სიახლეები თიბისი შენთვის

თიბისის რისკების აკადემია- კურსი საუკეთესო გამოცდილებით

სექტემბერი 26, 2022

თიბისი აკადემიის რისკების მართვის კურსი შეიქმნა 2021 წელს და დღემდე მაღალი ინტერესით სარგებლობს იმ ადამიანებში, ვისაც აინტერესებს რისკების მიმართულება. ტექნოლოგიური მიმართულებები მომავლის პროფესიებად ითვლება, შესაბამიად სულ უფრო და უფრო იზრდება რისკების მნიშვნელობა მსოფლიო ბაზარზე.

კურსი 100%-ით ფინანსდება თიბისის მიერ და კანდიდატებს, ვინც გაივლის შესაბამისი შერჩევის ეტაპებს ეძლევათ შანსი, განათლება უფასოდ მიიღონ. სტუდენტები გადიან ექსელს, SQL Server, Power BI და მონაცემთა მეცნიერებას. ამ უნარების განვითარება კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია თანამედროვე დასაქმების ბაზარზე. სტუდენტები 3 თვიან ინტენსიურ კურსს გაივლიან სადაც ლექციები და შეხვედრები ტარდება როგორც დისტანციურად, ასევე ფიზიკურ გარემოში.

 

ავტორი: მაია გაგუა

კურსის სამიზნე აუდიტორიაა სტუდენტები და კურსდამთავრებულები, რომლებსაც შესაძლებლობა ეძლევათ უნიკალური ცოდნა და გამოცდილება პროფესიონალი ლექტორებისგან და რისკების მიმართულების სპეციალისტებისგან მიიღონ.

 

კურსი უკვე დაასრულა 60-მდე მონაწილემ. მათი ნაწილი დასაქმდა თიბისიში, ხოლო ნაწილმა სხვა სფეროში დაიწყო პროფესიული საქმიანობა, რაც აკადემიის გუნდისთვის ძალიან საამაყოა. პანდემიის შესუსტებამ აკადემიას საშუალება მისცა ბოლო კურსდამთვრებულებისთვის, სექტემბერში მოეწყო გამოსაშვები საღამო ფიზიკურ გარემოში, სადაც სტუდენტებმა, ლექტორებმა და თიბისის გუნდის წევრებმა ერთმანეთს გაუზიარეს ემოციები და დაგროვილი გამოცდილება, რომელიც კურსის განმავლობაში მოაგროვეს, ბოლოს კი სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები.

 

"რისკების აკადემიამ მომცა სიღრმისეული ცოდნა ბაზარზე მეტად მოთხოვნადი მიმართულებით. პროგრამის თითოეული კურსი საგულდაგულოდაა ორგანიზებული, უძღვებიან პროფესიონალი ლექტორები და სტუდენტებს აქვთ მუდმივი მხარდაჭერა საუკეთესო შედეგის დასადებად."


გიგა კახოიძე, მონაცემთა ბაზის დეველოპერი.

თიბისისთვის მნიშვნელოვანია ახალი თაობის მხარდაჭერა და მათთვის განათლების მიცემის ხელშეწყობა როგორც სხვა, ისე ტექნოლოგიური მიმართულებებით. ამ მიზანს ემსახურება თიბისის რისკების აკადემიაც, რომლის მეშვეობითაც კურსდამთავრებულები ეუფლებიან ღრმა ცოდნას ზემოაღნიშნულ პროგრამებში. თიბისის რისკების აკადემია განაგრძობს ფუნქციონირებას და კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდის გათვითცნობიერებას ტექნოლოგიებში.

სექტემბერში დაიწყო თიბისის რისკების აკადემიის მე-4 ჯგუფის მიღება. კურსზე რეგისტრაცია გახსნილია და მოქმედი იქნება 29 სექტემბრის ჩათვლით.

დეტალური ინფორმაცია კურსის და რეგისტრაციის შესახებ განთავსებულია ვებგვერდზე