სიახლეები

ახალი სივრცე ჯანსაღი ცხოვრებისათვის - “Ska Juice Bar”

ქართულ ბაზარზე, ცოტა ხნის წინ პირველი „ჯუს ბარი“ გამოჩნდა

დეკემბერი 16, 2019

ალბათ, ყველა ჩვენგანის ბავშვობაში არსებობდა მოვალეობა - ყოველ დილას, წვენსაწურში დედას გამოწურული ვაშლისა და სტაფილოს ნატურალური წვენი დაგველია.


წლებთან ერთად მშობლებს აღარ ვუჯერებთ და იმის დროც ნაკლებად გვაქვს - ჩვენით გავასუფთაოთ სხვადასხვა სახეობის ხილი და ყოველ დილას ხმაურიან დანადგარში გავატაროთ ან დავაბლენდეროთ. 



ადამიანებს ჯანსაღი არჩევანის გაკეთებაში ხელს 4 ძირითადი ფაქტორი უშლის: დროის უქონლობა ფიზიკური აქტივობებისთვის, დროის უქონლობა სახლში საჭმლის მომზადებისთვის, სწრაფი კვების აგრესიული მარკეტინგი და ნაკლები ხელმისაწვდომობა ჯანსაღ პროდუქტებზე. ნელ-ნელა სწორმა კამპანიებმა რეალობა შეცვალა. ხილისა და ბოსტნეულის სასარგებლო თვისებებმა მომხმარებლებს უკარნახა, რომ სასურველი ნივთიერებები მარტივად - სითხის სახით მიეღოთ. ტრადიციული ნატურალური წვენი სუპერმარეკტის დახლზეც და კაფეშიც შეგვიძლია ვიპოვოთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მილენიალებს მობეზრდათ აქამდე ცნობილი, ტრადიცული წვენების გემო, სწორედ ამიტომ ბაზარზე უფრო კრეატიული და მიმზიდველი მიდგომის საჭიროება გაჩნდა. თანაც, XXI საუკუნის ცხოვრების ტემპში, სადაც ვერაფერს ვასწრებთ და მუდმივად სადღაც გვეჩქარება, ჯანსაღი ინგრედიენტების მიღება ერთბაშად და სწრაფად გვინდა.  



ბოლო ათწლეულის განმავლობაში ამერიკის ბაზარზე სოკოებივით გაჩნდა ჯუს-ბარები, რომლებიც პირდაპირ თანხვედრაშია მომხმარებლების ჯანსაღ მოთხოვნილებებთან. 2019 წლის მონაცემებით ამერიკაში 4219 “juice bar” ფუნქციონირებს.


სანამ ამერიკასა და ევროპაში “juice bar”-ების ინდუსტრიამ ჯერ კიდევ წლების წინ მოიცვა ბაზარი, ამასობაში ჯანსაღი ცხოვრების წესი ნელ-ნელა საქართველოშიც პოპულარული გახდა. ბევრმა ფიტნეს-იმიჯი მოირგო, ბევრმაც კი სწორი ცხოვრების სხვა ხერხებს მიმართა. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი არჩეული მიმდინარეობის სხვებთან გაზიარების მუდმივი მოთხოვნილება გვაქვს.  



ლამაზი, თანამედროვე ინტერიერებიდან მინის გამჭვირვალე ჭიქაში მკვეთრი ფერის ჯანსაღი წვენი ხელიდან ხელში, უფრო სწორედ, ფოტოდან ფოტოში გადადის სოციალურ ქსელებში. ე.წ „Clean food movement“ და „Juice cleanse” ტენდენციებს დასავლეთიდან დიდწილად სწორედ სოციალურმა ქსელებმა მისცა ჩვენთანაც ბიძგი. ვირტუალურ სამყაროში ადამიანები ჩვენთვის საინტერესო თემატურ „ქომუნითებში“ ვერთიანდებით. ხშირად გვინდება გადავიღოთ სელფი ვარჯიშის დროს, ჯანსაღი კერძის მომზადების პროცესში ან თუნდაც ნატურალურ წვენის ჭიქასთან ერთად, დავდოთ ინსტაგრამზე და ამ დროს ჩვენი ჯანსაღი და მისაბაძი არჩევანის გამო, კმაყოფილებისა და სიამაყის განცდაც კი გვიჩნდება.


ჯანსაღი ცხოვრების ტენდენციასთან ერთად, ქართულ ბაზარზე, ცოტა ხნის წინ ამ ტენდენციის სრულიად ახალი ნიშა და ქალაქში პირველი „ჯუს ბარი“ გამოჩნდა. 



„ჩვენი ჯუს-ბარი კაფესგან და სხვა საკვები ობიექტებისგან სრულიად განსხვავდება თავისი კონცეფციით. გვინდა, რომ სიტყვა „ჯუსი“ დავნერგოთ, იმიტომ რომ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არ არის უბრალოდ წვენი.

