თიბისი კონცეპტის გზამკვლევი ბათუმში

ივლისი 18, 2024

26-28 ივლისს ბათუმში ზაფხულის მთავარი მუსიკალური მოვლენა - შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი გაიმართება. მისი წარმდგენი წელსაც ტრადიციულად თიბისი კონცეპტია. ღონისძიებასთან დაკავშირებით თიბისი კონცეპტი მომხმარებელს არაერთ ისეთ შეთავაზებას უმზადებს, რაც ჩვენი იდეალური დასვენებისა და მოგზაურობისათვის საუკეთესო შესაძლებლობას აჩენს. 

თუ სწორედ ახლა ჩვენი ქვეყნის მთავარ საზღვაო ტურისტულ ქალაქში გამგზავრებას გეგმავთ, მაშინ ამ სტატიას უნდა გაეცნოთ, რამდენადაც თიბისი კონცეპტთან ერთად თქვენი დასვენება კიდევ უფრო საინტერესო და დასამახსოვრებელ თავგადასავლად იქცევა. 




გამგზავრება თბილისიდან ბათუმში

მოგზაურობისა და დასასვენებლად წასვლის პირველი ეტაპი მგზავრობის დაგეგმვაა. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ყველზე უსაფრთხო და კომფორტული საშუალება მატარებელია. შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე თქვენ შეგიძლიათ, თიბისი კონცეპტის და Visa-ს სპეციალური შეთავაზებით და განსაკუთრებული პირობებით იმგზავროთ.  


საქართველოს რკინიგზის მატარებლის ოფიციალური ბილეთების TRE.GE-ზე შეძენისას, თუ თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათით გადაიხდით, თანხის 15%-ს უკან დაიბრუნებთ. შეთავაზება ვრცელდება თბილისი-ბათუმი და ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე 26 - 29 ივლისის რეისებზე. 


შეთავაზება ვრცელდება შემდეგ სადებეტო ბარათებსა და მათ ციფრულ ანალოგებზე: TBC Concept Visa Platinum და Visa Signature. ქეშბექის დაბრუნების მაქსიმალური ვადაა ოთხი სამუშაო დღე. 

აქვე შეგახსენებთ, რომ თიბისი კონცეპტი 26 ივლისს ჯაზ ფესტივალის სტუმრებს, თბილისიდან ბათუმში ჯაზ მატარებლით გამოგზაურებთ. მგზავრობის მხარდამჭერი თიბისი კონცეპტთან ერთად, Visa და საქართველოს რკინიგზაა. მგზავრობა უფასოა და ამისათვის ამ ბმულზე დარეგისტრირება დაგჭირდებათ. 

გადაადგილება ბათუმში 

რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სადგურიდან სასტუმრომდე კომფორტულად და სწრაფად ვიმგზავროთ. თიბისი კონცეპტს მომხმარებლისათვის ამ შემთხვევაშიც სპეციალური შეთავაზება აქვს. 


26-28 ივლისს ბათუმში გადაადგილებისათვის თუ Bolt-ის აპლიკაციას გამოიყენებთ და VISA სადებეტო ბარათით გადაიხდით, თქვენ 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ. ამგვარად შეძლებთ, რომ სამი დღის განმავლობაში ქალაქში კომფორტულად, სწრაფად და ეკონომიურად გადაადგილდეთ. 


შეთავაზება ვრცელდება შემდეგ სადებეტო ბარათებსა და მათ ციფრულ ანალოგებზე: TBC Concept Visa Platinum და Visa Signature.


სასტუმროს შერჩევა

დამღლის სამუშაო თვეების შემდეგ, დასვენების დაგეგმვისას არაფერია ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც სასტუმროს არჩევა. თიბისი კონცეპტი კომფორტულ სივრცეებს განსაკუთრებული ფასდაკლებით  გთავაზობთ. 

შეთავაზება ვრცელდება შემდეგ სასტუმროებზე: ორბი სითი, მონარქი ბათუმი, ჰილტონ ბათუმი, შერატონ ბათუმი, Grandeur Hotel, White Sails Residential და Paragraph Shekvetili.

ამ სასტუმრებში თიბისი კონცეპტის შეთავაზება 15%-დან 25%-მდე ფასდაკლებას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ მრავალფეროვანი ჩამონათვალის საშუალებით, თქვენ შეძლებთ მარტივად შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ბიუჯეტის, სერვისისა და ადგილმდებარეობის სასტუმრო. 



საკვები ობიექტები

გასტრონომიული და კულინარიული გამოცდილება ყველა დასვენებისა და მოგზაურობის გამორჩეული დეტალია. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღებით და მონდომებით ვარჩევთ კაფეებს, ბარებსა და რესტორნებს, სადაც გემრიელი კერძების დაგემოვნებას შევძლებთ. თიბისი კონცეპტის შეთავაზება ბევრ ასეთ ობიექტს აერთიანებს, ჩვენ კი რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ:

Leuville Batumi დამსვენებლების ერთ-ერთი რჩეული სივრცეა. მრავალფეროვან კერძებთან ერთად აქ სასიამოვნო ინტერიერი და მეგობრული სერვისი დაგხვდებათ. მენიუ აერთიანებს სტარტერებს, ტრადიციულ კერძებს, პიცის არაერთ სახეობას, ბურგერებს, სალათებს, წვნიანებს, ძირითად კერძებს, დესერტებს და სასმელების ვრცელ ჩამონათვალს. 


