სიახლეები

სათავგადასავლო შემოდგომა

შემოდგომის დღეების ახალი ემოციებით და შთაბეჭდილებებით ასავსებად თიბისი კონცეპტის სპეციალური შეთავაზებები დაგეხმარებათ.

სექტემბერი 02, 2021

შემოდგომის დასაწყისი საუკეთესო პერიოდია მოგზაურობის, თავგადასავლების და ახალი აღმოჩენებისთვის. წარმოიდგინეთ - მთის მდინარეზე ნავებით დაშვება, ცხენით ჯირითი, ზღვის თვალუწვდენელი ჰორიზონტის ნავით გადაცურვა, ცურვა მეგობრებთან ერთად, ურბანული ქაოსისგან შორს, მთის ხელუხლებელ ბუნებაში მოგზაურობა… ყველა ის შეგრძნება და სურვილი, რომელიც ბავშობაში სათავგადასავლო წიგნების კითხვისას გაგვჩენია, შეგვიძლია აქ და ახლა ვაქციოთ რეალობად. 

შეცვლილი ცხოვრების წესი, შეზღუდვები და რეგულაციები უამრავ თავსატეხს გვიჩენს, როდესაც უსაფრთხოდ დასვენებაზე, ან თავისუფალი დროის ხარისხიანად გატარებაზე მიდგება საქმე. სწორედ ამიტომ, ჩვენს ახალ რეალობაში აქტივობები, რომელიც ღია სივრცესთანაა დაკავშირებული, კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი გახდა.

ახალი ინტერესების და ჰობის გაჩენა, თუ პირველი ნაბიჯების გადადგმა უცხო თავგადასავლებში თავით გადასაშვებად, დასვენების დღეების გამრავალფეროვნებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რაშიც თიბისი კონცეპტის შეთავაზებების ახალი ნაკრები დაგეხმარებათ.

თიბისი კონცეპტი სწორედ ამ ახალი თავგადასავლებისკენ გაგიძღვებათ - სტატიაში მოგიყვებით იმ განსაკუთრებულ პირობებზე, რომლით სარგებლობაც კონცეპტის მომხმარებლებს შეგიძლიათ.

მათთვის, ვინც თბილისშია, თუმცა საზღვაო კურორტები უყვარს, თბილისის ზღვაზე, La Cote-ში სტუმრობა და წყლის სხვადასხვა აქტივობით დაკავება ნამდვილად საუკეთესო გამოსავალი იქნება თბილისისთვის დამახასიათებელი ცხელი დღეების გასატარებლად. 


თიბისი კონცეპტის ბარათის მფლობელებისთვის 10%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს როგორც რესტორანში, ასევე წყლის სკუტერების და ნავების ქირაობისას, ან ტერიტორიაზე არსებული სხვა სერვისების გამოყენებისას.

იმ შემთხვევისთვის, თუ ქალაქის რუტინისგან შორს, თუმცა თბილისთან ახლოს, ველური ბუნების აღმოჩენა გინდათ, სოციალურ კლუბ Kurko Woods-ს გირჩევთ, რომელიც დუშეთში მდებარეობს.


თიბისი კონცეპტის დახმარებით 20%-იან ფასდაკლებას მიიღებთ როგორც საცხენოსო ტურებზე და მარშრუტებზე, ასევე საკვებისა და დისტილაციის მასტერკლასებზე. შეთავაზებით სარგებლობა 31 ნოემბრამდეა შესაძლებელი.

უკვე შემოდგომის ფერებით შეფერადებულ ხეებში ჩაფლულ ფშავის ხეობაში, მდინარე არაგვზე ნავით 13 კილომეტრის მანძილზე დაშვება, ხოლო შემდეგ თოკების პარკში გზის გავლა, ადრენალინი, ახალი გამოცდილებების და შთაბეჭდილებების შეძენა შემოდგომის თავგადასავლების საუკეთესო დასაწყისია.


სათავგადასავლო კლუბ “ჯომარდს” და თიბისი კონცეპტს მომხმარებლებისთვის შემოდგომის დღეების ახალი ემოციებით და შთაბეჭდილებებით ასავსებად სპეციალური შეთავაზება აქვს - კონცეპტის მომხმარებლებისთვის არაგვზე დაშვება და თოკების პარკში გასეირნება 80 ლარადაა შესაძლებელი. რადგანაც ჯომარდობის სეზონი 30 ოქტომბერს სრულდება, შეთავაზების დასრულების თარიღიც ესაა.

ქართულ ამაზონის ჯუნგლებად წოდებულ კოლხეთის ეროვნულ პარკში სტუმრობა წლის ნებისმიერ დროს კარგი არჩევანია. საოცარი სილამაზის, მრავალფეროვან ფლორასა და ფაუნასთან ერთად აქაურობა გამორჩეული აქტივობებითაა მიმზიდველი - 100-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება, უნიკალურ ბუნებაში პიკნიკების მოწყობა, ეკო-საგანმანათლებლო და სანაოსნო ტურები - ეს მცირე ჩამონათალია იმ თავგადასავლებიდან, რაც კოლხეთის ეროვნულ პარკში შეიძლება გადაგხდეთ თავს.


ეროვნული პარკის სავიზიტო ბარათი სანაოსნო ტურებია, რომელიც პალიასტომის ტბასა და მდინარე ფიჩორის ხეობაში იმართება. ნაოსნობა სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტითაა შესაძლებელი - პონტონით, კაიაკით და კატერით. დასავლეთ საქართველოს შეცნობასა და აღმოჩენაში თიბისი კონცეპტი დაგეხმარებათ, 30 სექტემბრამდე სანაოსნო საშუალებების ქირაობაზე 10%-იანი ფასდაკლებაა კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის. 

 

კოლხეთის ეროვნული პარკი ნამდვილად აღმოგაჩენინებთ საქართველოს მრავალფეროვანი ბუნებიდან ერთერთ ყველაზე უნიკალურს - მდინარეებით, ტბებით, ზღვის აუზით, უნიკალური ჭაობებით, კოლხური ტყითა და რელიქტური მცენარეებით თუ ცხოველებით სავსეს.

ახალი შთაბეჭდილებების და გამოცდილების მიღება ყოველთვის შეიძლება ჩვენს გვერდით, ჩვენივე ქალაქში, ან სულაც ქალაქთან ახლოს, ახალი ადგილების აღმოჩენით. ზაფხულის მიწურულს დაწყებული თავგადასავლები შემოდგომის თბილ დღეებშიც პოულობს გაგრძელებას.

ფოტო: ლევანმ მაისურაძე

ავტორი: თამარა ჭინჭარაული / AT.ge