ტექნოლოგია

„ტესტერთათვის სიახლეების გაცნობის გზა კონფერენციებია" — თიბისის გუნდი AutomationSTAR-ზე

დეკემბერი 21, 2023

„გამომსვლელებმა გაგვიზიარეს ტესტირების ავტომატიზაციის უახლესი ტრენდები და შეხედულებები, მიგნებები, საუკეთესო პრაქტიკები და ანტიპატერნები, „გზა დაბნეულობიდან სიცხადემდე", რომელიც თავად გაიარეს და მიაღწიეს წარმატებას სხვადასხვა ეფექტური გადაწყვეტების ერთობლიობის გამოყენებით"


- ალინა ტყაბლაძე, ტესტირების ავტომატიზაციის ლეგიონის ლიდი



კონფერენციის სპიკერებმა ბევრ საინტერესო თემაზე ილაპარაკეს. მათ შორის, ტესტირების ზოგად სტრატეგიებზე, ავტომატიზაციის სამიზნე ფუნქციონალის სწორად შერჩევაზე მთლიან სისტემაში, გუნდებში როლებისა და პასუხისმგებლობების განაწილებაზე, რისკების მართვაზე, პროექტის ჩარჩოზე, ტესტირების ავტომატიზაცია-ზე CI/CD pipeline-ებში და სხვა. 

„ჩვენთვის სიახლე იყო რამდენიმე მიმართულებით. პირველ რიგში, სტრატეგია, რომელიც ძალიან დეტალურად გაგვიზიარეს. მასში იყო რაღაცები, რასაც ჩვენ თიბისიში არ ვიყენებთ, თუმცა, კონფერენციიდან ჩამოსვლის შემდეგ რაღაცების დანერგვა დავიწყეთ. ასევე, ილაპარაკეს როლებზე - ვის რა ევალება. თიბისიში ეჯაილურად ვმუშაობთ და მათ მიერ დასახელებული დეტალები შესაძლოა, არ გამოგვადგეს. თუმცა, თან, ვინაიდან თიბისი დიდი კომპანიაა, სადაც ტექნოლოგიების მიმართულებით 1000-მდე ადამიანი მუშაობს, შეიძლება ზოგიერთი ახალი როლი დავამატოთ კიდეც".


-ალინა ტყაბლაძე

თიბისის გუნდის წევრებმა გარდა იმისა, რომ საინტერესო ზოგადი შეხედულებები და თემების გარშემო კონკრეტული იდეები შეაგროვეს, ტესტირების სფეროს მოწინავე პროფესიონალებთან პირადადაც ისაუბრეს, ამასთან, სპეციალური პლატფორმის გამოყენებით, დამსწრე საზოგადოებას თიბისიში არსებულ გადაწყვეტებზე მოუყვნენ.


ალინა ტყაბლაძე იმასაც აღნიშნავს, თუ როგორი მნიშვნელოვანია თიბისის თანამშრომლებისთვის მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობა. მისი თქმით, თიბისის ტესტერთა გუნდის წევრებს არ აქვთ საშუალება, საქართველოში ამ მიმართულებით გამოცდილებისა და პრაქტიკების შესახებ სხვა კომპანიებს ჰკითხონ. მიზეზი ერთადერთია - თიბისი ყველაზე მასშტაბური და გამოცდილია. ამიტომ, ერთადერთი საშუალება, სადაც მათ დამატებითი ცოდნის მიღება შეუძლიათ, საერთაშორისო ბაზარია. 

„AutomationSTAR და მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ბევრი სხვადასხვა კომპანიის გამოცდილების, მიდგომების და ხედვების შესახებ იღებ ინფორმაციას და ფართო მასშტაბზე გადიხარ. ასევე, ჩვენი განვითარებისა და მოტივაციისთვისაც უმნიშვნელოვანესია".


-ალინა ტყაბლაძე

ავტორი:Dev.ge