მაისი 27, 2022
ციფრული ბანკის შექმნამ მომხმარებლის ცხოვრება ბევრად უფრო იოლი გახადა – ფინანსური ტრანზაქციების შესრულება, ანგარიშების შემოწმება, ისტორიის ნახვა და სხვა სერვისები ჩვენივე ტელეფონში შეგვიძლია განვახორციელოთ, რაც ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული რამ არის, რაც ტექნოლოგიებს ჩვენამდე მოუტანია.
ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში მსოფლიო მასშტაბით, ძირითადად, SMS ბანკინგი იყო გავრცელებული. ვებსერვისების აქტიურ დანერგვამდე ბანკები მომხმარებელთან ურთიერთობის ამ ფორმატს იყენებდნენ, თუმცა დაახლოებით 2010 წლიდან საერთაშორისო ბაზარზე აქტიურად გამოჩნდა მობილური აპლიკაციები, რომლებიც ბანკებს ეკუთვნოდა, მათი სმარტფონში ჩამოტვირთვა და საბანკო ოპერაციების შესრულება იყო შესაძლებელი.
თუკი ამ ტექნოლოგიის დანერგვამდე, ადამიანს ელემენტარული მომსახურების მისაღებად ბანკის ფილიალში უწევდა მისვლა, იქ თავისი რიგის ლოდინი და შემდეგ ოპერატორთან გასაუბრება, საბუთებზე ხელის მოწერა და ა.შ. დღეს ციფრული ბანკი გვეუბნება, რომ ყველაფერი ეს ჩვენით შეგვიძლია გავაკეთოთ, ჩვენსავე სმარტფონებში, რამდენიმე წამში, ნებისმიერი ადგილიდან და სიტუაციიდან.
დღესდღეობით, მსოფლიო მასშტაბით, თითქმის არ არსებობს არცერთი დიდი ბანკი, რომელსაც ციფრული ბანკი არ აქვს. COVID-19-ის პანდემიის პერიოდში ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურად დადგა, რადგან კომფორტულთან და საიმიჯოსთან ერთად, უკვე აუცილებელიც გახდა მსგავსი დისტანციური სერვისების არსებობა. ამ მიმართულებით ტენდენციები მუდმივად მზარდია იმის მიხედვით, თუ რა მოთხოვნები აქვს მომხმარებელს, როგორია მისი გამოცდილება უკვე არსებულ ციფრულ სისტემასთან და როგორ შეიძლება ამის გაუმჯობესება.
თიბისის ციფრული ბანკი 2012 წელს შეიქმნა. მას შემდეგ მისი ინტერფეისი მუდმივად იხვეწება და მომხმარებელზე მეტად მორგებული ხდება. ამ ხნის განმავლობაში ბრენდის მობაილ ბანკინგი არაერთი ჯილდოს მფლობელი გახდა, მათ შორის საუკეთესო ინტერნეტ ბანკის ტიტულიც აქვს მოპოვებული. ამ თემებზე თეა კობახიძეს – თიბისის ციფრული გუნდის ასოცირებულ პარტნიორს გავესაუბრეთ:
როდის შეიქმნა თიბისის ციფრული ბანკი და დღეისათვის რამდენი აქტიური მოხმარებელი ჰყავს?
თიბისის მობაილბანკი 2012 წელს შეიქმნა და დღეს უკვე 800 000-მდე აქტიური მომხმარებელი ჰყავს. იმ დროს საქართველოში საბანკო აპლიკაციები არ იყო აქტუალური, თუმცა საკმაოდ პოპულარული იყო მსოფლიოში. თიბისის ყოველთვის ჰქონდა ამბიცია, მსოფლიოს მასშტაბით ინოვაციური და ღირებული სერვისებისა თუ პროდუქტების შექმნის, სწორედ ეს იყო ბიძგი, მობაილბანკის შექმნისთვის.
რით განსხვავდება პირვანდელი მობაილბანკი არსებულისგან და რა გამოცდილებაზე დაყრდნობით მიიღეთ დღევანდელი ინტერფეისი?
პირველადი მობაილბანკი საკმაოდ მარტივი და ფუნქციური იყო. იმ დროს ფუნქციონალის ის სიმრავლეც არ იყო აპლიკაციაში, რაც დღეს გვაქვს. ვფიქრობ, სწორედ იმ პირველმა ვერსიამ შეაყვარა თავი მომხმარებლებს. შემდგომ დიდი რედიზაინი გავაკეთეთ 2019 წელს, როცა სრულად აპლიკაციის ვიზუალური მხარე განვაახლეთ. დავტოვეთ ის ძირითადი ქცევები, რაც მომხმარებლისთვის ძალიან კომფორტული იყო, თუმცა სტილი სრულად განვაახლეთ.
