ისთვის

თიბისი Z ბრენდია, რომელიც ყველაზე უკეთ იცნობს ახალგაზრდა თაობას და მის საჭიროებებს. თაობა Z განსაკუთრებით აფასებს გულწრფელობასა და ავთენტურობას, ამიტომაცაა, რომ პროდუქტები ბევრი მოკვლევის შედეგად, ახალგაზრდების სურვილების გათვალისწინებით და მათი საჭიროებებიდან გამომდინარე შეიქმნა.

თიბისი Z ეფუძნება გამოწერის ბიზნესმოდელს, რომლის მეშვეობით თიბისიმ გასულ წელს საცალო საბანკო მომსახურებაში ახალი სტანდარტები დანერგა. შესაბამისად, ფერად საბანკო ბარათებს სტუდენტები და მოსწავლეები საკუთარ საჭიროებებზე მორგებული საბანკო ნაკრების უფასოდ გამოწერის შემდეგ მიიღებენ. თავიანთი გამორჩეული სტილისა და მისწრაფებების გამოსახატად სტუდენტებსა და მოსწავლეებს 5-5 ფერის ბარათებიდან სასურველის შერჩევა შეუძლიათ. ბარათები განკუთვნილია 6-18 წლის მოსწავლეებისთვის და 18-23 წლის სტუდენტებისთვის.

რა უპირატესობები აქვს Z ბარათსა და ნაკრებს?

ჭეშმარიტად ციფრული თაობა” დროთა განმავლობაში იზრდება და ისინი თავად კარნახობენ ბრენდებს, როგორ მოიქცნენ. ისინი არიან მომთხოვნები, კრიტიკულები და სურთ მეტი კომფორტი. თაობა Z-ის წარმომადგენლები ხდებიან იმ ბრენდების ერთგული მომხმარებლები, რომლებთანაც საერთო ღირებულებები აკავშირებთ და რომლებიც მათ სწრაფ, მარტივ და მოქნილ, ციფრულ მომსახურებას სთავაზობენ.

თიბისი Z სწორედ ასეთ — ციფრული თაობის ინტერესებსა და ცხოვრების სტილზე მორგებულ სერვისებს ქმნის.

ბარათებისა და ნაკრების უპირატესობებია:

  • მოსწავლისა და სტუდენტის ბარათებს მომსახურების წლიური საკომისიო არ აქვთ;
  • ასევე არ აქვთ თანხის განაღდების საკომისიო;
  • ნაკრებები მოიცავს უფასო SMS სერვისს;
  • უფასოა ინტერნეტ და მობაილბანკი;
  • მოსწავლეები და სტუდენტები გადაიხდიან ტრანსპორტის ღირებულებას საქართველოს ნებისმიერ წერტილში;
  • ნებისმიერ გეიმინგ პლატფორმაზე Z ბარათით გადახდისას მომხმარებელს მომენტალურად უბრუნდება თანხის 20%. 
  • მათ, ვისაც უკვე აქვთ სტუდენტის და მოსწავლის ბარათი, მისი Z ბარათით შეცვლა უფასოდ შეუძლიათ.

ყველაფერი აქ არ სრულდება: კვება, ტანსაცმელი, ტრანსპორტი, განათლება, თავის მოვლა — ეს ნაწილია იმ კატეგორიებისა, სადაც მოსწავლეები და სტუდენტები მუდმივი ან დროებითი სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებენ.

რაც მთავარია, ნაკრებით სარგებლობისას მოსწავლეებს და სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა აღმოაჩინონ ახალი ინტერესები, სივრცეები და გამოცდილებები, იპოვონ საკუთარი თავი, საყვარელი საქმე და ჩანაფიქრები რეალობად აქციონ.

ბარათის აღება შესაძლებელია ვებგვერდზე www.TBCZ.ge