ტექნოლოგია თიბისელები სიახლეები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართა

ივლისი 23, 2025

19-20 ივლისს, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ინიციატივითა და თიბისის მხარდაჭერით, AI ჰაკათონი ჩატარდა.


ჰაკათონის მონაწილე გუნდებმა საქართველოს კონტექსტში, რეალურ ბიზნეს გამოწვევებზე მორგებული და ხარისხიანი AI პროდუქტების შექმნაზე იმუშავეს. გამარჯვებული გუნდები ჰაკათონის ჟიურიმ გამოავლინა, რომლის შემადგენლობაშიც თიბისის ვებ და მობაილ დეველოპმენტის არეა ლიდი - შოთა იორამაშვილიც გახლდათ.


ესენია: AlxTesting-ის კატეგორიაში გუნდი - Bug-Radar: თორნიკე ჯორთმენაძე, შაკო დავითაშვილი, ელენე დანელია, თამთა კაპანაძე, საბა სხილაძე და AlxSearch-ის კატეგორიაში Latent Space - გიგი მოლაშხია, ანტონ ინგოროყვა, ნიკოლოზ ყიფშიძე, ნიკოლოზ გეგენავა, გიორგი ყაველაშვილი.


გამარჯვებულებს პროდუქტის განვითარებისთვის მიღებულ ფულადი პრიზებთან ერთად, შესაძლებლობა ექნებათ, ბიზნესებს სამომავლო თანამშრომლობისთვის შექმნილი პროდუქტები გააცნონ.

ჰაკათონის შეჯამება

სულ დარეგისტრირდა 150 მონაწილე, საბოლოოდ, 15 წარმოდგენილი გუნდიდან, პრეზენტაცია წარადგინა 10-მა გუნდმა. აღსანიშნავია ისიც, რომ ტექ. შეჯიბრის მაღალი ხარისხის გამო, ჟიურიმ კიდევ ორ რჩეული გუნდი გამოავლინა: TestMate - კარლო ცუცქირიძე, ნიკა ნატროშვილი, იონა იობიძე, თეკლე ვილდიანი და RAGinda: ნიკა ნაცვლიშვილი, ცოტნე გოგოლი, ნინეა ანასოვი, ეკა ჭონიშვილი.

მონაწილებმა და ჯიურის წევრებმა ჰაკათონის შესახებ საკუთარი უკუკავშირიც გაგვიზიარეს:

,,ძალიან საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია მივიღეთ. მომეწონა გარემო და მენტორების ჩართულობა პროცესში."


"მენტორები ადგილზე იყვნენ და აქტიურად გვეხმარებოდნენ პროდუქტის აწყობის პროცესში."


შოთა იორამაშვილი:


" ორ განსხვავებულ ტრეკად ჰაკათონის დაყოფა მართლაც სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა. შედეგად მივიღეთ მრავალფეროვანი და კრეატიული პროექტები. ტექნიკური თვალსაზრისით, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჰაკათონი, რაც ჩატარებულა".

თიბისისთვის, როგორც სფეროს წამყვანი კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების მხარდაჭერა, ვინაიდან, ჩვენი მიზანია, აღმოვაჩინოთ და ხელი შევუწყოთ ახალ ტექ ტალანტებს წარმატების მიღწევაში.