ტექნოლოგია ბიზნესი სიახლეები

თიბისის განახლებული პორტალი დეველოპერებისთვის

ნოემბერი 15, 2021

სამყაროს განვითარებასთან ერთად, ფინანსურ და ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის ოდითგანვე არსებული მკვეთრი განსხვავებები, სულ უფრო და უფრო უფერულდება: ტექნოლოგიური კომპანიები ფინტექებად ყალიბდებიან, ხოლო ფინანსური კომპანიები მომხმარებლებს ტექნოლოგიურ პროდუქტებს სთავაზობენ. მზარდი კონკურენციის პირობებში საკუთარი ადგილის საპოვნელად, ზუსტი გადაწყვეტილებების მიღება კომპანიებმა უფრო სწრაფად უნდა შეძლონ, რაც რთულად წარმოსადგენია, გარკვეული ფუნქციებისა და ამოცანების ექსპერტებისადმი დელეგირების გარეშე.

 

თიბისიში ფიქრობენ, რომ დინამიურ სამყაროში თავის დასამკვიდრებლად, კომპანიებს საბანკო სერვისების ინტეგრაცია სწრაფად და მარტივად, ბიუროკრატიული პროცესების გვერდის ავლით უნდა შეეძლოთ, რაც მათ ფინანსური სერვისების დელეგირების საშუალებას მისცემს და ყოველდღიურ საქმიანობას საგრძნობლად გაუმარტივებს. სწორედ ამიტომ, თიბისიმ დეველოპერების პორტალი შექმნა, რომლის დახმარებით, ნებისმიერი კომპანია, საკუთარ ციფრულ ბიზნესში, თიბისის მრავალფეროვანი API სერვისების დაერთებას შეძლებს, რაც მათ ბიზნესის წარმართვას გაუიოლებს, ხოლო მათი მომხმარებელთა ცხოვრებას - კიდევ უფრო კომფორტულ გახდის. 

 

ამ დროისთვის, თიბისის დეველოპერების პორტალზე კომპანიებისთვის ხუთი API სერვისი არის ხელმისაწვდომი: თიბისის ელექტრონული კომერციის გადახდის სისტემა, ვალუტის კურსების ფუნქციონალი და ონლაინ განვადების, იპოთეკური სესხისა და ღია ბანკინგის სერვისები. თიბისის სერვისებით მოსარგებლე კომპანიებისთვის, ხუთივე ფუნქცია მნიშვნელოვანია და უპრიანი იქნებოდა, თითოეულ მათგანზე დეტალურად მოგვეყოლა. 

თიბისის ელ-კომერციის სისტემა

თიბისის ელექტრონული კომერციის სისტემა ონლაინ-მაღაზიებისთვის შექმნილი ახალი საგადასახადო ფუნქციონალია, რომელიც მომხმარებლებს გადახდის პროცესს უმარტივებს, ხოლო კომპანიებს საშუალებას აძლევს, გადახდები საკუტარი ვებგვერდიდან ან აპლიკაციიდან, ონლაინ-რეჟიმში მართონ. ამ სერვისით სარგებლობისთვის, კომპანია მერჩანტად უნდა დაარეგისტრიროთ, დეველოპერის ანგარიში შექმნათ, დაამატოთ აპლიკაცია და აირჩიოთ სასურველი ინტეგრაციის მეთოდი. 

ვალუტის კურსები

კომპანიის ვებგვერდზე ვალუტის ავტომატურად განახლებადი კურსების ფუნქციონალის ჩაშენებით, კომპანიებს, რომელთაც ეროვნული ბანკის და თიბისის კომერციულ კურსზე ექნებათ წვდომა, კონვერტაციების მართვა გაუმარტივდებათ, ხოლო მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროდუქტის ღირებულება სასურველ ვალუტაში დაიანგარიშონ. 

ონლაინ განვადება

ბიზნესის ვებგვერდზე ონლაინ განვადების ფუნქციონალის ინტეგრირებით, შოპინგი უფრო მარტივი და სასიამოვნო ხდება, რაც კომპანიის გაყიდვებზე დადებითად აისახება. ონლაინ განვადების განაცხადს მომხმარებელი იმ ონლაინ-მაღაზიის ვებგვერდზე ავსებს, რომელზეც პროდუქტს ყიდულობს და პასუხსაც მალევე იღებს. პარალელურად ამისა, კომპანიას განვადების განაცხადის სტატუსის შემოწმება და მარაგების შესაბამისად შევსება შეუძლია.  

იპოთეკური სესხი

განვადების გარდა, ბიზნესებს საკუთარ ვებგვერდზე იპოთეკური სესხის ფუნქციონალის ინტეგრირებაც შეუძლიათ, რითაც მათ მომხმარებლებს საშუალებას მისცემენ, იპოთეკური სესხი კვირის ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს მოითხოვონ. ცნობისთვის, იპოთეკური სესხის ონლაინ-რეჟიმში მოთხოვნის შემთხვევაში, ლიმიტის და ყოველთვიურად გადასახდელი თანხის გარკვევას, სულ რაღაც ხუთი წუთი სჭირდება. 

ღია ბანკინგის სერვისები

ინფორმაციის მიმოცვლის გამჭვირვალე და უსაფრთხო ეკოსისტემის, ღია ბანკინგის ფუნქციონალის ბიზნესის ვებგვერდზე გააქტიურების შემთხვევაში, მომხმარებელი თიბისის საბანკო სერვისებით სარგებლობას აპლიკაციიდან გაუსვლელად შეძლებს.

 

ისე კი, დეველოპერების ყურადღების მისაპყრობად, გარკვეული ფუნქციონალის არსებობა - საკმარისი არ არის. სწორად მომზადებული დოკუმენტაციის გარდა, დეველოპერებს გამართული სერვისები და მუდმივი ტექნიკური მხარდაჭერა სჭირდებათ. დეველოპერების მხრიდან გაჩენილ ამ მოთხრობას თიბისიში სერვისების მუდმივი მონიტორინგითა და უკუკავშირის ანალიზით პასუხობენ. თუმცა, ეს ყველაფერი როდია: დეველოპერების პორტალს, თიბისი, ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის ქმნის - ის ერთგვარი ეკოსისტემაა, რომელზეც API სერვისების გარდა, გამოქვეყნდება ბლოგები, პოდკასტები და ტუტორიალები, გაჟღერდება სიახლეები და დაანონსდება ღონისძიებები.