ტექნოლოგია

თიბისის ციფრული ბანკი უკრაინისთვის

მარტი 24, 2022

თიბისის ციფრულ ბანკს უკრაინის დასახმარებლად ახალი ფუნქციონალები დაემატა 

 

თიბისიმ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გახსნილ საქველმოქმედო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის პროცედურა გაამარტივა. ამისათვის, თიბისის ციფრული ბანკის გუნდმა აპლიკაციაში ახალი შაბლონი დაამატა, რომელიც სხვასთან გადარიცხვის და სხვასთან მობილური ნომრით გადარიცხის გვერდებზეა ხელმისაწვდომი. შაბლონის გამოყენებით განხორციელებული ტრანზაქციების საკომისიოს თიბისი თავად ფარავს.


ციფრული ბანკის მოხმარება შაბლონის დამატების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა.


შაბლონის გამოყენებით უკრაინის მხარდასაჭერად უკვე 4,663 ტრანზაქცია შესრულდა.

ამას გარდა, IBAN საკნერის დახმარებით, მოხმარებელს შეუძლია პირდაპირ გადაიტანოს საქველმოქმედო ანგარიში ციფრულ ბანკში გადარიცხვისთვის, IBAN სკანერი აღიქვამს ანგარიშის ნომერს ფოტოდან და მოხმარებელს ანგარიშის ნომრის ხელით ამოწერა არ სჭირდება. თიბისის გადაწყვეტილებით, მომხმარებლებს უკრაინის მიმართულებით, დახმარების მიზნით თანხის გადარიცხვა საკომისიოს გარეშე შეუძლიათ.  

 

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შექმნილ ანგარიშზე მილიონ ნახევარ ლარზე მეტი შეგროვდა, შეგროვილი თანხა პერიოდულად ირიცხება უკრაინის ეროვნული ბანკში. 



თიბისის მობაილბანკის აპლიკაციის აიქონი უკვე ხელმისაწვდომია უკრაინის დროშის ფერებით.  

თიბისის ციფრული ბანკის გუნდი მუდმივად აგრძელებს აპლიკაციაში სიახლეების დანერგვას, მომხმარებლების საჭიროებებიდან გამომდინარე.


კიდევ ერთხელ შეგახსენებთ საქველმოქმედო ანგარიშის ნომრებს:  

 

GEL #GE68TB7318736080100007 

მიმღები: ააიპ თიბისელები 

USD | EUR #GE80TB7318736180100001 

მიმღები: NNLE TIBISELEBI