ტექნოლოგია

თიბისის ტექნოლოგიური სიახლე - ციფრული სამომხმარებლო სესხი

ოქტომბერი 08, 2021

ხშირად, ადამიანები, ერთმანეთთან კავშირს ვწყვეტთ, რუტინაში ვიკარგებით და გვავიწყდება, რომ დრო - ჩვენი მთავარი რესურსია, ხოლო ადამიანური კავშირი - ჩვენი საწყისი, რომელთაც სიფრთხილითა და წინდახედულობით უნდა მოვეკიდოთ. თუმცა კი, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ეს არ ავიწყდებათ თანამედროვე ტექნოლოგიურ კომპანიებს, რომელთაც მათი საქმიანობის ქვაკუთხედად, მომხმარებლის ნაცვლად - ადამიანი აქციეს.

თიბისი ბანკი - ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა, რომელმაც იგრძნო რა ადამიანების ცხოვრების გამარტივების კიდევ ერთი შესაძლებლობა და ინოვაციური ფინანსური პროდუქტი - ციფრული სამომხმარებლო სესხი შექმნა.

ციფრული სამომხმარებლო სესხი ინოვაციური ფინანსური პროდუქტია, რომლის მიღება ავტომატურად და ყოველგვარი ბიუროკრატიული სირთულის გარეშე, სახლიდან გაუსვლელად, თიბისის მობაილბანკიდან შეგიძლიათ. შესაბამისი ფუნქციონალის გასააქტიურებლად თიბისის მობაილბანკის აპლიკაცია უნდა განაახლოთ.

„ციფრული სამომხმარებლო სესხის პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად შევქმენით. აუცილებელი გახდა, რომ მომხმარებლებლებს მათთვის საჭირო თანხის მოთხოვნა ავტომატურად და ყოველგვარი ლოდინის გარეშე შეძლებოდათ - თანაც, თიბისის მობაილბანკიდან, მათი საყვარელი აპლიკაციიდან, რომელსაც ყოველდღიურად იყენებენ“, - აღნიშნავს მობაილბანკის გუნდის კაპიტანი, რუსკა პაპუნაშვილი. სიმარტივის გარდა, თიბისის ციფრული სამომხმარებლო სესხი პირობებითაც გამოირჩევა - საპროცენტო განაკვეთი 14.5%-დან იწყება, ხოლო ეფექტური - 18%-დან. თიბისის სხვადასხვა არხის შემოთავაზებებს შორის, მობაილბანკის ციფრული სამომხმარებლო სესხი - საუკეთესოა. 

ინოვაციური ფუნქციონალის გაშვებასთან ერთად, თიბისიმ საინტერესო კამპანიაც წამოიწყო: მობაილბანკიდან ციფრული სამომხმარებლო სესხის გააქტიურების შემდეგ, მომხმარებელი 100-მდე ერთგული ქულით დასაჩუქრდება, რაც მას დამატებით სარგებელს მოუტანს.

ცნობისთვის, ერთი ერთგული ქულა უდრის ერთ ლარს და ამ ქულებით ნივთებისა და სერვისების შეძენა, ერთგულის პარტნიორ ობიექტებში შეიძლება.

თიბისის მობაილბანკიდან ციფრული სამომხმარებლო სესხის მისაღებად, რამდენიმე მარტივი მოქმედება უნდა შეასრულოთ:

შებრძანდით მობაილბანკის შეთავაზებებში;

აირჩიეთ სამომხმარებლო სესხი;

მიუთითეთ სასურველი თანხა;

აირჩიეთ, გსურთ თუ არა საშეღავათო პერიოდით სარგებლობა;

მიუთითეთ საქმიანობის სფერო;

თქვენი ყოველთვიური შემოსავალი;

სესხის გადახდის დრო და მეთოდი და მიუთითეთ ანგარიში, რომელზეც გინდათ, რომ მოთხოვნილი თანხა მიიღოთ;

გაეცანით პირობებს და დაადასტურეთ ხელშეკრულება.

მოთხოვნილი თანხა თქვენს ანგარიშზე ჩაირიცხება - სულ ეს არის! 

გადმოიწერე მობაილბანკი

iOS-სთვის

Android-ისთვის