თიბისის ციფრულ ბანკს არაერთი აღიარება აქვს მოპოვებული. თუ შეგიძლიათ, გვითხრათ, რა აღიარებებია ესენი და მათ შორის თუ არის ისეთი, რომელსაც გამოყოფდით?
გლობალ ფაინენსის პრიზებს ყოველთვის ვიღებდით სხვადასხვა კატეგორიაში, თუმცა ამ მხრივ 2019 წელი გამორჩეული იყო, როცა მსოფლიოში საუკეთესო მობაილბანკის აპლიკაციის ჯილდო მოვიპოვეთ.
როგორია ციფრული ბანკის მსოფლიო ტრენდები? რას უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე, გამართული მობაილბანკი მომხმარებლისთვის?
ციფრული ბანკის მსოფლიო ტრენდი არის, რომ მომხმარებელს სრულად შესთავაზოს ყველა მისთვის საინტერესო საბანკო სერვისი აპლიკაციის დახმარებით და ეს პროცესი მომხმარებლისთვის მაქსიმალურად სახალისოდ, პერსონალიზებულად და მარტივად წარმართოს.
ახლახან თიბისიმ ჩაუშვა კიდევ ერთი საინტერესო კამპანია, რომლის მთავარი მესიჯიცაა „აქ, ახლა, შენით”. კამპანია თიბისის ციფრულ ბანკს და მისი დახმარებით მომხმარებლის ცხოვრების გამარტივებას ეხება. კამპანიაზე თიბისის გუნდმა სააგენტო „ლივინგსტონთან” და პროდაქშენ სააგენტო ენკენისთან ერთად იმუშავა. ამ თემაზე კითხვებით სალი დადიანს, თიბისის ციფრული გუნდის მარკეტერს მივმართეთ:
როგორ გაჩნდა კამპანიის „აქ ახლა შენით” იდეა და რას ეძღვნება იგი?
თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა. თანამედროვე სამყაროში ციფრული ბანკი ათასობით მომხმარებლის ყოველდღიურობის ნაწილი გახდა, ის ყველა ჩვენგანს უმარტივებს ცხოვრებას. ახალი კამპანიით გვინდოდა, გვესაუბრა იმ სიმარტივეზე, რომელიც ციფრულ ბანკს მოაქვს ჩვენთვის.
დავიწყეთ ფიქრი, როგორ აგვეხსნა მომხმარებლისთვის, თუ რამხელა შესაძლებლობაა დღეს ციფრული ბანკი და მისი ფუნქციონალები და პროდუქტები, რომელსაც ყოველღიურად ვქმნით და ვავითარებთ ჩვენი მოხმარებლებისთვის. ახალი კამპანიის იდეაც აქედან გაჩნდა, გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ ადამიანებს, რომ არსებობს ჩვენი ციფრული ბანკი, რომელიც წამებში აკეთებს ისეთ ფინანსურ ოპერაციებს, რაზეც ადრე დიდი დრო გვეხარჯებოდა.
„აქ ახლა შენით” – ვიდეორგოლის მთავარი მესიჯია, რომელიც ციფრულ ბანკს ეხება. როგორ ეხმიანება ერთმანეთს ეს მესიჯი და ციფრული ბანკის მნიშვნელობა, რა არის თქვენი ძირითადი გზავნილი?
ამ გზავნილით, კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ ჩვენს მომხმარებლებს, რომ ციფრული ბანკი ყველა ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, დამოუკიდებლად შეასრულოს ყოველდიური საბანკო ოპერაციები და ამ პროცესით გაიმარტივოს ცხოვრება. თანამედროვე ადამიანისთვის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენ ვქმნით ისეთ პროდუქტს რომელიც ადამიანებს დროს და რესურსს დაუზოგავს. გვინდა ყველას ვუთხრათ – აქ.ახლა შენით შეგიძლია ეს შესაძლებლობები გამოიყენო.
თქვენი აზრით, როგორ უმარტივებს ცხოვრებას ციფრული ბანკი მომხმარებელს?
ციფრული ბანკი აძლევს მომხმარებელს ყველანაირ შესაძლებლობას, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში სწრაფად და მარტივად შეასრულოს ფინანსური ოპერაციები და სწორედ ეს არის ცხოვრების გამარტივება.
ავტორი: marketer.ge