Agile გილდიის შეხვედრების მიმოხილვა - ცოდნის გაზიარების კულტურა თიბისიში

აგვისტო 08, 2025

თიბისიმ ეჯაილ ტრანსფორმაცია ექვსი წლის წინ დაიწყო და ამ პრაქტიკას დღემდე - ცნობიერების ამაღლების, თანამშრომლობისა და უწყვეტი სწავლის პლატფორმით - ეჯაილ გილდიის ყოველთვიური შეხვედრებით აგრძელებს და ავითარებს.

ეჯაილ გილდიის ფარგლებში, ყოველთვიურად ტარდება ღონისძიებები, რომლებიც თანამშრომელთა ინტერესის და ორგანიზაციაში მიმდინარე აქტუალური საკითხების გათვალისწინებით იგეგმება. თითოეული შეხვედრის სპიკერი ირჩევა შერჩეული თემის ექსპერტული ცოდნიდან გამომდინარე, რაც თანამშრომლებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ კომპეტენტური პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე. 

ეჯაილ გილდიის შეკრების ფორმატი ჰიბრიდულია და თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ, ფიზიკურად ან ოლაინ რეჟიმში დაესწრონ შეხვედრას, სურვილისამებრ. მათი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია და აღსანიშნავია, რომ ბოლო სამ შეხვედრას 300-ზე მეტი თანამშრომელი ესწრებოდა.

2025 წელს ეჯაილ გილდიის ფარგლებში გაზიარებული თემები

Product Backlog - Managing for Impact - გილდიის აღნიშნულ ღონისძიებაზე, სპიკერებმა ისაუბრეს, თუ რა არის პროდუქტის ბექლოგი, როგორია პროდუქტის ბექლოგის მართვის პრაქტიკები, რა მითები არსებობს თიბისიში ბექლოგის მართვასთან დაკავშირებით და უპასუხეს შეხვედრაზე დამსწრეთა კითხვებს.


 Შეხვედრის მიზანი იყო თანამშრომლების ცნობიერების ამაღლება პროდუქტის ბექლოგსა და მის სწორად მართვასთან დაკავშირებით, რამაც პროდუქტის მფლობელებს, გუნდების კაპიტნებსა და გუნდების წევრებს უნდა გაუმარტივოთ ბექლოგის მართვის ყოველდღიური პროცესი.  

Shaping the Future of QA and TA - Შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორგანიზაციაში არსებულ TA და QA მიდგომებზე, რა სიახლეები დაინერგა ამ მიმართულებით 2024-ში და როგორი ხედვა და მიზნები გვაქვს 2025 წელს. გავაზიარეთ პრაქტიკული მაგალითები და ვისაუბრეთ QA და TA მიმართულების კომპეტენციის განვითარებაზე. 


Შეხვედრა ემსახურებოდა ტესტირების ავტომატიზაციისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით მიმდინარე და სამომავლო გეგმების გაზიარებასა და თანამშრომლების მოლოდინების მართვას.  

From Idea to Impact: Measuring TTM in Agile Squad - Შეხვედრაზე განვიხილეთ, თუ რა არის TTM (Time To Market) და რატომ არის მნიშვნელოვანი მისი გაზომვა, რა მეთოდოლოგიას გამოვიყენებთ TTM-ის გასაზომად TTM-ის ანტიპატერნებზე. გავაზიარეთ რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება TTM-ის შემცირება. აღნიშნული ეჯაილ გილდიის შეხვედრა დაეთმო TTM-ის მეტრიკის გაზიარებას. ორგანიზაციაში TTM-ის გაზომვის მეთოდოლოგია არ არსებობდა და როგორც კი შემუშავდა, გავაზიარეთ ეჯაილ გილდიის საშუალებით. Მოვუწოდეთ Მსმენელებს, გაეუმჯობესებინათ აღრიცხვიანობის საკითხი, რათა გაგვეჩინა მომხმარებლისთვის ღირებულების შექმნის სისწრაფის გაზომვის შესაძლებლობა. 

Product Pulse: Data Insights for Agile Development - ეჯაილ გილდიის აღნიშნულ შეხვედრაზე დაიფარა შემდეგი საკითხები: სად ვართ დღეს და რა ინიციატივები გვაქვს მონაცემთა გამოყენების და დამუშავების კუთხით, მონაცემთა სიმწიფის კომპონენტები: მონაცემთა ხარისხი და მმართველობა, მონაცემების გამოყენების მნიშვნელობა პროდუქტის მართვაში, ძირითადი გამოწვევები, რაც გამოვლინდა მონაცემთა სიმწიფის შეფასებისას, როგორ ვაპირებთ მონაცემთა სიმწიფის გაუმჯობესებას – მომდევნო ნაბიჯები.

Improving How We Work: The CJE Redesign Story - Შეხვედრა მიეძღვნა CJE (Customer Journey Expert) როლის ცვლილების შინაარსის გაზიარებას. ვისაუბრეთ, რატომ გახდა საჭირო მსგავსი ტრანსფორმაცია ორგანიზაციაში და რა მიმდინარე გამოწვევებს ვუპასუხეთ აღნიშნული ინიციატივით. 

Exploring AI Capabilities at TBC - აღნიშნულ ღონისძიებაზე ვისაუბრეთ, თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი და GenAI თიბისიში ჩვენს სამუშაო პროცესს. დეტალურად გავაზიარეთ რა სიახლეები გვაქვს ცოდნის ბაზის კუთხით, რა ცვლილებები შემოგვაქვს Genie-ს და TBC Multi Bot-ის დანერგვით და თუ როგორ შეუძლიათ გუნდებს, გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი უფრო ეფექტური და სწრაფი გადაწყვეტილებების მისაღებად. 

წლის ბოლომდე კვლავ იგეგმება ეჯაილ გილდიის შეხვედრები, რომელთა საკითხებიც მაქსიმალურად იქნება მორგებული მსმენელის სურვილებზე, რადგან თიბისისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყოველ თანამშრომელს აქტიურად გააცნოს მიმდინარე სიახლეები და ცვლილებები.