უკვე ბევრი ერთგული მომხმარებელი გვყავს. ისეთებიც, რომლებისთვისაც ჩვენი ჯუს-ბარი უკვე ცხოვრების წესთან ასოცირდება. ყველაზე მეტად გვიხარია, როდესაც მშობლები გვეუბნებიან, რომ მათ დაწურულ წვენებზე ბავშვები სახლში უარს ამბობენ, ჩვენთან კი სიხარულით სვამენ.

ვიცით, რომ სხვა, მაგალითად Junk მიმართულება რომ აგვერჩია, უფრო მასიური და სწრაფად მზარდიც იქნებოდა, მაგრამ ჩვენი მიზანი არა უბრალოდ ახალი პროდუქტის შემოტანა, არამედ მომხმარებლებში ახალი ქცევის დამკვიდრება იყო.“ – ანა და გიორგი - „სკა ჯუს ბარ“-ის დამფუძნებლები.


„სკა ჯუს ბარში“ ყველა წვენის სახელი ფუნქციასთან და მიზნობრიობასთანაა კავშირში. თუ ჯერ მათი სტუმარი ჯერ არ ყოფილხართ და არც „სკას“ ჯუსები გაგისინჯავთ, ანა და გიორგი რამდენიმე პროდუქტს გაგაცნობენ: 




Powerhouse

კივის, მარწყვისა და ვაშლის მიქსი - 180 კალორია. სავსეა ვიტამინებით, მინერალებითა და ანტიოქსიდანტებით. ასევე, ფოლის მჟავით (ვიტამინი B9), რაც ხელს უწყობს ორსულებში და ბავშვებში უჯრედულ დონეზე სწორ განვითარებას. ორგანიზმს უბრუნებს pH, ანუ მჟავა-ტუტოვან ბალანსს.


Mega Juice

ისპანახის, ანანასისა და ვაშლის მიქსი - 168 კალორია. ისპანახი გაგიძლიერებთ ძვლებს და გაგიუმჯობესებთ ხედვას. ანანასი შეგმატებთ ენერგიას და თქვენს კანს მბზინვარეს გახდის. ვაშლი მოგიწესრიგებთ საკვების მონელების პროცესს და თქვენს ტვინს ანტიოქსიდანტებით მოამარაგებს. ორგანიზმში აღადგენს წყალს და ელექტროლიტებს, აბალანსებს ენერგიას, ხელს უწყობს კოლაგენის წარმოებას, ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას.


Super Glow

სტაფილოს, ჯინჯერისა და ვაშლის მიქსი - 200 კალორია. საუკეთესოა კანისთვის, იმუნური სისტემის გაძლირებისათვის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისათვის.


Stamina

ჭარხლის, სტაფილოსა და ვაშლის მიქსი - 295 კალორია. ორგანიზმს შეგივსებთ საჭირო მინერალებით, გაგიუმჯობესებთ მხედველობას და მეხსიერებას, გაგიძლიერებთ თვალის კუნთებს, ჩაგიქრობთ ანთებებს, დაგეხმარებათ ზედმეტი წონის მოშორებაში და გაგიწმენდთ სისხლს.


თაფლიანი წყალი

თაფლი „სკა ჯუს ბარის“ ყველაზე საყვარელი პროდუქტია. სწორედ ამიტომ აირჩიეს სახელისთვის „სკა“.




სხვადასხვა ექსპერიმენტისა და ცდის შემდეგ, 3 კომბინაციის თაფლიან წყალზე შეჯერდნენ: თაფლიანი წყალი ჯინჯერით, თაფლიანი წყალი ლიმონით და თაფლიანი წყალი პიტნით. სამივე მიქსი ყოველ დილას მზადდება და ბოთლებში ისხმება, ვადა კი 24-48 საათი აქვს.


ლიმნიანი თაფლიანი წყალი მეტი ენერგიის ფორმულაა, რომელიც რეკომენდირებულია ვარჯიშისა და ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. შეიცავს ელექტროლიტებს, გაგიუმჯობესებთ ვარჯიშის უნარს და შეამცირებს ტრავმის მიღების რისკს.


პიტნიანი თაფლიანი წყალი დღის მეორე ნახევარშია რეკომენდირებული - დამამშვიდებელი ეფექტი აქვს და მოგიწესრიგებთ ძილს.


ზამთარი მოდის, ანუ ვირუსებისა და გრიპის სეზონი. „სკა ჯუს ბარის“ ჯინჯერიანი თაფლიანი წყალი სწორედ ვირუსების საწინააღმდეგო და დაავადებების პრევენციის საუკეთესო საშუალებაა. 

ავტორი: მარიამ ყანჩაველი