ოქტომბერი 09, 2025
თიბისისთვის მნიშველოვანია საქართველოს პოზიციონირება გლობალურ ეჯაილ რუკაზე, ასევე ადგილობრივი ეჯაილ კომუნის განვითარება. 29 და 30 სექტემბერს AgileXchange-ის რიგით მე-4 ღონისძიება ჩატარდა, რომელიც სტუმრებს გამორჩეულ გამოცდილებას სთავაზობდა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, მოესმინათ ადგილობრივი პროფესიონალებისა და ქომუნითი ლიდერების მოხსენებები სხვადასხვა სფეროდან, დაესვათ კითხვები წამყვანი ექპსერტებისთვის, ჩართულიყვნენ დისკუსიებში ადგილობრივ ლიდერებთან, გაეფართოვებინათ თავიანთი პროფესიული ქსელი და რაც მთვარია, შესაძლებლობა, რომ გამხდარიყვნენ საქართველოს სწრაფად მზარდი ეჯაილ საზოგადოების ნაწილი.
წელს, ღონისძიების სპიკერები იყვნენ მიროს, ატლასიანისა და სხვა საერთაშორისო კომპანიებიდან. ასევე, თიბისის ეჯაილ ქოუჩებმა - ქრისტინე ბარბაქაძემ და ალექსანდრე შაფათავამ გააზიარეს, თუ როგორ გადაიტანეს თამაშის ელემენტები ყოველდღიურ სამუშაო პროცესში, იმისათვის, რომ იგი უფრო სახალისო, რუტინისგან თავისუფალი და თანამშრომლებზე მორგებული გაეხადათ.
ქრისტინე გამოსვლის შესახებ:
,,ღონისძიებაზე გავაზიარეთ ჩვენი ახალი ინიციატივა - ეჯაილ გუნდებში გემიფიკაციის ელემენტების გამოყენებით, პროცესი უფრო სახალისო და რუტინისგან თავისუფალი გაგვეხადა. ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო ეჯაილ ქომუნითისთვის ჩვენი ისტორიის გაზიარება, რადგან რამდენიმე ადამიანი იქვე დაინტერესდა, ჩვენი პრაქტიკა თავიანთ გუნდებში გამოეყენებინათ. ასევე, კონფერენციაზევე გვქონდა თამაში, სადაც დამსწრეებმა თავად გაგვიზიარეს იდეები და საკმაოდ დიდი ჩართულობა იყო."
მარია ღლონტი - ეჯაილ ქოუჩი, AgileXchange ღონისძიების ორგანიზატორი, ღონისძიების შესახებ:
,,საქართველოში Agile მართვის პროფესიონალებისა და ამ მიდგომით დაინტერესებული ბიზნეს/ტექ საზოგადოებისთვის, წლის მთავარი ღონისძიება - AgileXchange, უკვე მეოთხედ ჩატარდა. ღონისძიებამ 300-ზე მეტ მონაწილეს, 15-მდე ქართველ და საერთაშორისო სპიკერს უმასპინძლა. წელს, პირველად, ღონისძიების 2-დღიან ფორმატს, ტრენინგებისა და ვორკშოპების შესაძლებლობაც დაემატა.
ასევე, საქართველოს ეჯაილ კომუნაში პირველი ქართულენოვანი პოდკასტი დაიბადა, პირველი ეპიზოდიც გაეშვა, რაც საშუალებას აძლევს კომუნის წევრებს, რომ კიდევ უფრო სიღრმისეულად გაიზიარონ პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც საქართველოს კონტექსტში დააგროვეს კომპანიებმა.
ერთდროულად უდიდესი კომფორტია და ამავე დროს პასუხისმგებლობა, რომ ღონისძიებას უცვლელი წარმდგენი - თიბისი და ერთგული პარტნიორები ჰყავს. როდესაც იწყებ კონცეფციის დაგეგმვას, იცი ვინ არის მთავარი მხარდამჭერი, მანამ, სანამ სრულ ფორმატს დაგეგმავ - რაც, ცხადია, უდიდესი სტიმული და მოტივაციაა, კიდევ უფრო გაბედულად ვიაროთ ჩვენი მისიის შესრულების გზაზე: მსოფლიოს რუკაზე საქართველომ ამ კუთხითაც დაიკავოს საპატიო და მიმზიდველი ადგილი."
პოდკასტის მოსმენა შეგიძლიათ ბმულზე.
თიბისი აგრძელებს პერსპექტიული და საინტერესო ღონისძიებების მხარდაჭერასა და ზრუნვას, რომ ტექ კომუნის წევრებმა მუდმივად შეძლონ სიახლეებთან გაცნობა და ღირებული გამოცდილების შეძენა.