ოქტომბერი 20, 2022
თიბისი შენთვის თიბისელები სიახლეები ტექნოლოგია
საუკეთესო ინოვატორი — თიბისის გუნდის საერთაშორისო აღიარება ტექმიმართულებით
თანამედროვე კომპანიისთვის, ტექნოლოგიური განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, 30-წლიანი ისტორიის მქონე და სფეროს ერთ-ერთი წამყვანი კომპანია თიბისი უკვე წლებია, ტექნოლოგიური ინდუსტრიის ლიდერადაც ტრანსფორმირდა.
საქმიანობაში უახლესი ინოვაციების დანერგვამ, ორგანიზაციული ხედვის შეცვლამ და მთელი მსოფლიოდან ტალანტების მოზიდვამ თიბისის საშუალება მისცა, ასიათასობით მომხმარებლისთვის არნახული გამოცდილება შეექმნა. ცვლილებების შედეგმაც არ დააყოვნა — მომხმარებლის დადებით გამოხმაურებასთან ერთად, კომპანიამ საერთაშორისო აღიარებაც დაიმსახურა და კონგის 2022 წლის სამიტზე ფინანსების მიმართულებით საუკეთესო ინოვატორად დასახელდა.
კონგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც სან-ფრანცისკოშია დაფუძნებული. სწორედ ტექსამყაროს დედაქალაქში გაიმართა რიგით მე-5 ფორუმი, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ის კომპანიები გამოარჩიეს, რომლებიც API-ების, მიკროსერვისების, ღია კოდის და სხვა ტექნოლოგიებს თავიანთ საქმიანობაში აქტიურად ნერგავენ.
API დეველოპერების მიერ აღიარებული ღრუბლოვანი პლატფორმა კონგი კი უამრავ სტარტაპთან თუ ცნობილ ბრენდთან თანამშრომლობს და მათ თავის გადაწყვეტებს სთავაზობს. ამ კომპანიებს შორისაა თიბისიც, სადაც კონგის სერვისმა დიდ წარმატებას მიაღწია და ინოვაციური პროცესების ოპტიმიზირება შეძლო — სერვისების გაშვების დრო 40%-ით შემცირდა.
API Manager-ის დანერგვა და მისი მნიშვნელობა
კონგის გადაწყვეტის დანერგვის მთავარი მიზანი მომხმარებლისთვის ინოვაციური სერვისისა და პროდუქტების უფრო სწრაფად და კომფორტულად მიწოდება იყო. API Manager-ის საშუალებით, თიბისის სხვადასხვა გუნდი შეძლებს, საკუთარი API პროდუქტები დეცენტრალიზებულად მართოს, შესაბამისად, იმუშავოს უფრო დამოუკიდებლად და ეფექტურად.
"თიბისის გუნდებს ახლა უკვე აქვთ შესაძლებლობა, ინიციატივასა და თუ პროდუქტზე ერთდროულად, ასინქრონულად იმუშაონ და მიაწოდონ ეს პროდუქტები მომხმარებელს დამატებითი დროითი დანაკარგის გარეშე"
ცენტრალიზებული სტრუქტურის გამო, API პროდუქტების შემქმნელი გუნდები ერთიმეორეზე იყვნენ დამოკიდებულები, სიახლეები კი, საბოლოოდ, მაინც ინტეგრაციების ცენტრალიზებულ გუნდთან იყრიდა თავს. ეს პროცესს დროში წელავდა, პროდუქტს კი მომხმარებლამდე მისასვლელად გზას უგრძელებდა.
ამდენად, მიზანი ორგვარი იყო — ერთი მხრივ, რესურსების, მეორე მხრივ კი, პროცესის ეფექტურად წარმართვა
"პრობლემის გადაწყვეტის ძიებისას, ვეძებდით პლატფორმას, რომელიც შემოგვთავაზებდა ისეთი მოთხოვნების დაფარვის საშუალებას, როგორებიცაა დეველოპერ პორტალი, API gateway, API lifecycle management, ავტომატიზაციისა და ანალიტიკის მდიდარი შესაძლებლობები"
გადაწყვეტის დანერგვაზე მუშაობის პროცესი
API Manager-ის დანერგვამდე, ცხადია, თიბისიში დეტალურად შეისწავლეს არსებული მდგომარეობა და ის პრობლემები, რომელიც კომუნიკაციაში არსებობდა. ანალიზის შედეგად, სამოქმედო გეგმაც დაისახა და მის შესასრულებლად აქტიურად ჩაერთვნენ კორპორაციის სხვადასხვა გუნდის წევრები.
თუმცა, კონკრეტულად კონგის გადაწყვეტის დასანერგად, თიბისიში ცალკე გუნდი შეიქმნა, რომელიც მხოლოდ ამ პროექტზე და მის წარმატებით განხორციელებაზე ფოკუსირდა.
