ტექნოლოგია

TBC X USAID - ტექნოლოგიური განათლებისთვის

აგვისტო 03, 2023

ტექნოლოგიური სფეროს პროფესიონალებს, მათ, ვინც საკუთარ კარიერულ გზაზე საინტერესო გამოცდილება დააგროვეთ და გსურთ, საკუთარი ცოდნა სხვებს გაუზიაროთ -

,, TBC X USAID - ტექნოლოგიური განათლებისთვის ‘’

პროექტი გთავაზობთ TOT კურსს, რომელიც ფოკუსირებული იქნება:


  • ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საკითხების სწავლება
  •  ცოდნის გაზიარების თანამედროვე მიდგომები
  •  კომუნიკაციის უნარები და ხელსაწყოები ციფრულ სამყაროში
  •  საგანმანათლებლო სფეროში პროფესიული განვითარება


კურსზე რეგისტრაცია დაწყებულია და 9 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობს თიბისი IT აკადემიის ვებზე - https://www.tbcacademy.ge/usaid/training-of-trainers

კურსი განკუთვნილია სწავლების სურვილის მქონე დეველოპერებისთვის, ციფრულ პროდუქტებზე მომუშავე სხვა როლებისთვის, ტექ. სფეროს მენტორებისა თუ ლიდებისთვის, ტექ. განათლების ცენტრებში მომუშავე ლექტორებისთვის თუ სხვა ტექ. კომპეტენციის მქონე ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ გაიუმჯობესონ უნარები და დაეუფლონ სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდებს.


,, TBC X USAID - ტექნოლოგიური განათლებისთვის ‘’ პროექტის ფარგლებში TOT პროგრამა ექსკლუზიურად შექმნა ICT სფეროს ექსპერტმა, სანდრო ასათიანმა და სრულად დაფინანსებულია თიბისი ბანკისა და USAID-ის მიერ.

კურსის მონაწილეები შეიძენენ მრავალფეროვან უნარებსა და ცოდნას, რაც აუცილებელია ტრენინგის მართვისა და ეფექტურად ჩატარებისათვის:


ტრენინგის დიზაინი: მონაწილეები შეძლებენ ტრენინგის საჭიროებების გაანალიზებას, მიზნების დასახვასა და ეფექტური სასწავლო პროგრამის შემუშავებას. ისინი შეიძენენ სასწავლო რესურსების შემუშავების, შესაბამისი სასწავლო მეთოდების შერჩევისა და სასწავლო მასალის შექმნის უნარ-ჩვევებს.


სწავლა-სწავლების მეთოდები: მონაწილეები შეისწავლიან სხვადასხვა მეთოდებს და სტრატეგიებს, რათა უზრუნველყონ მოსწავლეების ჩართულობა, წაახალისონ მონაწილეობა და ხელი შეუწყონ ეფექტურ სწავლას. მათ განუვითარდებათ პრეზენტაციების წარდგენის, დისკუსიის ხელშეწყობისა და ინტერაქტიული მეთოდების გამოყენების უნარები.


კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები: მონაწილეები გაიუმჯობესებენ ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარებს, შეისწავლიან ტექნიკებს, რომლებიც დაეხმარებათ შეიმუშაონ და წარადგინონ მიმზიდველი პრეზენტაციები, ეფექტურად მართონ დრო და გაუმკლავდნენ რთულ მონაწილეებს ან სიტუაციებს.


შეფასების მეთოდები: მონაწილეები შეისწავლიან შეფასების სხვადასხვა მეთოდისა და სწავლის შედეგების გაზომვის ტექნიკებს, მათ შორის განმავითარებელი შეფასების გამოყენების მეთოდებს.


ტექნოლოგიების გამოყენება: მონაწილეები გაეცნობიან სწავლა-სწავლების პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების პრაქტიკას, მათ შორის ელექტრონული სწავლების პლატფორმების, მულტიმედიური რესურსების და სასწავლო პროცესის მართვის ინსტრუმენტების გამოყენებას.


პროფესიული განვითარება: მონაწილეები გაეცნობიან პროფესიული განვითარების უწყვეტ შესაძლებლობებს და რესურსებს, რომლებიც დაეხმარება მათ მომავალში პროფესიულ განვითარებაში.

კურსზე რეგისტრაცია დაწყებულია და 9 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობს თიბისი IT აკადემიის ვებზე - https://www.tbcacademy.ge/usaid/training-of-trainers