კულტურა ლიტერატურა სიახლეები

წიგნის ფესტივალი თიბისელებისთვის

თიბისისა და „საბას" ორგანიზებით, სპეციალურად თიბისელებისთვის, წიგნის ფესტივალი გაიმართება

მარტი 17, 2023

გაზაფხული ძალიან კარგი დროა ახალი და საინტერესო წიგნების აღმოსაჩენად. აღმოჩენის პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის ის ფასდაკლებები, რომლებიც წიგნის ფესტივალს ახლავს თან.

25 მარტს, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, თიბისისა და საბას" ორგანიზებით სპეციალურად თიბისელებისთვის წიგნის ფესტივალი გაიმართება. თიბისი კონცეპტის მე-4 სართული, მარჯანიშვილის 7-ში, მკითხველის საყვარელ ადგილად გადაიქცევა.

მაშ, ასე, რას უნდა ელოდო წიგნის ფესტივალზე? 

ახალი გამოცემები, ახალი წიგნები, ახალი შეხვედრები, ახალი იდეები - ეს ყველაფერი დაგხვდება 25 მარტს წიგნის ფესტივალზე მოსულს. ფესტივალზე აღმოაჩენ შენთვის ნაცნობ თუ უცნობ გამომცემლობებს, რომლებიც ძალიან კარგ ფასდაკლებებს გვთავაზობენ.


გარდა იმისა, რომ გექნება საშუალება წიგნები შეიძინო, ასევე მოგიმზადეთ ლექციები, რომლებიც საინტერესო იქნება როგორც უფროსი, ასევე პატარა თიბისელებისთვის.


დიახ, პატარა თიბისელებისთვისაც გვაქვს დაგეგმილი აქტივობები. სანამ წიგნების არჩევით იქნებით დაკავებული, საბავშვო სივრცეში მათ თავშესაქცევი დახვდებათ.


ფესტივალის პარტნიორი - „საბა", მოსულ თიბისელებს საჩუქარს უმზადებს!


ასე და ამგვარად, გელოდებით წიგნის ფესტივალზე, 25 მარტს.

ერთად შევქმნათ სადღესასწაულო განწყობა!