კულტურა თიბისელები

საგაზაფხულო შეთავაზება ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას

თიბისი კონცეპტი - პერსონალური საბანკო მომსახურება

მაისი 24, 2023

იდეალური უქმე დღეებისთვის ბევრისთვის აუცილებელია მყუდრო გარემო, გემრიელი საჭმელი და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა.

თიბისი კონცეპტის ახალი შეთავაზების ფარგლებში, თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს 11 ივნისის ჩათვლით, ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას, თბილისის რამდენიმე გამორჩეულ კაფე-რესტორანში, შესაძლებლობა აქვთ, დაიბრუნონ თანხის 30%, მაქსიმუმ 200 ლარი ჯამში.

თითოეული კაფე-რესტორნიდან, სადაც თიბისი კონცეპტის საგაზაფხულო შეთავაზება ვრცელდება, ჩვენ ყველაზე საინტერესო და გემრიელ კერძებს გირჩევთ. 

Weller 

Craft Wine Restaurant

Craft სტუმრებს უგემრიელეს ტრადიციულ ქართულ კერძებს და ნატურალური ღვინის ფართო არჩევანს სთავაზობს. დღის საათებში ბარი სიმყუდროვით გამოირჩევა, ხოლო საღამოს სიცოცხლით სავსე თავშეყრის ადგილად იქცევა.

Craft-ის მრავალფეროვანი მენიუდან, ჩვენი აზრით, ერთ-ერთი გამორჩეული კერძი ლობიოს ჰუმსია, რომელიც კახური გაუფილტრავი ზეთით მზადდება. 

Salt

Salt-ში გარდა იმისა, რომ შეგიძლიათ ტრადიციული ქართული კერძები მიირთვათ, აქ ნაკლებად ცნობილ ქართულ კერძებსაც ამზადებენ, მაგალითად, “აფხაზურა თაშმიჯაბით”, რომელიც შეზავებული საქონლის და ღორის ფარშის ბადექონისგან მზადდება.

Shavi Lomi

“შავი ლომის” მთავარი კონცეფცია ახლებურად დანახული დასავლეთ საქართველოს სახასიათო კერძებია, იქნება ეს გურული სალათა ფერმენტირებული სულგუნით, გებჟალია მწვანე ღომით თუ უგემრიელესი ბაჟე ქათმის ხორცთან ერთად.

თუ შავ ლომს მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად ესტუმრებით, აუცილებლად შეუკვეთეთ “გობი”, რომელიც ორი ან ოთხი ადამიანისთვის არის განკუთვნილი.

Ninia’s Garden

Iasamani

“იასამანი” მყუდრო რესტორანია, რომელიც სტუმრებს გემრიელ და საინტერესო მენიუს სთავაზობს.


კლასიკური ქართული კერძების გარდა თუ გსურთ ნაცნობ, მაგრამ ახლებურად დანახულ გემოებს გაეცნოთ, გირჩევთ გრილზე შემწვარი ქათამი შეუკვეთოთ, ტყლაპის და ყურძნის სოუსით.

Elene Dariani

რესტორანი “ელენე დარიანი” პაოლო იაშვილის ქუჩაზე მდებარეობს და სტუმრებს განსაკუთრებულ გარემოს, ისევე როგორც ახლებურ ქართულ კერძებს სთავაზობს, მაგალითად, რესტორნის საფირმო “თათარბერაკს” რაჭული ლორით.

“ელენე დარიანის” ერთ-ერთი ხიბლი მისი სეზონურად ცვალებადი მენიუა, რომელსაც გაზაფხულზე უგემრიელესი ჩაქაფული დაემატა, რომელიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ.

ავტორი: ტატო ანთაძე/Hammock Magazine