სიახლეები ბიზნესი

თიბისის ფილიალებში ბიზნეს გიდები დაგხვდებიან - თქვენი მრჩევლები საბანკო სფეროში

აპრილი 14, 2022

მცირე და საშუალო ბიზნესების, თუ თვითდასაქმებულების მხარდაჭერის მიზნით თიბისიმ ახალი რგოლი ბიზნეს გიდი - შექმნა. 

ბიზნეს გიდი გაგიმარტივებთ ყოველდღიურ ბიზნეს საქმიანობას და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში დაგეხმარებათ. ბიზნესის გიდის დახმარებით, უკვე შესაძლებელია, თიბისის ფილიალებში დაარეგისტრიროთ კომპანია, რაც თქვენთვის დიდი კომფორტი და დროის დაზოგვა იქნება.

 

თუკი აქამდე, თქვენი დროის დიდი ნაწილი სესხებზე, საოპერაციო პროდუქტებზე,  კომპანიის რეგისტრაციაზე, ტრენინგებზე და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებას ეთმობოდა, ახლა უკვე ამ ფუნქციას ბიზნეს გიდები შეითავსებენ, რომლებმაც თიბისიში სპეციალური გადამზადება გაიარეს. 

სად მიიღებთ ბიზნეს გიდის მომსახურებას?

იმისთვის რომ ბიზნეს გიდის მომსახურება მიიღოთ, აუცილებლად უნდა მიხვიდეთ თიბისის ფილიალში. თუმცა საჭიროების შემთხვევაში ონლაინ კონსულტაციაც შესაძლებელია, თიბისის ბიზნეს ქოლცენტრის თანამშრომლები დისტანციურად უპასუხებენ თქვენს შეკითხვებს და კონსულტაციას ფილიალში ვიზიტის გარეშე გაგიწევენ. 

 

და მაინც, თუ თიბისის ფილიალში მისვლა გადაწყვიტეთ, იქ მისულ ნებისმიერ ადამიანს, იქნება ეს თვითდასაქმებული, სტარტაპერი, მცირე თუ საშუარო მეწარმე, დაგხვდებათ კვალიფიციური, თქვენს საჭიროებებზე ორიენტირებული ბიზნეს გიდი, რომელიც საბანკო და არასაბანკო პროდუქტებსა თუ პროცესებს გაგაცნობთ, რაც საკუთარი ბიზნესის უკეთ წარმართვაში და შემდგომ განვითარებაში დაგეხმარებათ.

 

თიბისის 50 ფილიალში კვალიფიციური და მოტივირებული ბიზნეს გიდები გელოდებიან, რომლებიც მზად არიან ცხოვრება გაგიმარტივონ. 

აი, რას ფიქრობენ ისინი თავიანთ საქმეზე:  

ვფიქრობ, ბიზნეს გიდი არის ადამიანი, რომელიც მცირე თუ საშუალო ბიზნესს თავის საქმიანობის წარმატებით შესრულებაში ეხმარება.


თიკო გოგატიშვილი

ბიზნეს გიდობა ჩემთვის ნიშნავს, ყოველდღიურად გავეცნო ახალ ტენდენციებს და მუდამ მზად ვიყო ბიზნესის დასახმარებლად. ბიზნესის მხარდაჭერაზე ზრუნვა ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა.

ანა გელხაური

“ 

ჩემი გამოწვევაა, ადამიანებს ბიზნესთან დაკავშირებული ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაში დავეხმარო. ბიზნეს გიდი ბანკსა და მეწარმეს შორის მედიატორის როლს ასრულებს, რაც ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა.

თაკო ვახანია

სამუშაო დღე მუდამ ერთი მიზნით ვიწყებთ: დღის ბოლოს საქართველოში ერთით მეტი გამარტივებული ბიზნეს საქმიანობა არსებობდეს.


მარი არევაძე

ვფიქრობ, ბიზნეს გიდი არის ადამიანი, რომელიც მცირე თუ საშუალო ბიზნესს თავის საქმიანობის წარმატებით შესრულებაში ეხმარება.


მარიამ სულთანიშვილი

როგორ დავუზოგო დრო მომხმარებელს და ვაპოვნინო ოპტიმალური გამოსავალი? - მუშაობის პროცესში, სწორედ ეს კითხვებია ჩემი ორიენტირი.


ელეონორა ლობჟანიძე

მუდმივი განვითარება და სურვილი, მხარი დავუჭირო საქართველოს ბიზნეს სექტორს - ეს არის ჩემი მოტივატორი სამუშაოს შესრულებისას.

მარიამ ლალიაშვილი

თვითდასაქმებული ადამიანები ხშირად საჭიროებენ ბიზნეს გიდის დახმარებას. შესაბამისად, ჩემი მიზანი, ამ მხრივ, მათი ცხოვრების გამარტივებაა.

გიორგი ივანიაძე

თიბისის ბიზნეს გიდი