დეკემბერი 25, 2025
თიბისი, როგორც დამსაქმებელი, ყოველთვის ზრუნავს საკუთარი თანამშრომლების განვითარებაზე და უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს, რომ მათ განავითარონ საკუთარი პროფესიული უნარები, როგორც ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. სწორედ ამიტომ, ჩვენ აქტიურად ვრთავთ თიბისელებს სხვადასხვა ტიპისა და მასშტაბის კონფერენციებსა თუ ღონისძიებებში.
2025 წელს თიბისი 17 საერთაშორისო კონფერენციას, 112 თანამშრომლის ჩართულობით, 10 სხვადასხვა ქვეყანაში დაესწრო. საერთაშორისო ღონისძიებებზე მიღებული ცოდნის გაზიარება თიბისელებისთვის არის როგორც მოტივაციის წყარო, ისე პროფესიული ზრდის მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს პროცესი აჩვენებს, რომ ჩვენი პრაქტიკა და ხედვები საინტერესოა გლობალური ტექ-საზოგადოებისთვის, ხოლო თიბისი არის კომპანია, რომელიც თანამშრომლებს აძლევს შესაძლებლობას, ესაუბრონ საერთაშორისო აუდიტორიას.
საერთაშორისო საზოგადოებისთვის ჩვენი გამოცდილების გაზიარება ნიშნავს, რომ თიბისი ტექი გლობალური ტექ-ეკოსისტემის სრულუფლებიანი ნაწილია და ოპერირებს იმავე სიხშირეებზე, რომლებზეც ინდუსტრიის საუკეთესო წარმომადგენლები მსოფლიოს მასშტაბით.
კონფერენციები, რომლებსაც თიბისის ტექ გუნდის პროფესიონალები ესწრებოდნენ:
TA კონფერენცია - AUTOMATION STAR - ხარისხის უზრუნველყოფისა და ტესტირების ავტომატიზაციის ლეგიონი
თიბისის ინჟინრებმა გამოსცადეს უახლესი ავტომატიზაციის ინსტრუმენტები და გაეცნენ პროცესებს, რომლებიც შემდეგ კომპანიის შიდა პროდუქტებში ინერგება.
QA კონფერენცია - Testing United Conference - ხარისხის უზრუნველყოფისა და ტესტირების ავტომატიზაციის ლეგიონი
ტესტირების გაერთიანებული პლატფორმა, სადაც მსოფლიო დონის QA ექსპერტები გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს.
Outsystems კონფერენცია - ბექენდ დეველოპმენტის ლეგიონი
პლატფორმული ინოვაციის ქალაქი, სადაც Low-Code ტექნოლოგიის ლიდერები იკრიბებიან. თიბისის დეველოპერებმა პრაქტიკაში იხილეს, თუ როგორ იქმნება სწრაფი და მოქნილი ციფრული პროდუქტები.
WeAreDevelopers - ბექენდ დეველოპმენტის ლეგიონის, ვებ და მობაილ დეველოპმენტის ლეგიონი
ევროპის ტექნოლოგიური საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეკრება, სადაც დეველოპერები, ინოვატორები და ტექ-ლიდერები ერთ სცენაზე ხვდებიან.
თიბისის დეველოპერმა/ასოცირებულმა პარტნიორმა, შაკო ტურაშვილმა, WeAreDevelopers კონფერენციაზე ისაუბრა თემაზე - .NET Aspire :
" .NET Aspire, არის ახალი ხელსაწყო დეველოპერებისა და ინჟინრების ხელში, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობას ამარტივებს და ბევრად ეფექტურს ხდის" - ამბობს შაკო,
DevOpsDays Vilnius 2025 - DevOps ცოდნის ცენტრი
თიბისის DevOps და Cloud გუნდი გაეცნო, როგორ იქმნება სანდო და სწრაფი სისტემები.
SIBOS Frankfurt - სისტემის ანალიზის ლეგიონი
მსოფლიო ფინანსური ტექნოლოგიების ყველაზე გავლენიანი სცენა. თიბისის წარმომადგენლები შეხვდნენ FinTech ლიდერებს და მიიღეს მასშტაბურ გამოცდილება.
Global Software Architecture Summit - სისტემის ანალიზის ლეგიონი
სისტემური აზროვნებისა და არქიტექტურული ინოვაციების ჰაბი. თიბისის Software არქიტექტორებმა ისწავლეს, როგორ ააშენონ გამძლე და მომავლის სისტემები.
