თიბისელები

რა უნდა იცოდე თიბისის ორგანიზაციული კულტურის შესახებ?

მარტი 20, 2025

ჩვენ თიბისი ვართ - დინამიური, ინოვაციური და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანების გუნდი.

ჩვენგან მომხმარებლები, მუდმივად ცვალებად გარემოში და ცხოვრების სწრაფ ტემპში, მხარდაჭერას და მათი მიზნების მიღწევაში დახმარებას ელიან. ამიტომ, ჩვენი მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა. ჩვენი კულტურის მთავარი ღირებულება კი - ადამიანი.

ჩვენი ისტორია 32 წლის წინ დაიწყო. ჩვენ დღესაც ფინანსური ინსტიტუტი ვართ, თუმცა კიდევ უფრო მეტი ღირებულებით და პასუხისმგებლობით, რომელიც ჩვენი შექმნილი საუკეთესო გამოცდილებაა, გარეთ - მომხმარებლებისთვის, შიგნით კი - გუნდის წევრებისთვის.

ჩვენ ყოველდღიურად ვაძლიერებთ და შთავაგონებთ ერთმანეთს, ერთად ვაღწევთ წარმატებას, ერთად ვმარცხდებით და ერთად ვიმარჯვებთ.

ჩვენ დიდი დრო დავუთმეთ კვლევებს, თვითგამორკვევას და გავიგეთ რაზე დგას თიბისის კულტურა. ცხადად დავინახეთ რა გვხდის წარმატებულს დღეს და რა დაგვჭირდება ხვალინდელი ამბიციური მიზნების თამამად შესასრულებლად.

ჩვენ გკითხეთ - თუ რა იყო თქვენთვის სამუშაო გარემოში მნიშვნელოვანი და ასობით იდეისა და უკუკავშირის გააზრებით, კულტურის დოკუმენტი შევქმენით, რომელიც ერთგვარი გზამკვლევია - როგორები ვიყოთ ერთმანეთთან, პარტნიორებთან და მომხმარებლებთან ურთიერთობისას.

ჩვენ ვიცით, რომ ჩვენთვის, თიბისელებისთვის - შეუძლებელიც შესაძლებელია, მთავარია გჯეროდეს!

ჩვენთვის უცვლელია მიზანი და სურვილი, რომ თიბისი ყოველთვის იყოს ადგილი, სადაც პროგრესული და გაბედული ადამიანები ერთი მისიის გარშემო ერთიანდებიან.

ამ მისიას რეალობად და შეუძლებელს შესაძლებლად ვაქცევთ, რადგან თითოეული თიბისელი არის:

გუნდური

იმისთვის, რომ ერთად გავიმარჯვოთ. რთულია წარმატებას მარტომ მიაღწიო, ყოველთვის გჭირდება გვერდში მდგომი, მხარდამჭერი ადამიანი, რომელსაც იცი, რომ თავადაც სჭირდები. საერთო მიზნებს ყოველთვის ერთად ვაღწევთ იმიტომ, რომ ძალა ერთობაშია.

გამბედავი

რომ არ შეგეშინდეს და ყოველთვის სცადო რაღაც ახალი, რაც აქამდე არ გაგიკეთებია. გამბედაობა ხომ გვეხმარება გამოვხატოთ ინიციატივები და ვიყოთ თამამები, არ გვეშინოდეს პასუხისმგებლობის აღების და გარისკვის მაშინ, როცა ჩვენი იდეის გვჯერა.

მოუსვენარი

რომ არ დაკმაყოფილდე მიღწეულით, მუდამ ისწრაფოდე განვითარებისკენ და ეძებდე სიახლეებს. დღევანდელი გარემო დინამიური და ცვალებადია, ცხოვრების ტემპი კი ძალიან სწრაფი. ამ ტემპს არ უნდა ჩამორჩე იმიტომ, რომ თუ წინ არ ვივლით, სხვა გაგვასწრებს. როცა ხარ მოუსვენარი, გამოწვევები შთაგაგონებენ, შეცდომებზე კი - სწავლობ.

მიზანსწრაფული

რადგან დაბრკოლებები აუცილებლად იქნება და არ უნდა დანებდე. ცხოვრების გამარტივება არის ჩვენი მისია, მაგრამ ეს რთული გზაა. ერთად რა მიზანიც არ უნდა დავისახოთ, აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ, რადგან გჯერა, რომ ჩვენს ნებისმიერ - დიდ თუ პატარა ნაბიჯს, საბოლოოდ აქვს ძალა, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება მოახდინოს.

მომხმარებელზე ორიენტირებული

რომ ემპათიურობითა და ადამიანების საჭიროებების გააზრებით, ყოველთვის ვეცადოთ, გადავაჭარბოთ მათ მოლოდინებს. თან თანამედროვე ადამიანი მომთხოვნია და სამართლიანადაც - მათ სწორედ იმიტომ ვუყვარვართ და გვენდობიან, რომ იციან - მათთვის ყველაფერს გავაკეთებთ. შეუძლებელი შესაძლებელი მაშინ ხდება, როცა ვიცით, რომ ამას ადამიანისთვის ვაკეთებთ.

ამ ელემენტებით და ჩვენი ახალი მესიჯით, ჩვენთვის ყველაფერი შესაძლებელი ხდება, გუნდურად და ერთობლივი ძალისხმევით ყველა მიზანს მივაღწევთ.