ტექნოლოგია

რას დაგახვედრებთ თიბისი Change Inspire-ის ტექნოლოგიურ კონფერენციაზე?

ივნისი 14, 2023

დღევანდელ თანამედროვე სამყაროში, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი არა თუ საჭირო, არამედ შეუჩერებელიც კია, ძალიან მნიშვნელოვანია მასთან დაკავშირებული სიახლეებისთვის ფეხის აწყობა. სწორედ ამ აზრიდან გამომდინარეობს საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire, რომელიც თბილისში 7 ივლისს თიბისის მხარდაჭერით და HT Solutions-ის ორგანიზებით ჩატარდება. ამ უკანასკნელის მიზანია, ტექნოლოგიური კომუნის წევრებს ცვლილებების ლიდერებად ქცევის ინსპირაცია მისცეს.



რიგით მეხუთე კონფერენციაზე IT მენეჯერები, ინჟინრები და სხვადასხვა კომპანიის IT მიმართულების ხელმძღვანელები იქნებიან წარმოდგენილნი — ისინი უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებზე ისაუბრებენ და საკუთარ გამოცდილებას 500 სტუმარს გაუზიარებენ. ძირითადი საორიენტაციო თემები კი ციფრული ტრანსფორმაცია, კიბერუსაფრთხოება, Big Data და DevOps-ია.


ამჯერად თიბისი სწორედ DevOps მიმართულებაზეა ფოკუსირებული, რისთვისაც ცალკე სივრცეს გამოყოფს. მისი ტექ გუნდი კი 200 პროფესიონალს DevOps გამოცდილებას გაუზიარებს, რაც ძალიან საინტერესო იქნება ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის — ვინაიდან თიბისი ამჟამად ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას გადის, ის თანამედროვე ტენდენციების თუ მიღწევების „ეპიცენტრშია“.

„ჩვენი მიზანია, მეტად ავამაღლოთ ცნობიერება DevOps მიმართულებასთან დაკავშირებით; ასევე, გვსურს საკუთარი გამოცდილება გავუზიაროთ ინდუსტრიის წარმომადგენლებს, თუ როგორ ვმუშაობთ და როგორ გვაქვს ეს ტექნიკური მიმდინარეობა განვითარებული. " — სანდრო კვაიჭაძე, თიბისის TechOps-ის ხელმძღვანელი.



როგორც სანდრო აღნიშნავს, კონფერენცია საინტერესო იქნება როგორც DevOps და ზოგადად ტექ სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის, ისე პროფესიონალებისთვის. თანაც დამსწრეები არა თუ მონოლოგის მსმენელების როლში იქნებიან, არამედ აქტიურ დისკუსიებში ჩაერთვებიან, რაც მთელ პროცესს მეტად ინტერაქციულს და საინტერესოს გახდის.

"თიბისი კი უკვე დიდი ხანია, DevOps მიმართულებას ავითარებს — ვცდილობთ, სერვისების მაღალმდგრადობა, ხელმისაწვდომობა და მოთხოვნების სწრაფად უზრუნველვყოთ, რაც ჩვენს ეფექტურობას მნიშვნელოვნად ზრდის. ვფიქრობ, სწორედ ამ მახასიათებლებისა და მიზნების გამოა თიბისი DevOps-ის განვითარებაზე ამდენად კონცენტრირებული“'- სანდრო კვაიჭაძე.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით თიბისის ტექნოლოგიური ინფორმაციის მართვის დირექტორი ბიძინა მაცაბერიძე გამოვა. კონფერენციაზე თიბისის სცენა გუნდის სხვა ლიდერებსაც დაეთმობათ: აქ მოუსმენთ გიგა შუბითიძეს, თიბისის SDLC-ის ექსპერტების გუნდის ლიდერს, რომელიც ისაუბრებს იმ ტექნოლოგიური პროცესების შესახებ, რაც თიბისიში ამჟამად მიმდინარეობს. ასევე, იური სემენიხინი თიბისის ინფორმაციის მართვის დირექტორის მოადგილე, ისაუბრებს თიბისის DevOps-ის მიმართულებაზე.

გარდა ამისა, სცენა ვორქშოფს დაეთმობა, რომლის დროსაც თიბისის ტექ პროფესიონალები სანდრო კვაიჭაძე, მათე გოგიბერიძე და გიორგი კაჭარავა აუდიტორიას გაუზიარებენ DevOps ტექნოლოგიებს და საუკეთესო პრაქტიკებით მათ გამოყენებას.

 „თიბისის და მსგავსი ტიპის კომპანიებში, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან ციფრული ტრანსფორმაციის ეტაპზე, ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულების მაქსიმალურად დახვეწა. ჩვენ კი გვსურს ცნობიერება მეტად გავზარდოთ, ჩვენი გამოცდილებებიც გავაზიაროთ და ღირებული წვლილი შევიტანოთ DevOps-ის ქართულ ბაზარზე განვითარებაში“ — აღნიშნავს სანდრო კვაიჭაძე.



ასე რომ, თუ ხართ ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული და გსურთ, გაერკვეთ უახლეს ტექნოლოგიურ პროცესებში და გადაწყვეტებში, ასევე გაიცნოთ და მოუსმინოთ წამყვან ექსპერტებს მსოფლიოს ტექნოლოგიური კომპანიებიდან, მაშინ მოინიშნეთ 7 ივლისი და გაიგეთ კონფერენციის შესახებ უფრო მეტი ამ ბმულზე.

ავტორი: marketer