თიბისელები სიახლეები ტექნოლოგია

თიბისი, როგორც ლიდერი ტექ დამსაქმებელი

თებერვალი 11, 2025

თიბისისთვის, როგორც ტექ დამსაქმებელისთვის, მნიშვნელოვანია თანამშრომელთა კმაყოფილების ამაღლება, მათთვის პროფესიული განვითარების შესაძლებლობების მიცემა, გუნდში ინოვაციებისა და კოლაბორაციების წახალისება. 

შეიქმნა მიმართულება, თიბისი ტექი, რომლის გარშემოც გაერთიანდა ინიციატივები თუ აქტივობები, რომლებიც ზემოხსენებული მიზნების აღსრულებისთვისაა საჭირო. შედეგად, თიბისიში გვსურს, რომ ტექ პროფესიონალებს ჰქონდეთ საერთაშორისო ბაზრის სტანდარტების მქონე სამუშაო გარემო.   

თიბისი ტექ კომუნის გარშემო IT პროფესიონალები ერთიანდებიან, ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ და ახალი ტექნოლოგიური მიღწევებით გვამარაგებენ.

თუმცა, ეს მხოლოდ ტექნოლოგიების განვითარებას არ ეხება – თიბისი ტექი ქმნის ერთიან, მზრუნველ და ინოვაციურ სამუშაო გარემოს, რომელიც თანამშრომლებისთვის განსაკუთრებულ ადგილს წარმოადგენს. 

რას გულისხმობს თიბისი ტექის ინიციატივები პრაქტიკაში? 

 

გადავწყვიტეთ, რომ თიბისის ტექ პროფესიონალებს თავად გაეზიარებინათ საკუთარი აღქმები კომპანიაზე, როგორც დამსაქმებელზე და იმაზე, თუ როგორი გარემოა მათთვის შექმნილი თიბისიში.   

თამარ ჯახია, სისტემის ანალიტიკოსი 


თამარი გვიყვება, რომ თიბისი მზრუნველი და ლოიალური დამსაქმებელია. გამოირჩევა კორპორატიული კულტურით, თანამშრომლის თვითგანვითარებაზე ზრუნვითა და ინტერესების გათვალისწინებით. 


"მომწონს, რომ კომპანია სამსახურის გარეთაც ზრუნავს ჩვენს განწყობასა და მოტივაციაზე. ყველაზე დასამახსოვრებელი ალბათ ჯომარდობის აქტივობა იყო, სრულიად განსხვავებული გამოცდილება მივიღე. შემთხვევითობის პრინციპით გუნდებად გაგვაერთიანეს და ასეთ ექსტრემალურ გარემოში ერთი მიზნისთვის სინქრონულად მივისწრაფოდით.“

ასევე, თავის გამოცდილებას გვიზიარებს მიხეილ ოსიპოვი, დეველოპერი/ასოცირებული პარტნიორი.


"თიბისი ტექის ინიციატივებმა ტექნოლოგიური სფეროს წევრების გარემო ბევრად საინტერესო და მრავალფეროვანი გახადა, ვიდრე ეს წარსულში იყო. მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა პროფესიულ განვითარებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. შარშან დავესწარით ტექნოლოგიურ კონფერენციას ამსტერდამში, სადაც გავეცანით მიმართულების ბოლო მიღწევებს, პერსპექტივებს, ხელოვნური ინტელექტის ახალ შესაძლებლობებს პროგრამული პროდუქტების შესაქმნელად, შევხვდით სფეროს წამყვან პროფესიონალებს და გავცვალეთ გამოცდილება. ამ ღონისძიებაზე მიღებული ცოდნა დღეს გვეხმარება ყოველდღიურობაში საუკეთესო შედეგებს მივაღწიოთ."

თიბისი ხელს უწყობს, როგორც პროფესიულ განვითარებას, ისე გუნდურობის გაძლიერებას. თანამშრომლები განსაკუთრებულ მომენტებად არამარტო ტექნოლოგიურ მიღწევებს, არამედ გუნდურ აქტივობებსაც ასახელებენ.  

ამასთან დაკავშირებით თიბისის ტექნოლოგიური პროცესების ანალიტიკოსი, ირინე მაჭავარიანი გვესაუბრა:


"თიბისი ტექის აქტივობები ხელს უწყობს გუნდის წევრების ერთმანეთთან დაახლოებასა და ინდივიდუალური ცოდნის გაზიარებას, რაც გადატვირთულ ყოველდღიურობაში ხშირად შეუძლებელია” 

თავისი აზრი გაგვიზიარა გიორგი არაბულმაც, ჩვენმა დეველოპერმა/ასოცირებულმა პარტნიორმა:


"ნეთვორქინგი ძალიან მნიშვნელოვანია, რაშიც თიბისი ნამდვილად გვიწყობს ხელს ტექ ხალხს. მითუმეტეს, ისეთ მასშტაბურ კონპანიაში, სადაც ყველას ინდივიდუალური გამოცდილება გააჩნია,მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს ტექ შეხვედრები და სესიები, რომლებსაც ხშირად კონფერენციის სახე აქვს. აქ ჩვენივე კოლეგები კონკრეტული თემის გარშემო გვიზიარებენ ცოდნას, გვესაუბრებიან თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ხელსაწყოებზე. დამატებით, ასეთი შეხვედრები, კოლეგებს ერთმანეთის უკეთ გაცნობაში გვეხმარება.” 

საბოლოოდ, თიბისიში ვაგრძელებთ თანამშრომლებისთვის საუკეთესო გარემოს შენებასა და საკუთარი ღირებულებების აქტიურად გავრცელებას, რაც, თავის მხრივ, ჩვენს კომპანიას ტექნოლოგიურ ლიდერად და საუკეთესო დამსაქმებლად წარმოაჩენს.