თუ ბათუმში განსხვავებულ ადგილს ეძებთ, Botanico თქვენს მოლოდინს აუცილებლად გაამართლებს. ეს არის ადგილი, სადაც გემრიელად მიირთმევთ, დაისვენებთ, განიტვირთებით. ესთეტიკის განსაკუთრებული შეგრძნებით შექმნილი თანამედროვე ინტერიერი სიმყუდროვეს შეგიქმნით, რაც თქვენს განწყობაზე აუცილებლად აისახება.

აზიური სამზარეულოს მოყვარულებს კარგად გეცოდინებათ, რომ Umami ერთ-ერთი ლიდერი რესტორანია. განსაკუთრებული კულინარიული ოსტატობით შექმნილ მენიუში არაერთი ნაცნობ, თუ ეგზოტიკური კერძს აღმოაჩენთ. ამასთან ერთად კი აღსანიშნავია, რომ Umami-დან ბათუმის და შავი ზღვის შთამბეჭდავი ხედები იშლება, რაც ერთნაირად ლამაზ სანახაობას ქმნის, როგორც დღისით, ასევე - ღამით.

თუ ჯანსაღი კვება თქვენი ყოველდღიური ცხოვრების სტილის განუყოფელი ნაწილია, Ska ამ მხრივ ნამდვილად უკონკურენტოა. ეს არის ადგილი, სადაც დაბალანსებული და გემრიელი საკვები შეგიძლიათ მიირთვათ. 

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ობიექტებისა, თიბისი კონცეპტის შეთავაზება აერთიანებს შემდეგ სივრცეებს: ლუკა პოლარე, პანორამა ორბი, აკროპოლი,მედეა, ლიმონი, ბლუ ელეფანტი და მეამა ქოლექთი.


23 ივლისიდან  4 აგვისტომდე, ამ ობიექტებში თიბისი კონცეპტის მასტერქარდ ბარათით გადახდისას თანხის 30%, ჯამში მაქსიმუმ 100 ლარს დაიბრუნებთ. 


ლუკა პოლარეს სპეციალური ნაყინი - JAZZ ICE 

ზაფხული, მზე და ზღვა წარმოუდგენელია ყველაზე გემრიელი გამაგრილებელი დესერტის - ნაყინის გარეშე. ჯაზ ფესტივალთან დაკავშირებით თიბისი კონცეპტი ლუკა პოლარესთან ერთად მომხმარებელს სპეციალურ თემატურ ნაყინს - JAZZ ICE-ს სთავაზობს. ჟოლოს, შოკოლადისა და ვანილის არომატების ნაზავი - JAZZ ICE ლუკა პოლარეს ბათუმის ფილიალებში დახვდებათ.



აუზი და განტვირთვა

სულ რამდენიმე თვეა, რაც ბათუმს ROOMS-ის  ფილიალი შეემატა. სასტუმროს სივრცეში განთავსებულია აუზი, რომელიც თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს განსაკუთრებული პირობებით ელოდება. 


ROOMS ბათუმის რუფტოპის აუზით სარგებლობა თიბისი კონცეპტის Visa ბარათის მფლობელებს  30%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ.  რაც ყველაზე სასიამოვნოა ეს შეთავაზება სეზონის ბოლომდე მოქმედებს. 



საღამოს გართობა 

უკვე მრავალი წელია Iveria Beach თბილისის ჯაზ ფესტივალის პარტნიორია და ამას გარდა, სტუმრებს მუსიკალურ საღამოებს წარუდგენს. თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში, შესაძლებლობა გაქვთ, ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას ესტუმროთ Iveria Beach-ს და თიბისი კონცეპტის Mastercard-ის სადებეტო ბარათით გადახდისას, სივრცეში შესვლის ღირებულების 30%, ჯამში მაქსიმუმ 100 ლარი დაიბრუნოთ. შეთავაზება ძალაშია 2024 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით. გეტყვით იმასაც რომ 2023 წლის ზაფხულის სეზონზე Iveria Beach ხუთ სპეციალურ ღონისძიებას უმასპინძლებს.


შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლევანდელი ზაფხულის სეზონზე თიბისი კონცეპტი თავისი მომხმარებლებისათვის  დასვენების ნამდვილ გზამკვლევად იქცა. და რადგან ამ შეთავაზებებით საუკეთესო დასვენებისათვის ყველა პირობა გაქვთ შექმნილი, ისღა დაგრჩენიათ, ჯაზ ფესტივალის დაუვიწყარი დღეებისათვის  შესაბამისი განწყობით მოემზადოთ. 


შეთავაზებების დეტალურად გაცნობისათვის ეწვიეთ თიბისი კონცეპტის ვებ-გვერდს.