სიახლეები

როგორ ვიმგზავროთ თიბისის ბარათით? - ხშირად დასმული კითხვები

იმგზავრე თიბისის ბარათით

თებერვალი 24, 2021

თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში - მეტროში, ავტობუსებში, საბაგიროებსა და ლურჯი ფერის მიკროავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა უკვე თიბისის ნებისმიერი Visa და MasterCard ბარათით არის შესაძლებელი.


საზოგადოებრივ ტრანსპორტში თიბისის ბარათებით გადახდა ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისის მასშტაბით იქნება შესაძლებელი, ძალიან მალე კი სხვა ქალაქებიც დაემატება.

აქ ნახავ მომხმარებლების მიერ ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხს:


ბარათის გარდა თუ შემიძლია გადავიხადო ელექტრონულად?


გადახდა ასევე შესაძლებელია Apple pay და TBC Wallet - ის საშუალებით;

კიდევ რომელი ბარათით ხდება გადახდა ? 


გადახდა შესაძლებელია ერთგული ბარათის გამოყენებით. გადახდა, ასევე, შესაძლებელია Space ბარათით, თიბისის სამაჯურის და სტიკერის მეშვეობით.


მოქმედებს თუ არა უფასო მგზავრობის ტარიფი?


ავტობუსებსა და მეტროს სადგურებში განთავსებულ ტერმინალებზე, თიბისის ბარათით, პირველი გადახდის შემდეგ 1.5 საათის განმავლობაში მგზავრობა არის უფასო;

მოქმედებს თუ არა უფასო მგზავრობის ტარიფი ლურჯი ფერის მიკროავტობუსებში?


ლურჯი ფერის მიკროავტობუსებში, პირველი გადახდის საფასურია 0.80 თეთრი, ხოლო საათნახევრის განმავლობაში, მგზავრობის საფასური შეადგენს 0.65 თეთრს;


რეგიონებშიც შესაძლებელია თიბისის ბარათით მგზავრობა?


თიბისის ბარათებით გადახდა, ამ ეტაპზე, მხოლოდ თბილისის მასშტაბით არის შესაძლებელი;

მოქმედებს თუ არა შეღავათიანი ტარიფი სტუდენტებზე და სხვა შეღავათიანი ტარიფის მქონე ბარათებზე?


სტუნდეტური და სხვა, შეღავათიანი ტარიფის მქონე, ბარათებზე მოქმედებს სტანდარტული ტარიფი, არ ვრცელდება შეღავათიანი ტარიფი;


რა არის საჭირო რომ გადავიხადო ბარათით ტრანსპორტში? უნდა გავიარო სადმე რეგისტრაცია?


თიბისის ყველა ბარათზე სატრანსპორტო ფუნქციის სერვისი ავტომატურად გააქტიურებულია, მომხმარებლის მხრიდან, დამატებით, რაიმე ქმედების განხორცილება არ არის საჭირო;


ვიხდი თუ არა ყვითელი ფერის მიკროავტობუსებში?


ყვითელი ფერის მიკროავტობუსებში გადახდა არ არის შესაძლებელი;

როდის გამოჩნდება ამონაწერში ჩემი გადახდები?


როდესაც მომხმარებელი ბარათით გადაიხდის საზ. ტრანსპორტში, ეს ოპერაცია სრულდება Offline, ამიტომ სმს არ ეგზავნებათ, არც თანხა ჯდება ბლოკში, მეორე დღეს გამოჩნდება ამონაწერში; თუ გადახდა შესრულდა Apple pay ან TBC wallet - ის საშუალებით, ამ შემთხვევაში მე-3, ან მე-4 დღეს აისახება ამონაწერში;

როგორ უნდა გავიგო რომ გადახდა წარმატებულია აპარატზე ბარათის მიდებისას?


ვალიდატორის ეკრანზე, მგზავრობისთვის ჩამოჭრილი თანხის გამოტანა არ არის შესაძლებელი, ხმოვანი სიგნალისა და ვალიდატორის გამწვანებით ხვდება კლიენტი რომ გადახდა წარმატებულია.

იმგზავრე და გადაიხადე თიბისის ბარათით



ფოტო: რეზი ყენია