განათლება სიახლეები

ვქმნით ერთად განათლებისთვის

მარტი 21, 2025

ყოველი ადამიანის ინდივიდუალური განვითარების გზა ერთმანეთისგან განსხვავებული და მრავალფეროვანია. თუმცა, თანამედროვე მსოფლიო შეთანხმდა, რომ არსებობს ერთი საერთო რამ, რის გარეშეც ადამიანი 21-ე საუკუნის კონკურენტული სამყაროს გამოწვევებს თავს ვერ გაართმევს. განათლება სწორედ ასეთი ფენომენია და ამ სამყაროში წარმატების გზის გაკვლევის მთავარი იარაღი.

შესაბამისად, შემთხვევითი არ არის, რომ თიბისის გუნდი ქვეყნის წინსვლის გზას ადამიანების ინდივიდუალურ მიღწევებში ხედავს, რომლებსაც, ჩვენი აზრით, განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაზრდა ქმნის. ამიტომ, თიბისიმ განათლება მნიშვნელოვან სტრატეგიულ მიმართულებად აქცია და მაქსიმალურად ცდილობს ყველა ის საზღვარი გაარღვიოს, რომლებიც განათლების მიღების მსურველ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ საქართველოში.

ახალი თაობის კარიერული განვითარების ხელშეწყობა, ვფიქრობთ, ყველა სფეროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს, ამიტომ ვეცადეთ, რამდენიმე პროექტი კონკრეტულად მათთვის შეგვექმნა.

ამის მაგალითია სკოლის ასაკის, კერძოდ, მე-9 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის, განკუთვნილი პროგრამა, თიბისის ტექსკოლა, რომელიც ტექნოლოგიით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ცოდნის გაღრმავების საშუალებას აძლევს. თუ ხარ სკოლის მოსწავლე მე-9 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით და გინდა ისწავლო როგორ ააწყო ვებგვერდები (Front End: HTML, CSS) ან მათი პროგრამირება (Back End – Python), მობილური აპლიკაციების შექმნა ან UI/UX დიზაინი, შეიძლება სულაც გრაფიკული დიზაინი ან ციფრული მარკეტინგი გაინტერესებს, შენს სასურველ კურსს თიბისის ტექსკოლაში აუცილებლად იპოვი.

გახსოვდეს, რომ თიბისის ტექსკოლაში მონაწილეობის მიღება საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან შეგიძლია და სწავლის პროცესი სრულიად უფასოა. მთავარია შენ გქონდეს სურვილი, რომ ისწავლო, განვითარდე, ტექნოლოგიური სამყაროს მწვერვალებს მიწვდე, შემოქმედებით და სიახლეებით სავსე გარემოზე კი ჩვენ ვიზრუნებთ.  

თიბისის გუნდი ყოველდღიურად ცდილობს ყველანაირი ინტერესის ადამიანს მიწვდეს, რომელსაც განათლების მიღება სურს. ამ მიზნით შეიქმნა „თიბისი კამპუსი“, რომელიც 18-24 წლამდე სტუდენტებისთვის აჩენს შესაძლებლობას როგორც ტექნოლოგიური, ისე ბიზნეს მიმართულებების შესახებ მიიღონ ცოდნა.


ამასთან, ჩვენი მიზანია შევქმნათ უნივერსიტეტისგან განსხვავებული სივრცე, სადაც სტუდენტები არა მხოლოდ თეორიულ, არამედ პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ და კამპუსის გავლის შემდეგ შეძლებენ არჩეული მიმართულებით კონკურენტულ ბაზარზე დასაქმებას. ეს დისციპლინებია: ტექნოლოგიური პროექტების მართვის საფუძვლები, მონაცემთა ანალიზი, გრაფიკული დიზაინი, UI/UX დიზაინი, მეწარმეობა და ბიზნესის დაგეგმარება, სარეკლამო კონტენტის შექმნა, საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია - SEO და ციფრული მარკეტინგი.


გახსოვდეს, რომ როგორც სხვა პროგრამებში „თიბისი კამპუსშიც“ სწავლება საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან სრული დაფინანსებითა და ონლაინ კურსებით შეგიძლია.   

