თიბისი შენთვის სიახლეები

თიბისის საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება გლობალური ექსპერტის სტატიაში

ივნისი 21, 2022

„ვინ თქვა, რომ ბანკებს არ შეუძლიათ WOW გამოცდილების შექმნა?“

ასეთი სათაურის მქონე ბლოგში შონ ბელდინგი, გლობალური ლიდერი მომხმარებლის გამოცდილების დარგში, თიბისის გამოცდილების შესახებ გვიყვება.

შონ ბელდინგი

თიბისიში უკვე დიდი ხანია მომხმარებელზე ორიენტირებული კულტურის დანერგვასა და გავრცელებაზე ვმუშაობთ. ადამიანების ცხოვრების გამარტივების მისიის შესასრულებლად ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, ვქმნიდეთ საუკეთესო გამოცდილებას მომხმარებლისა და თიბისის შეხების ნებისმიერ წერტილში. ბელდინგიც საკუთარ სტატიაში აღნიშნავს თიბისის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მომხმარებლების მიმართ მაშინაც კი, როდესაც საკითხი სცდება უშუალო სამსახურებრივ კომპეტენციებსა და საბანკო მომსახურებას. 


ბელდინგ გრუფმა (The Belding Group) ტერმინის - „WOW” მომხმარებელთა გამოცდილება“ - მკაფიო და რაოდენობრივად განსაზღვრული განმარტება შეიმუშავა. ამ განმარტების მახასიათებლების მეშვეობით, მომხმარებელთა გამოცდილება გაზომვადი ცნება გახდა და სხვადასხვა კომპანიებმა სწორედ მასზე დაყრდნობით დაიწყეს თავიანთ მომხმარებელთა კმაყოფილების სამიზნე მაჩვენებლის ძიება. სტატიაში სწორედ ის რამდენიმე ისტორიაა მოყვანილი თიბისის მაგალითიდან, რომლებიც მომხმარებლებს “WOW”-ს ათქმევინებენ.  

ბელდინგის მიხედვით, თიბისის მომხმარებელთა გამოცდილება იდეალურთანაა მიახლოებული - როგორც ბელდინგ გრუფი უწოდებს, თიბისი არის „customer service unicorn“. 

გერმანელი ტურისტის დახმარების, მომხმარებლისთვის გახსნილი ბიზნეს Facebook გვერდისა თუ შუა გზაზე გაფუჭებული მანქანის საინტერესო ისტორიები, შეგიძლიათ, იხილოთ ორიგინალ სტატიაში.