ოქტომბერი 13, 2023
მხარი დაუჭირე თიბისის Banking Innovation Awards-ზე
ინტერვიუ ვაჟა ბერიაშვილთან, თიბისის კვლევის და განვითერების ლიდერი:
მოგვიყევით Banking Innovations Award-ის შესახებ:
Banking Innovation Award-ს ატარებს ორგანიზაცია Qorus-ი და IT და საკონსულტაციო კომპანია Accenture, რომელიც მომავლის 500 კომპანიების სიაში შედის. Qorus-ი არის 50 წლის ისტორიის მქონე ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა ბანკს და ეხმარება ორგანიზაციის წევრ ფინანსურ ინსტიტუტებს საუკეთესო პრაქტიკის დანერგვასადა მოწინავე ბანკებისგან გამოცდილების გაზიარებაში. თიბისი სხვა 120 ქვეყნის 1200-მდე ბანკთან ერთად Qorus-ის წევრი ფინანსური ინსტიტუტია.
Banking Innovation Award-ი 2013 წლიდან ტარდება. წელს დაჯილდოვება 3 გამარჯვებულ ბანკს გამოავლენს 6 სხვადასხვა კატეგორიაში. გასული წლების მოგებულ ბანკებს შორის არიან ისეთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები, როგორებიცაა Santander-ი, ING, BBVA, CaixaBank, DBS და ა.შ.
ამ ჯილდოს მოგება განსაკუთრებით პრესტიჟული და რთულია, რადგან კონკურენციაში შედიხარ მსოფლიოში საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებთან. ეს არის კონკურსი მსოფლიოში ყველაზე ინოვაციურ ბანკებს შორის.
გვესაუბრეთ დაჯილდოების მნიშვნელობის შესახებ:
თიბისი თითქმის ყოველ წელს წარადგენს სხვადასხვა ინოვაციას ამ კონკურსზე, თუმცა ჯერ-ჯერობით ჩვენ ამ კონკურსის გამარჯვებულებს შორის არ ვყოფილვართ. ჩვენ ვთვლით, რომ წელს ჩვენს მიერ წარდგენილი ინოვაციური პროექტი იმსახურებს ამ კონკურსში გამარჯვებას. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ზოგიერთი მიმართულებით მსოფლიოში საუკეთესო ბანკებმა ჩვენგან აიღონ მაგალითი და გაიზიარონ ჩვენი საუკეთესო პრაქტიკა.
როგორი იყო კონკურსში მონაწილეობის პროცესი?
გასულ წელს კონკურსში მონაწილეობა მიიღო 681-მა ინოვაციამ 57 ქვეყნიდან. წელს თიბისიმ კონკურსში 2 ინოვაცია წარადგინა, რომელთაგან ერთი ჟიურის გადაწყვეტილებით კონკურსის დასკვნით ეტაპზე გადავიდა და მოხვდა 9 საუკეთესო ინოვაციას შორის კატეგორიაში Core Offering Innovation.
დასკვნით ეტაპზე 9 ინოვაციას შორის უნდა შეირჩეს ტოპ 3. ამასთან შერჩევაში 50%-იანი წონით მონაწილეობენ ბანკების თანამშრომლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან Online Voting-ის საშუალებით, ხოლო დარჩენილ 50%-ს ჟიურის ხმები განსაზღვრავს.
ჟიური ხელმძღვანელობს შემდეგი 3 მთავარი კრიტერიუმით - იდეის ორიგინალურობა, შედეგი, რომელიც იდეამ მოიტანა და იდეის უნივერსალურობა, ანუ სხვა ბაზრებზე და ქვეყნებში ამ იდეის განვრცობის პოტენციალი.
რა არის Working Backwards-ის პროექტი რითაც თიბისი 9 ნომინირებულ კომპანიას შორის მოხვდა?
თიბისიმ, Banking Innovation Awards-ზე ნომინირებული, Working Backwards პროცესი,
ბოლო 2 წლის განმავლობაში აამუშავა, რომელიც Amazon-ისგან არის გადმოტანილი.
