სიახლეები ტექნოლოგია

5 საფეხური, როგორ შეიძინო სასურველი ნივთი თიბისის განაწილებით

თიბისის ახალი პროდუქტი განაწილება

თებერვალი 15, 2023

გაზაფხული გვიახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი მიზნების დასახვის, ცვლილებებისა და განახლების დრო დგება. მართალია, გარეთ ჯერ ისევ სუსხია, თუმცა მზე მაინც იკრებს ძალებს და ზამთრიდან გამოღვიძების, გეგმების დაწყობისა და ფერად-ფერადი დღესასწაულებისთვის მზადებისკენ გვიბიძგებს. ეს ზუსტად ის პერიოდია, როცა ბევრი მიზეზი არ გვჭირდება, საყვარელ ადამიანებს სიურპრიზები მოვუწყოთ.

სხვისი თუ საკუთარი სურვილების ასრულება კი მარტივია, როცა შეგიძლია გადმოდო ყიდვა და გადადო გადახდა. 

როგორ? — ამ ბლოგში თიბისის ინოვაციურ პროდუქტზე, განაწილებაზე გიამბობთ და გასწავლით, როგორ შეგიძლია გამოცვალო მოძველებული ტელეფონი ახლა და არა მაშინ, როცა ბონუსს მიიღებ, დაიწყო ახალი ჰობი ხელფასის ჩარიცხვამდე, ან დაასაჩუქრო ოჯახის წევრები დღესვე და არა მომდევნო დღესასწაულზე.


რა არის განაწილება?

განაწილება გადახდის ახალი საშუალებაა, რომელიც გეხმარება, გადმოდო ყიდვა და გადადო გადახდა. მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ შეგიძლია სასურველი ნივთი დაუყოვნებლივ იყიდო, საფასური კი გაძვირების გარეშე, დანაწილებულად, 4 თვის განმავლობაში დაფარო.


განაწილებას რამდენიმე უპირატესობა აქვს — ლიმიტი წინასწარ დამტკიცებულია, პროდუქტის ფასი უცვლელი რჩება, არ გემატება რაიმე სახის საკომისიო და თანხას ოთხ ტოლ ნაწილად ყოფ.


როგორ ვისარგებლოთ განაწილებით?

განაწილებით სარგებლობა მარტივია. თიბისის ციფრულ ბანკში სულ რამდენიმე მოქმედება უნდა განახორციელო და საოცნებო ნივთი შენი გახდება.

ნაბიჯი I - თიბისის ციფრულ ბანკში, შეთავაზებების კატეგორიაში, იპოვე “განაწილება”.

ნაბიჯი II — შენს მობაილ ბანკში გადაამოწმე ან შენით დაიმტკიცე ლიმიტი რამდენიმე წამში.

ნაბიჯი IIIმოითხოვე მაღაზიაში განაწილებით გადახდა, შენი მობილური ბანკიდან დაასკანერე ტერმინალზე გამოსახული QR კოდი.

ნაბიჯი IV — გაეცანი წესებს და პირობებს და ნივთის საფასური გადაანაწილე თანაბრად, 4 თვეზე.


განაწილების მაქსიმალური ლიმიტი 5000 ლარია.


წლიური საპროცენტო განაკვეთი - 0%.


ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 0%.


სად შეგვიძლია მოვითხოვოთ განაწილება?

განაწილების მოთხოვნა 80-ზე მეტ პარტნიორ სავაჭრო ობიექტში შეგიძლია, მათ შორის ტექნიკის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, თავის მოვლის, აქსესუარების თუ პარფიუმერიის მაღაზიებში. 


ეტამი, გესი, ლაკოსტი, კენარი, სენსი, იზიპიზი, ალტა, ისი-პარი, ვულევუ — ეს მხოლოდ ნაწილია იმ ბრენდებისა, სადაც განაწილება მოქმედებს. სია კი მუდმივად იზრდება, ამიტომ ადევნე თვალი შეთავაზებებს ციფრულ ბანკში.

გადმოდე ყიდვა და გადადე გადახდა.


ავტორი: იანა კოხოძე