ტექნოლოგია

ინოვაციები თიბისიში: Atlassian Intelligence

ნოემბერი 01, 2024

თიბისიში ეფექტურობისა და სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისთვის ინოვაციურ მიდგომებს მუდმივად ეძებენ - ამის თვალსაჩინო მაგალითი ინოვაციური ხელსაწყოს, Atlassian Intelligence-ის (AI) დანერგვაა, რომელიც კომპანიას სამუშაო პროცესების გამარტივებასთან ერთად, რეგიონში წამყვანი პოზიციის გამყარებაშიც ეხმარება.

Atlassian-ის პროდუქტებში, როგორიცაა Jira , Jira Service Management და Confluence აერთიანებს, გუნდების ეფექტურ და მოქნილ მუშაობას ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით განაპირობებს.


Atlassian Intelligence-ის ინტეგრაციამ თიბისის სამუშაო პროცესები გარდაქმნა. თვალსაჩინოებისთვის, ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით, კომპანია დროს ზოგავს დროს ისეთ რუტინულ საქმიანობაზე, როგორიცაა ავტომატიზაციის წესების გაწერა, დავალებების გენერირება და კონტენტის შეჯამება.

თიბისის IT მმართველობის ლიდერის, გიორგი ციცქიშვილის თქმით, ამან გუნდების პროდუქტიულობაც გაზარდა, რამაც თიბისის სტრატეგიულ პროექტებზე ფოკუსირების შესაძლებლობა მისცა. გამოსარჩევია ის ფაქტიც, რომ ჩვენი გამოცდილების გაზიარება Atlassian-მა გვთხოვა და შემდეგ საკუთარ ვებ-გვერდზეც გამოაქვეყნა.

8-10 ოქტომბერს თიბისის გუნდი, Atlassian-ის მოწვევით, Atlassian-ის ევროპაში პირველ მასშტაბურ ღონისძიებას Team '24-ს დაესწრო ბარსელონაში. კონფერენციის ფარგლებში, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ერთი მხრივ, კომპანიის წარმომადგენლებს გასაუბრებოდნენ და ახალი ხელსაწყოების შესახებ პირადად მათგან გაეგოთ, მეორეს მხრივ, სხვა, ინტეგრატორ კომპანიებს შეხვედროდნენ. კოლეგები ატლასიანიდან და სხვა კომპანიებიდან როდესაც იგებდნენ, რომ თიბისიმ Cloud-ზე ინტეგრაცია თავად, ინტეგრატორის დახმარების გარეშე შეძლო, გაოცებას ვერ მალავდნენ. 

“ეს მიღწევა ხაზს უსვამს ჩვენს შიდა კომპეტენციებს და Atlassian-თან მჭიდრო თანამშრომლობას. მიგრაციის პროცესმა არა მხოლოდ დააოპტიმიზირა შიდა ინფრასტრუქტურა, არამედ გააუმჯობესა პროცესები და შიდა კომუნიკაციაც”.

ღონისძიების ყველაზე შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი ნაწილი Atlassian Rovo ხელსაწყოს წარდგენა იყო. ეს AI-ზე დაფუძნებული პროდუქტია, რომელიც გუნდებს მონაცემების ანალიზში და შემდგომ მოქმედებაში დაეხმარება. Rovo გუნდებისთვის გადამწყვეტი ინსტრუმენტი იქნება, რათა სწრაფად და მარტივად მართონ მონაცემები მრავალ პლატფობრმაზე.



თიბისიმ Team '24-ზე კომპანიებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა გამოიყენა და მათ Cloud-ზე მიგრაციის გამოცდილებაზე მოუყვა.

“კონფერენციაზე Braindate სესია გავმართე, სადაც ჩვენი მიგრაციის გზა, წარმატებები და გამოწვევები განვიხილეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი უკუკავშირის გაცვლა იყო – ჩვენ გავუზიარეთ Atlassian-ს ჩვენი გამოცდილება Atlassian Intelligence-ის გამოყენებით და მივიღეთ მათი რჩევები, თუ როგორ შეგვიძლია კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ პროცესები”

ნიკა მელიქიძე

თიბისი ბანკის ტექპროცესების ავტომატიზაციის ექსპერტი

Team ’24 კონფერენციაზე თიბისი რეგიონიდან პირველი ბანკია, რომელმაც თავისი მიღწევები ასეთ პრესტიჟულ და გლობალურ ღონისძიებაზე წარადგინა. ყველაფერთან ერთად, კომპანიამ Atlassian-ის ქომუნითი მაპზე რეგიონის პოპულარიზაცია დაიწყო.

Atlassian Intelligence-ის ინტეგრაციამ თიბისის ოპერაციები უკვე გააუმჯობესა, ხოლო Team ’24-ზე მიღებული ცოდნა, კომპანიას პროცესების გაუმჯობესებაშიდაეხმარება. თიბისი Atlassian-თან მჭიდრო თანამშრომლობას აგრძელებს და ცდილობს, მთელს რეგიონში ინოვაციისა და განვითარების წამყვანი მოთამაშე იყოს.

ავტორი: გივი ცერაძე