„სწავლობ იქ, სადაც ხარ სულ ახლისა და საინტერესოს მოლოდინში“

იქიდან გამომდინარე, რომ ვიაზრებთ ახალგაზრდების მზარდ ინტერესს ტექნოლოგიური ეკოსისტემის მიმართ, თიბისის ამ მიმართულების პროექტები აქაც არ მთავრდება და 18 წელს ზემოთ ადამიანებისთვის ერთ-ერთი განსაკუთრებით წარმატებული წამოწყებით „IT Academy” გრძელდება.


2019 წლიდან ეს პროგრამა 1000-მდე ადამიანმა გაიარა და მათგან 300-მდე აკადემიის წარმატებული კურსდამთავრებული თიბისისა და თიბისის შვილობილ კომპანიებში დასაქმდა. შესაბამისად, ეს პროგრამა არა მხოლოდ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მაღალი ხარისხის განათლებას გპირდება, არამედ დასაქმების პოტენციურ შესაძლებლობასაც გიქმნის. „IT Academy”-ში შენ არა მხოლოდ საკუთარი წარმოსახვით, არამედ პრაქტიკული ლექციების, მენტორშიფ სესიებისა და სფეროს წამყვან სპეციალისტებთან ერთად რეალურ პროექტებზე იმუშავებ.

თიბისისთვის სტუდენტების განათლების ხელმისაწვდომობაზე ზრუნვაც პრიორიტეტულია, ამიტომ მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ განათლება ტექნიკური მიმართულებით და სურთ, მეტად გაიღრმავონ ანალიტიკური უნარები, გაეცნონ მონაცემთა ანალიზის სხვადასხვა ეფექტურ მეთოდს და მიიღონ ცოდნა რისკების მიმართულებით, შევქმენით თიბისის რისკების აკადემია.


აღსანიშნავია, რომ სხვა პროექტების მსგავსად რისკების აკადემიაც თიბისის დაფინანსებით ხორციელდება. აქ დარგის წამყვანი პროფესიონალებისგან, მოწვეული ლექტორებისა და თიბისის თანამშრომლებისგან შენ მიიღებ როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ გამოცდილებას იმაზე, თუ როგორ იოპერირო საფინანსო სექტორში.

მთავარია გქონდეს მოტივაცია და შრომისმოყვარეობა, რისკების აკადემია კი ყველაფერს მოგცემს იმისთვის, რომ თანამედროვე ბაზრის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად პროფესიას დაეუფლო.   

თიბისისთვის გოგოების ტექნოლოგიურ ასპარეზზე წინსვლაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიზნით პროექტის „Technovation Girls“ მხარდამჭერები გავხდით. „Technovation Girls 2025“-ში მონაწილეობა შეუძლიათ 13-დან 18 წლამდე გოგონებს, მთელი საქართველოს მასშტაბით. როგორც თიბისის ტექსკოლა, ასევე „Technovation Girls“-იც უფასოა.

ამიტომ, თუ ოდესმე გიფიქრია, რომ საკუთარი აპლიკაცია შეგექმნა ან ხელოვნური ინტელექტის პროდუქტები განგევითარებინა, ეს პროექტი შენთვისაა.

„სწავლობ იქ, სადაც ხარ მოტივირებული“ 

როგორც უკვე გაიგე, თიბისის გუნდი შენი ინტერესებისა და ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით განსხვავებულ საგანმანათლებლო კურსებს გთავაზობს: „თიბისი ტექსკოლა”, „თიბისი კამპუსი“, „IT Academy”, “რისკების აკადემია“, “Technovation Girls”.

ჩვენი მიზანია გავარღვიოთ ყველა ბარიერი, რომელიც შეიძლება მაღალი ხარისხის განათლების ხელმისაწვდომობაში ხელს გიშლიდეს.

გახსოვდეს, რომ რომელი კურსიც არ უნდა აირჩიო შთაგონებით სავსე გარემო ყველგან დაგხვდება, შენგან მხოლოდ შრომა და მოტივაციაა საჭირო.


ვქმნით ერთად განათლებისთვის