Working Backwards არის საუკეთესო ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენს პროექტებში კლიენტზე ფოკუსი უზრუნველვყოთ. დასახელებაც აქედან მოდის - Working Backwards-ის პროცესის მიხედვით ნებისმიერი იდეა კლიენტის საჭიროებიდან იწყება და მუშავდება უკან სვლით, ანუ Backwards ისე, რომ სწორედ კლიენტის საჭიროებიდან გამომდინარე მივიდეთ პროდუქტამდე.
თუ ვინმეს ბანკში აქვს ინოვაციური პროექტის იდეა, შეუძლია ეს იდეა Working Backwards პროცესით დაამუშავოს. პროცესი გულისხმობს, რომ იდეის ავტორი წერს 6 გვერდიან დოკუმენტს, რომელიც ამ იდეის გარშემო ყველა მნიშვნელოვან კითხვას პასუხობს. სტანდარტული პრეზენტაციებისგან განსხვავებით ეს ფორმატი უზრუნველყოფს გაცილებით უფრო ღრმა ანალიზს და კლიენტზე ფოკუსს. ამ პროცესის მხარდასაჭერად ინტრანეტში შესაბამისი გვერდიც გვაქვს შექმნილი.
ჩვენი ინოვაცია სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ გავაერთიანეთ კლიენტზე ფოკუსირებული ახალი იდეების დამუშავების Working Backwards მეთოდოლოგია და ინოვაციების დაფინანსების ფონდი. შესაბამისად ყველა მსხვილი იდეა, თუ სათანადოდ დამუშავებული იქნება, შეიძლება რეალურად დაფინანსდეს ამ ფონდიდან. სწორედ ამ მეთოდით დავამუშავეთ და დავაფინანსეთ ისეთი ინოვაციები, როგორებიცაა ინვესტიციების პლატფორმა მობაილ ბანკში, საბავშვო აპლიკაცია Hi app, მობაილ ბანკში ციფრული თამაში, რომელიც 2022-ში გავაკეთეთ და მრავალი სხვა პროექტი.
Amazon-ი, რომელშიც ნებისმიერი პროექტი Working Backwards მეთოდოლოგიით მუშავდება, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური კომპანიაა. ჩვენ 2 წლის გამოცდილებაზე დაყრდნობით დავრწმუნდით, რომ იგივე მეთოდი საბანკო სფეროშიც მუშაობს, ხოლო ფონდი, რომლიდანაც იდეა ფინანსდება, კარგ სტიმულს ქმნის იდეის ავტორებისთვის, რომ რეალურად დაამუშაონ საკუთარი იდეები და მიიღონ შესაბამისი დაფინანსება.
როგორ უნდა დავუჭირო მხარი თიბისის?
ხმის მიცემა შეუძლია მხოლოდ ბანკების თანამშრომლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც რეგისტრირებული არიან Qorus-ის საიტზე.
შესაბამისად თუ არ ხართ რეგისტრირებული Qorus-ში, ჯერ უნდა გაიაროთ საიტზე რეგისტრაცია კორპორატიული მეილით გვერდზე და „დალოგინდეთ“ სისტემაში.
ინოვაციისთვის ხმის მიცემა ხდება შემდეგ ვებ გვერდზე
რეგისტრაციის შემდეგ გადადით კატეგორიაში Core Offering Innovation და ხმა მიეცით თიბისის ინოვაციას.
სულ 3 ბანკის ინოვაციას უნდა მისცეთ ხმა და მიაკუთვნოთ პირველი, მე-2 და მე-3 ადგილი. ბოლოს კი დააწვეთ Save ღილაკს.
ხმის მიცემა 23 ოქტომბრამდე გრძელდება.
გირჩევთ მიუბრუნდეთ ამ გვერდებს და გაეცნოთ ნომინანტების საინტერესო იდეებსა და სხვადახვა ბანკების მიერ დანერგილ ინოვაციებს.
-ვაჟა ბერიაშვილი, თიბისის კვლევისა და განვითარების ლიდერი