.Net Conference Prague - ბექენდ დეველოპმენტის ლეგიონი
შეკრება .NET ეკოსისტემის დეველოპერებისთვის, სადაც განიხილება რეალურ პროექტებზე დაფუძნებული მიდგომები, ახალი ტექნიკური შესაძლებლობები და თანამედროვე პროგრამული გადაწყვეტილებები.
Kong Conference - ბექენდ დეველოპმენტის ლეგიონი, სისტემის ანალიზის ლეგიონი
API Management და Microservices-ის საერთაშორისო ლიდერები ერთ სივრცეში. თიბისის გუნდმა იხილა API-ის მართვის ახალ სტანდარტები.
GOTO Conference Copenhagen - სისტემის ანალიზის ლეგიონი, ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ცოდნის ცენტრი
ტექ-ლიდერობისა და არქიტექტურული ხედვების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პლატფორმა ევროპაში.
DroidCoins Berlin - ვებ და მობაილ დეველოპმენტის ლეგიონი
Blockchain და Software ინოვაციების საინტერესო გაჩერება თიბისის ტექ-მოგზაურობაში.
GRC Conference 2024 | ISACA
Governance, Risk & Compliance-ის საერთაშორისო შეკრება. თიბისის პროფესიონალები გაეცნენ რისკებისა და უსაფრთხოების მართვის გლობალურ ჩარჩოებს.
Atlassian Conference, Barcelona - IT მმართველობის განყოფილება
თიბისის გუნდი სპიკერების როლში - კონფერენცია, რომელიც ბარსელონაში ტარდება და ერთ-ერთი მასშტაბური კომუნაა ტექნოლოგიური გუნდებისთვის. გიგა შუბითიძე, თიბისის SDLC მმართველობის ლიდერი და ნიკა მელიქიძე, ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზაციის ექსპერტი, წარდგნენ სპიკერებად თემით: „როგორ შევქმნათ საერთო სამუშაო ენა: პორტფოლიო მენეჯმენტი და სტანდარტიზაცია თიბისიში”.
APIGEE Conference - სისტემის ანალიზის ლეგიონი
API Development და Cloud-ინოვაციების ძლიერი ჰაბი, სადაც თიბისის გუნდი გაეცნო API-ეკოსისტემის საუკეთესო პრაქტიკებს.
Global Tech Weekend 2025
იდეების, ინოვაციებისა და გამოცდილების გაზიარების გლობალური ტექნოლოგიური ვიქენდი, რომლის მთავარი მხარდამჭერი 2025 წელს თიბისი იყო.
Forbes Georgia Banking Conference 2025
ფინანსური სექტორის ლიდერების შეკრება საქართველოში, სადაც თიბისის გუნდმა წარმოადგინა კომპანიის ტექნოლოგიური და ბიზნეს ხედვები.
თეონა კერესელიძე, ბიზნეს პარტნიორი/ტექ გუნდის კაპიტანი, ტექ კომუნის წევრების საერთაშორისო გამოცდილებაზე:
"თიბისი ხელს უწყობს და ზრუნავს თანამშრომლების განვითარებაზე. საერთაშორისო გამოცდილების მიღება და მუდმივი განვითარება არის ორგანიზაციის სტრატეგიის ნაწილი. კონფერენციებზე ტექ თანამშრომლების პოზიციონირება აისახება თიბისის ტექნოლოგიურ სიძლიერეზეც, რადგან ისინი ეცნობიან უახლეს ტენდენციებს, საუკეთესო პრაქტიკებს, აქვთ ნეთვორქინგის შესაძლებლობა და უშუალო კონტაქტი ექსპერტებთან. იქ მიღებული ცოდნა კი აუმჯობესებს მათ ყოველდღიურ საქმიანობასა და პროცესების ეფექტურ მართვას. ვფიქრობ, საერთაშორიოს კონფერენციებში მონაწილეობა, ზრდის ორგანიზაციის კონკურენტულ უპირატესობას. წლევანდელი წელი განსაკუთრებით გამოირჩეოდა კონფერენციებზე ჩვენი გუნდის წევრების მონაწილეობით, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ცოდნის გაზიარების კულტურა თიბისიში."
თიბისიში გვჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლებისთვის მსგავსი საერთაშორისო გამოცდილება არის ინსპირაცია, პრაქტიკული უნარები, საერთაშორისო კავშირები და თავდაჯერება, რომ თავად შეუძლია იფიქროს და იმუშაოს გლობალური ლიდერების დონეზე. კომპანიისთვის კი ეს ცოდნა გაუმჯობესებულ პროდუქტებად, დახვეწილ პროცესებად და ძლიერ გუნდად გარდაიქმნება.