თიბისი ჯგუფის ტექ გუნდი და AWS Game Day

ოქტომბერი 09, 2023

თიბისი ჯგუფის ტექ გუნდი გვიზიარებს მიღებულ გამოცდილებას ერევანში AWS-ის (Amazon Web Services)-ის სომხეთის გუნდის AWS User Group Armenia-ს მიერ ორგანიზებულ GameDay-ზე. GameDay შეჯიბრია, რომლის ძირითადი მიზანი გადაწყვეტილებების დანერგვის უნარის შემოწმებაა, რათა მონაწილეებმა რეალურ სამყაროში არსებული პრობლემების გადაჭრა რისკისგან თავისუფალ გარემოში ისწავლონ.


თიბისი ჯგუფის ტექ გუნდი გვიზიარებს მიღებულ გამოცდილებას ერევანში AWS-ის (Amazon Web Services) მიერ ორგანიზებულ GameDay-ზე.


თიბისის ჯგუფის ტექ გუნდი ოთხი სხვადასხვა მიმართულების ინჟინრისგან იყო დაკომპლექტებული — საბა საყვარელიძე (CloudOps ინჟინერი), დავით სამადაშვილი (SRE ინჟინერი), დავით გოგრიჭიანი (CloudOps ინჟინერი) და გიორგი სემენიხინი (DevOps ინჟინერი) - რაც მათი თქმით, ეფექტიანად გამოიყენეს.

 

CloudOps ინჟინერმა და თიბისის ტექ გუნდის ერთ-ერთმა წევრმა, საბა საყვარელიძემ dev.ge-სთან კონკურსზე, მიღწეულ შედეგსა და მიღებულ გამოცდილებაზე დეტალურად ისაუბრა. 

“თიბისიში დაგროვებული გამოცდილება ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის ღირებული აღმოჩნდა, რადგან მრავალფეორვან და ბევრ ტექნოლოგიასთან გვიწევს შეხება ყოველდღიურად ამ დონის შეჯიბრზე პირველად გავედით, ამიტომ მიღებული შედეგი მისაღებია. გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. მიღებული გამოცდილება, თუნდაც გუნდური მუშაობის კუთხით, მომავალში აუცილებლად გამოგვადგება ”

საბა საყვარელიძე, AWS Game Day-ზე, 16 სექტემბერი

კონკურსი საკმაოდ რთულ და კომპლექსურ დავალებებს მოიცავდა. თიბისიში დაგროვებული გამოცდილება კი მასა და მთლიანად გუნდს ძალიან დაეხმარა. საბას თიბისიში AWS-სთან უშალო შეხება აქვს, რაც დავალების შესრულების პროცესში გადამწყვეტი აღმოჩნდა.

“საქართველოდან კონკურსზე 3 გუნდი ვიყავით. რაც შეეხება სომხურ გუნდებს, მათ ზუსტად, იცოდნენ რას აკეთებდნენ, კონკურსზე რას დახვდებოდათ. კარგად იყვნენ მომზადებულები”. - ამბობს საბა საყვარელიძე. 

თიბისის ტექ გუნდი ერევანში 15 სექტემბერს გაემგზავრა. GameDay 16 სექტემბერს სომხეთის ამერიკულ უნივერსიტეტში (American University of Armenia) გაიმართა. 


სტატიის ავტორი : Dev.ge