სიახლეები ტექნოლოგია თიბისელები

თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია

თებერვალი 04, 2025

OKR (Objectives and Key Results) არის თანამედროვე მიზნების მართვის მეთოდოლოგია, რომელსაც აქტიურად იყენებენ ისეთი გლობალური კომპანიები, როგორებიცაა: Google, Amazon, Microsoft, LinkedIn, Netflix და სხვა. მეთოდოლოგიის მიზანია სტრატეგიული ფოკუსის შექმნა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა ორგანიზაციაში.

თიბისიში OKR მეთოდოლოგია 2021 წელს დაინერგა და მას შემდეგ ორგანიზაციის სტრატეგიული მართვის მთავარი ინსტრუმენტი გახდა. 

OKR-ის მეშვეობით გუნდებს საშუალება ეძლევათ, მარტივად განსაზღვრონ პრიორიტეტები, დაისახონ ამბიციური მიზნები, რაც, თავის მხრივ, ზრდის თანამშრომელთა ჩართულობას მიმდინარე პროცესებში. თიბისიში OKR კვარტლის დაგეგმვის პროცესის (QBR) ნაწილია. ამ მეთოდოლოგიამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა კომუნიკაცია ორგანიზაციაში. 

OKR Forum 2025 – გლობალური გამოცდილების გაზიარება  

OKR Forum-ზე სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვანი ლიდერები, ექსპერტები და კონსულტანტები, მიზნების მართვის მეთოდოლოგიის გამოცდილებასა და პრაქტიკულ რჩევებს აზიარებენ. 


2025 წლის OKR-ის ვირტუალურ ფორუმში მონაწილეობა თიბისიმაც მიიღო, სადაც თიბისელებმა - ნინო რევიშვილმა და ინგა ყელაურაძემ, გაგვიზიარეს თავიანთი, როგორც წარმატებული კომპანიის წარმომადგენლების გამოცდილება. 

"OKR ჩვენთვის არ არის მხოლოდ სტრატეგიული ინსტრუმენტი - ეს არის ცვლილების კულტურა, რომელიც გვაიძულებს მუდმივ განვითარებას, სწორი პრიორიტეტების განსაზღვრასა და შედეგების ეფექტიანად მიღწევას." - ინგა ყელაურაძე

თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია

წელს ფორუმზე 200 მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად, სულ სამი ძირითადი ნომინაცია დასახელდა: ახალი დანერგვის საუკეთესო შემთხვევისთვის გაიმარჯვა - Siemens, საუკეთესო დიდ მასშტაბზე (scaled) დანერგვის ნომინაციაში - TBC Bank, Group Rocher, ხოლო წარუმატებელი ცდის შემდეგ წარმატებული დანერგვის ნომინაციაში კი IGT-მ მოიპოვა გამარჯვება.

თიბისიმ 2025 OKR Forum-ზე მასშტაბური დანერგვის (The best Scaling of OKRs) ნომინაციაში გაიმარჯვა, რაც კომპანიის სტრატეგიული და ინოვაციური მართვის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაა.

ეს გამარჯვება ადასტურებს, რომ თიბისი არა მხოლოდ იყენებს OKR სისტემას, არამედ წარმატებით ნერგავს მას ორგანიზაციის მასშტაბით, აძლიერებს მიზნების მიღწევას და ზრდის ეფექტიანობას. ეს მორიგი მაგალითია იმისა, თუ როგორ ვითარდება თიბისი და ქმნის საუკეთესო პრაქტიკებს ბიზნეს სივრცეში. 

"ნებისმიერი სიახლის დანერგვის დროს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალმა მიდგომებმა ღირებულება მოუტანოს ორგანიზაციას და გახადოს პროცესები მეტად ეფექტური, თუმცა, როდესაც ჩვენი ორგანიზაციის გამოცდილებას საერთაშორისო კომპანიების მხრიდანაც ასეთი აღიარება მოჰყვა, ორმაგად სასიამოვნო და საამაყო ამბავია." - ნინო რევიშვილი

ფორუმში ასევე მონაწილეობა მიიღეს წამყვანმა კომპანიებმა, როგორიცაა: Siemens, Trimble, Partena, Worldline, Roambee, Bieber Group და BT, რომლებმაც თიბისისთან ერთად ისაუბრეს OKR-ის შესაძლებლობებზე და მის როლზე ორგანიზაციული ტრანსფორმაციის პროცესში.