ტექნოლოგია

Google Pay — თიბისის მომხმარებლების ცხოვრების გამარტივებისთვის

ნოემბერი 22, 2022

Google Pay საქართველოშია და თიბისის მომხმარებლებისთვის გადახდა კიდევ უფრო მარტივია!

თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივება და საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაა, ამიტომაც ეს სიახლე ერთ-ერთმა პირველმა შესთავაზა Android-ისა და WearOS მოწყობილობების მფლობელებს.


როგორ გვიმარტივდება ცხოვრება? — ამიერიდან, საბანკო ბარათის ფიზიკურად თან ტარება აუცილებელი აღარ არის და ნებისმიერ ადგილას, სადაც უკონტაქტო გადახდის POS ტერმინალებია განთავსებული, მობილური ტელეფონით გადავიხდით.


ამ სიახლით მომხმარებლების ყოველდღიური ცხოვრება ერთი ნაბიჯით უფრო გამარტივდება, რადგან Google Pay-ს გამოყენებით საბანკო ტრანზაქციებს უფრო სწრაფად და უსაფრთხოდ განახორციელებენ.

"თავისი არსებობის 30 წლის განმავლობაში, თიბისი ყოველთვის იდგა ინოვაციური ციფრული გადაწყვეტების ავანგარდში და მომხმარებელს მუდმივად სთავაზობდა საუკეთესო სამომხმარებლო და ბრენდის გამოცდილებას. ჩვენ ვაგრძელებთ მომხმარებლისთვის მოწინავე, ინოვაციური ციფრული პროდუქტებისა და სერვისების მიწოდებას. თიბისი სერვისების Google Pay-სთან ინტეგრაცია კიდევ უფრო გვაახლოებს ჩვენს მისიასთან — ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებასთან."

თორნიკე გოგიჩაიშვილი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

როგორ შეგვიძლია ბარათების Google Wallet-ში დამატება?


პირველ რიგში, თიბისის ბარათები Google Wallet-ში უნდა დაამატო. ანდროიდის მობილური ტელეფონების ზოგიერთ მოდელზე Google Wallet-ის აპლიკაცია თავიდანვე დაინსტალირებულია. სხვა შემთხვევაში, იგი GOOGLE PLAY-ში უნდა მოძებნო.


რაც შეეხება ვირტუალურ საფულეში ბარათების დამატებას, ამისთვის ორი გზა არსებობს:


  • Google Wallet-ის აპლიკაციაში ბარათის მონაცემების ხელით შეყვანა;
  • ციფრული ბანკიდან ბარათის დამატება.


მარტივდება გადახდის გზებიც: Google Wallet-ით სარგებლობა შესაძლებელია საქართველოში და საზღვარგარეთ, ისეთ ადგილებში, სადაც იქნება უკონტაქტო გადახდის ან Google Pay-ს ნიშანი. სისტემის გამოყენება ინტერნეტთან წვდომის გარეშეც არის შესაძლებელი.



როგორ შეგვიძლია Google Wallet-ით გადახდა?


Google Wallet-ით გადახდისთვის სულ რამდენიმე მარტივი ქმედების შესრულებაა საჭირო.



POS ტერმინალზე (Google Wallet-ის გახსნით)



1. განბლოკე ტელეფონი და გახსენი Google wallet აპლიკაცია;

2. აარჩიე Google wallet-ში დამატებულ ერთ-ერთ ბარათი

3. მოათავსე მობილურ ტელეფონი ტერმინალის უკონტაქტო წამკითხველთან;

4. ტრანზაქცია შესრულებულია.


POS ტერმინალზე გადახდა (Google Wallet-ის გახსნის გარეშე)


მობილური ტელეფონის განბლოკვის და Google wallet აპლიკაციის გახსნის გარეშე შესაძლებელია 100 ლარამდე ოდენობის ტრანზაქციის შესრულება.


1. მოათავსე მობილური ტელეფონს ტერმინალის უკონტაქტო წამკითხველთან;

2. ავტომატურად გახსენი Google wallet-ის აპლიკაცია, რომელშიც არჩეულია დეფოლტად განსაზღვრული ბარათი.

3. ტრანზაქცია შესრულებულია.


ონლაინ მაღაზიაში გადახდა


მნიშვნელოვანია, რომ ვებ-გვერდს/აპლიკაციას, სადაც ხდება ტრანზაქციის განხორციელება ჰქონდეს Google Pay-თ გადახდის შესაძლებლობა;


1. განბლოკე ტელეფონი

2. ვებ-გვერდზე/აპლიკაციაში სასურველი ნივთის/მომსახურების შერჩევის შემდეგ აარჩიე Google Wallet-ით გადახდის მეთოდი;

3. დაადასტურე გადახდა


ბანკომატიდან (ATM) თანხის განაღდება


1. განბლოკე ტელეფონი და გახსენი Google wallet აპლიკაცია

2. აირჩიე Google wallet-ში დამატებულ ერთ-ერთ ბარათს;

3. მოათავსე მობილურ ტელეფონი ბანკომატის უკონტაქტო წამკვითხველთან;

4. ბანკომატზე შეიყვანე ბარათის პინ-კოდი;

Google Wallet-ის აპლიკაციის გადმოწერა და სარგებლობა უფასოა, ხოლო ბარათების დამატება და გადახდის ამ საშუალების გამოყენება — ძალიან მარტივი.

თიბისი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც მუდმივად ნერგავს ინოვაციურ სიახლეებს. საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება კი, რომლის ერთ-ერთი კომპონენტია Google Pay-ის სერვისის დანერგვა, თიბისის კულტურისა და ღირებულებების ცენტრალური ხაზია.

ავტორი:ონ.ჯი