"პლატფორმის გამართვაში აქტიურად იყო ჩართული ჩვენი დევოპს ინჟინრების გუნდი, რომლებმაც კონგის კონსულტანტებთან მჭიდრო თანამშრომლობით დააიდენტიფიცირეს, როგორი უნდა ყოფილიყო ბანკზე მორგებული კონფიგურაცია და იზრუნეს მის გამართვაზე"
საწყის ეტაპიდანვე აქტიურად ჩაერთო ციფრული ტრანსფორმაციის გუნდიც, რადგან გადაწყვეტის დანერგვა თიბისის მასშტაბური ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილია.
"გადაწყვეტის დანერგვა ერთ-ერთი გამორჩეული ინიციატივაა, რომლის ფარგლებშიც ველოდებით ბანკის API ეკოსისტემის გაუმჯობესებასა და მეტი მოქნილობის მიღწევას."
საბოლოო ჯამში, პროექტს ყველა ჩართული მხარე და თანამშრომელი გულმოდგინებითა და შემართებით მოეკიდა, რამაც შედეგიც გამოიღო.
გადაწყვეტის დანერგვის შედეგები და მომხმარებლის გამარტივებული ცხოვრება
კონგის გადაწყვეტის დანერგვის შედეგად, კომუნიკაცია გამარტივდა, მომხმარებელს კი საშუალება მიეცა, პირდაპირი კავშირი ჰქონოდა სერვისის მიმწოდებელთან და სასურველი პროდუქტის მისაღებად ერთად ემუშავათ.
უფრო ზუსტად, რიცხვებით რომ ვთქვათ, თითოეული ინტეგრაციის დანერგვის ხარჯები 33 პროცენტით შემცირდა, რადგან კომუნიკაციიდან ცენტრალიზებული გუნდის რგოლი გაქრა. ამასთან, დაიზოგა დროც — პროდუქტის გაშვების ხანგრძლივობა 40 პროცენტით შემცირდა, რამაც მომხმარებელს ცხოვრება კიდევ უფრო გაუმარტივა.
"ვფიქრობთ, კონგის API მენეჯერ პლატფორმა მნიშვნელოვანი საშუალებაა იმისთვის, რომ თიბისის მომხმარებლებს საუკეთესო გამოცდილება შევთავაზოთ და ახალი პროდუქტების შექმნის დრო იდეიდან დანერგვამდე მინიმუმამდე შევამციროთ, ველოდებით, რომ API ეკოსისტემის გაუმჯობესებით, გავზრდით ჩვენი დეველოპმენტ გუნდების ეფექტურობას, რაც საბანკო პროდუქტებზე და მათ ხარისხზე პირდაპირპროპორციულად აისახება".
თიბისის მასშტაბური ტექტრანსფორმაცია
როგორც დასაწყისში ვახსენეთ, თიბისი უკვე წლებია, ტექნოლოგიურ კორპორაციად ტრანსფორმირდა. 2019 წელს დაიწყო კომპანიის ეჯაილ ტრანსფორმაცია — ადამიანური და სხვა რესურსების სხვაგვარი განაწილება, ასევე, ორგანიზაციული ხედვის ცვლილება. ამასთან, კომპანიის თანამშრომელი უამრავი ქვეყნიდან ასობით პროფესიონალი გახდა და ტექნოლოგიურ პროექტებზე მომუშავე გუნდი პანდემიური კრიზისის პირობებშიც კი გაზარდა. ამ ყველაფერთან ერთად, თიბისიმ 2019 წელს დაფუძნებული IT აკადემიით ყველა მსურველს მისცა შესაძლებლობა, თანამედროვე და მოთხოვნად პროფესიებს დაუფლებოდა, კურსდამთავრებულებით კი კადრების ბაზაც შეიქმნა.
"ჩვენ საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია ვართ. გუნდისთვის ეს დამატებითი მოტივაციაა, რადგან ისინი გრძნობენ, რომ რაღაც გლობალურს, მასშტაბურს აკეთებენ."
ნიკა მამულაშვილი, თიბისის ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ხელმძღვანელი
ამასთან, თიბისიმ ქვეყნის ტექნოლოგიურ და ციფრულ განვითარებაზეც აქტიურად განაგრძო ზრუნვა და ეს გამორჩეულ პროექტებში, ბიზნესდაჯილდოებასა და პროგრამა სტარტაპერშიც ასახა. მოგვიანებით, საუკეთესო ინოვაციური და ციფრული სერვისებისთვის, თიბისის გუნდმა 9 ნომინაციაში დაიმსახურა საერთაშორისო აღიარება — თანაც, არა მხოლოდ ქვეყნის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის მასშტაბითაც. ცოტა ხნის წინ, კომპანიის წარმატებულ ტრანსფორმაციას პრესტიჟულ საერთაშორისო გამოცემებშიც გამოეხმაურნენ.
ამ ყველაფერმა, საბოლოოდ, კონგის სამიტზე ფინანსების მიმართულებით საუკეთესო ინოვატორად დასახელებამდე მიგვიყვანა.
თიბისი კი მომხმარებლის ცხოვრების გასამარტივებლად ინოვაციებისა დანერგვასა და სერვისების მუდმივ გაუმჯობესებას კვლავ განაგრძობს.
ავტორი: ონ.ჯი