განათლება თიბისელები სიახლეები

თიბისი x აზროვნების აკადემია: შემეცნებითი ტურნე რეგიონებში

ივნისი 18, 2024

თიბისის მხარდაჭერით, აზროვნების აკადემია, იწყებს მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტს - „შემეცნებითი ტურნე რეგიონებში“. 

21 ივნისიდან 26 ივლისის ჩათლით, აზროვნების აკადემიის ლექტორები - მარინა კაჭარავა, ზურა მხეიძე, ანდრო დგებუაძე, რეზო კორინთელი, ნინო ბუაძე და დეკანოზი თეოდორე გიგნაძე - ესტუმრებიან საქართველოს ათ რეგიონს და ისაუბრებენ ისეთ აქტუალურ და საჭირო თემებზე, როგორებიცაა: თვითშეფასება, სტრესის მართვა, ურთიერთობები, ოჯახი და მისი ფუნქციები და სხვა.

გეპატიჟებით თიბისელებს და თქვენს მეგობრებს შეხვედრებზე, რომლებიც გაიმართება შემდეგ ქალაქებში: საჩხერე, ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თელავი, გურჯაანი, მესტია, ქუთაისი, ზუგდიდი და ფოთი.  

შეხვედრების პირველ ნაწილს ექნება ინფორმაციული ხასიათი, ხოლო მეორე ნაწილი კი ინტერაქციას დაეთმობა, სადაც აუდიტორიას ექნება შესაძლებლობა მომხსენებელს დაუსვას თემის ირგვლივ მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი კითხვები. 

შეხვედრებზე დასწრება ყველა მსურველისთვის თავისუფალია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე!

შეხვედრების განრიგი