ტექნოლოგია სიახლეები

თიბისის მობაილბანკი - შენი ყოველდღიურობის გამარტივებისთვის

ოქტომბერი 26, 2021

ტექნოლოგია ყოველდღიური საქმეების შესრულებაში გვეხმარება, რითაც ჩვენს ცხოვრებას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის. ტექნოლოგიის ეს ფრიად მნიშვნელოვანი როლი კარგად ესმით საბანკო სერვისების მომწოდებლებს, რომლებიც ყოველ ახალ პროდუქტს - ადამიანებისთვის და მათი ცხოვრების გასაუმჯობესებლად ქმნიან. 

თიბისიში ფიქრობენ, რომ კომპანია იმდენად არის წარმატებული, რამდენადაც ბედნიერია მისი მომხმარებელი და ხვდებიან, რომ საყვარელი ადამიანიების გარეშე, ბედნიერება - რთული წარმოსადგენია. სწორედ ამ პრინციპის დამსახურებაა ის, რომ თითოეულ ტექნოლოგიურ სიახლეს თიბისი იმ მიზნით ნერგავს, რომ მომხმარებელს ყოველდღიური რუტინული საქმეების შესრულებას გაუმარტივებს, რითაც, მის ცხოვრებას უფრო მეტად გაახალისებს.

თიბისის მობაილბანკში - აპლიკაციაში, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ, ოთხ ფუნქციას გამოვყოფთ, რაც ვფიქრობ კონცეპტ მომხმარებლებისთვის განსაკუთრებით სასარგებლო და მნიშვნელოვანია:

ღია ბანკინგის მხარდაჭერა, IBAN სკანერი, კომუნალურების დაჯგუფებისა და ერთიანად გადახდის ფუნქცია და ავტომატური გადარიცხვის შესაძლებლობა. თიბისის მომხმარებლებისთვის, ოთხივე ფუნქცია მნიშვნელოვანია და საინტერესო იქნებოდა, თითოეულ მათგანზე დეტალურად მოგვეყოლა.


ღია ბანკინგი

ღია ბანკინგის იდეა, პირველად ევროპაში გაჩნდა და მისი მიზანი ჯანსაღი, კონკურენტული და უსაფრთხო ფინანსური ინფრასტრუქტურის შექმნაა, მასში ჩართული ყველა მხარისათვის. მარტივად რომ ვთქვათ, ღია ბანკინგის ფუნქციონალის გააქტიურებით, თიბისის მომხმარებლები მათი ყველა მიმდინარე საბანკო ანგარიშის თავმოყრას ერთ სივრცეში - თიბისის მობაილბანკში შეძლებენ, რითაც ტრანზაქციებისა და ნაშთების შემოწმებასა და სხვა ყოველდღიური ფუნქციების შესრულებას უფრო მარტივად და ეფექტურად - ერთი აპლიკაციიდან შეძლებენ და თან, დროსა და ენერგიას დაზოგავენ. 


IBAN სკანერი

ცოტა ხნის წინ, თიბისის მობაილბანკს კიდევ ერთი საინტერესო ფუნქცია დაემატა - IBAN სკანერი, რომელიც სხვადასხვა ფინანსური ოპერაციების შესრულებისას, საბანკო ანგარიშების დაკოპირების და მათი ხელით შეყვანასთან დაკავშირებულ თავის ტკივილს აგარიდებთ და გაგრძნობინებთ, რომ მობაილბანკის სახით, ერთგვარი ვირტუალური დამხმარე გყავთ, რომელიც, სხვა ყველაფერთან ერთად, ადამიანური შეცდომების რისკს მაქსიმალურად შეამცირებს.


თუკი ანგარიშის ნომერი, რომელზეც თანხის გადარიცხვა გსურთ, ფურცელზე გიწერიათ, თიბისის მობაილბანკის აპლიკაცია გახსენით, შედით მობაილბანკის გადარიცხვების მენიუში, აირჩიეთ სხვასთან გადარიცხვა, სმარტფონის კამერის დამხარებით მარტივად დაასკანერეთ ანგარიშის ნომერი და თანხა გადარიცხეთ - სულ ეს არის!


სირთულეს არც ის წარმოადგენს, თუ საბანკო ანგარიშის ნომრის მქონე სურათს სმარტფონის გალერეაში ინახავთ - ამ შემთხვევაში, ანგარიშის ნომერი ატვირთეთ ფოტოებიდან


კომუნალური გადასახადების დაჯგუფება და ერთიანად გადახდა

თიბისი ბანკში ხვდებიან, რომ კომუნალური გადასახადების გადახდა - საკმაოდ შრომატევადი პროცესია, რომელიც ბევრ ენერგიას მოითხოვს. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად და საკუთარი მომხმარებლების ყოველთვიური გადასახადების გასამარტივებლად, თიბისის მობაილბანკს კომუნალური გადასახადების დაჯგუფებისა და მათი ერთიანად გადახდის ფუნქცია აქვს.


კომუნალური გადასახადების დასაჯგუფებლად, გახსენით თიბისის მობაილბანკის აპლიკაცია და შედით კომუნალურების სექციაში, დააჯგუფეთ კომუნალური გადასახადები, დაარქვით მათ საერთო სახელი (მაგალითად - „სახლი“) და გადაიხადეთ - მარტივად და ეფექტურად, ზედმეტი თავის ტკივილის გარეშე.


ავტომატური გადარიცხვა

ჩვენი სამყარო დინამიური და მუდმივად ცვალებადია და არის დრო, როცა გარკვეული რუტინული, მაგრამ მნიშვნელოვანი საქმეების შესრულება უბრალოდ გვავიწყდება. თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციის დახმარებით, კომუნალურების გადახდა, მობილურის შევსება, პირად და სხვის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა - აღარასოდეს დაგავიწყდებათ, რადგან ახლა ამ დავალებების ავტომატიზაცია შეგიძლიათ.


ამისთვის, გახსენით თიბისის მობაილბანკის აპლიკაცია, აირჩიეთ გადარიცხვა, რომელიც გსურთ რომ ავტომატურად შესრულდეს, მიუთითეთ თარიღი და თანხა - დანარჩენს, თიბისი მიხედავს. კომუნალურების შემთხვევაში, თანხა გადაირიცხება მაშინ, როცა თქვენს სახელზე დავალიანება აისახება და თან - საკომისიოს გარეშე.

თიბისის მობაილბანკი ის აპლიკაციაა, რომელსაც მომხმარებლები, უმნიშვნელოვანესი ფინანსური დავალებების შესასრულებლად, ყოველდღიურად იყენებენ. მომხმარებლის მხრიდან ამგვარი ნდობა - დიდი პასუხისმგებლობაა, რომელსაც თიბისი ყოველდღიური პროცესების გამარტივებისაკენ მიმართული ინოვაციური სერვისების დანერგვით პასუხობს, რითაც, მომხმარებლების ცხოვრებაში ხალისი და სიმარტივე შეაქვს. 


ავტორი: გიორგი არონია