კულტურა სიახლეები

გაზაფხულის მოგზაურობა თიბისი კონცეპტის შეთავაზებებთან ერთად

თიბისი კონცეპტი - პერსონალური საბანკო მომსახურება

აპრილი 27, 2023

იქამდე, სანამ ზაფხულის დიდ არდადეგებს დავგეგმავთ, გაზაფხულის სეზონი სამუშაო რუტინისგან მცირე ტაიმ-აუტის ასაღებად და რამდენიმე დღით განსატვირთად არანაკლებ საინტერესო პერიოდია, განსაკუთრებით კი მაშინ, თუკი ამინდი და მიმდინარე საინტერესო კულტურული, სპორტული თუ კულინარიული ღონისძიებები ხელს გვიწყობს იმისათვის, რომ დასვენებას კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა და დასამახსოვრებელი ემოცია შევმატოთ.

თიბისი კონცეპტთან ერთად ამ ბლოგით სამოგზაუროდ ევროპის სწორედ ისეთ მიმართულებებს გირჩევთ, სადაც დასვენების პარალელურად საშუალება გექნებათ ღირსშესანიშნავი მოვლენების მონაწილეები თავადაც გახდეთ.

თუმცა სანამ უშუალოდ შერჩეულ მიმართულებებს ესტუმრებით და მოგზაურობის ახალ ისტორიებს დააგროვებთ, გაითვალისწინეთ, რომ მოგზაურობასთან დაკავშირებული სასიამოვნო გამოცდილების დაგროვება აეროპორტის სივრციდანვე შეგიძლიათ, სადაც სპეციალურად თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის კონცეფციით შექმნილ კომფორტულ მოსასვენებელ გარემოში რეისებს შორის დრო სასიამოვნოდ და ნაყოფიერად გაატაროთ.

იმ შემთხვევაში კი თუ თქვენი რეისი გაუთვალისწინებელი პრობლემის გამო დაგვიანდა, გადაიდო და თარიღი შეიცვალა, Help.ge-ს დახმარებით საშუალება გაქვთ, კუთვნილი კომპენსაცია მოითხოვოთ, ამ მომსახურებაში თიბისი კონცეპტის მომხმარებლები სტანდარტულად კომპენსირებული თანხის 30%-ის ნაცვლად 20%-ს გადაიხდიან.

საფრანგეთი - რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი

30 სექტემბერს ბორდოში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიჯის წინააღმდეგ ითამაშებს. სპეციალურად ამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენის ფარგლებში თიბისი კონცეპტმა Georgia Travel Holding-თან ერთად თავის მომხმარებლებს სპეციალური 6-დღიანი ტური შესთავაზა.

ტურის დროს გულშემატკივარს საშუალება ექნება ჩვენი ქვეყნის ნაკრებს მხარი დაუჭიროს, გარდა ამისა, ღვინის ექსპერტ ანა გოდაბრელიძესთან ერთად ეს ქალაქი ღვინის დეგუსტაციის თანხლებით აღმოაჩინოს.

ტურის განმავლობაში მოგზაურებს შეუძლიათ ღვინის მუზეუმებს, ცნობილ შატოებს და რესტორნებს ეწვიონ, სადაც ამ მხარეში შექმნილი საუკეთესო ღვინის სახეობებს დააგემოვნებენ.